🌿 განქორწინება თანამედროვე საზოგადოებაში საკმაოდ ხშირი მოვლენაა.
🌱განქორწინება ოჯახის ყველა წევრს ეხება და სხვადასხვაგვარად აღიქმება მშობლებისა და ბავშვების მიერ.
🌱მშობლების განქორწინების შედეგად ბავშვები ცხოვრების სხვადასხვა ასპექტში სირთულეებს აწყდებიან. სირთულეები უკავშირდება ემოციების რეგულაციას, აკადემიურ მოსწრებას, ქცევით ცვლილებებსა და ინტერპერსონალურ ურთიერთობებს.
☘️ასეთი შემთხვევებისთვის შევქმენით ჯგუფური შეხვედრების კურსი 9-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. შეხვედრების ფარგლებში ბავშვები, მათთვის უსაფრთხო გარემოში, შეძლებენ რთული ემოციების გამოკვლევას, ნორმალიზებას და მიღებას. ერთმანეთს გაუზიარებენ მსგავს გამოცდილებებსა და პრობლემებს, რითაც იგრძნობენ შვებასა და მხარდაჭერას.
🍁სპეციალისტების დახმარებით ჯგუფის წევრები იმუშავებენ ისეთ საკითხებზე როგორიცაა 👇🏻
🍂 ფანტაზიები მშობლების სავარაუდო შერიგებაზე
🍃საკუთარი და სხვათა დადანაშაულება
🍂 ბრაზი
🍃 შფოთვა
🍂 თვითშეფასება.
🎨 ჯგუფის წევრები თამაშით თერაპიის, არტთერაპიის, ზღაპრით თერაპიის და კოგნიტურ ბიჰევიორული თერაპიის მეთოდების მიხედვით შედგენილი აქტივობებით შეიძენენ ისეთ უნარებს როგორიცაა: ემოციების რეგულაცია, პრობლემის გადაჭრა, სტრესმედეგობა, ეფექტური კომუნიკაცია, საკუთარ აზრებზე, ქცევებზე და სხეულებრივ შეგრძნებებზე დაკვირვება.
👥 შეხვერებს წარუძღვებიან ჩვენი ცენტრის კლინიკური ფსიქოლოგები - ვიკა ჯიქია, მარიამ კვანტალიანი
📌 დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ - ☎️ 568862484
დეტალური ინფორმაციისთვის და რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს -
https://forms.gle/rc4oJWp2nsfdt5YJ6