მუსიკა, როგორც პროპაგანდის იარაღი | Event in Tbilisi

მუსიკა, როგორც პროპაგანდის იარაღი

Mappa Cartographica • მაპპა კარტოგრაფიკა

Highlights

Fri, 19 Dec, 2025 at 07:00 pm

12 Zurab Avalishvili St, 0179

Advertisement

Date & Location

Fri, 19 Dec, 2025 at 07:00 pm (GET)

12 Zurab Avalishvili St, 0179

Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

მუსიკა, როგორც პროპაგანდის იარაღი
მაპპა კარტოგრაფიკა გიწვევთ ნანა შარიქაძის საჯარო ლექციაზე - "მუსიკა, როგორც პროპაგანდის იარაღი".

ლექციაზე განვიხილავთ, როგორ გარდაქმნის რუსეთის მიერ შექმნილი კულტურული სტრატეგიები მუსიკას სამხედრო-პოლიტიკური ოპერაციის ნაწილად და პროპაგანდის იარაღად.

ყურადღებას გავამახვილებთ სამ მაგალითზე - გერგიევის კონცერტი ცხინვალში (2008), პეტერბურგში დადგმული ოპერა “ყირიმი” (2014) და მარინის ორკესტრის კონცერტი პალმირაში (სირია, 2016).

აქ მუსიკა აღარ წარმოადგენს მხოლოდ ესთეტიკურ გამოცდილებას; ის ხდება ახლად შექმნილი ისტორიული ნარატივების, კოლექტიური მეხსიერების მანიპულაციის და ოკუპაციის ნორმალიზაციის ინსტრუმენტი, რომელსაც სამხედრო ძალადობის გამართლება შეუძლია.

ნანა შარიქაძე არის მუსიკისმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის (აფილირებული) ასოცირებული პროფესორი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ყოფილი რექტორი (2019–2023). მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ** საუკუნის მუსიკალურ თეატრსა და ოპერას, ექსპერიმენტულ და საბჭოთა მუსიკას, განსაკუთრებით - საბჭოთა პერიოდის ქართულ მუსიკას, რომელსაც კოლონიზაციისა და დეკოლონიზაციის პერსპექტივიდან იკვლევს.

2023 წელს გამოაქვეყნა მონოგრაფია An Introduction to Georgian Art Music: Sense-Making through Music (Cambridge Scholars Publishing).

მისი კვლევები დაფინანსებულია DAAD-ის, პოლონეთის კულტურის ინსტიტუტის, Thesaurus Poloniae-სა და Fulbright-ის მიერ. ის რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში (მათ შორის ASEEES - Association for Slavic, East European, and Eurasian Studies, AMS - American musicological society და სხვ.).

ასევე კითხულობს ლექციებს მოწვეული სპიკერის სტატუსით ევროპისა და აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში (მათ შორის პოლონეთის მეცნიერებათა აკადემია, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი, ჰარვარდის უნივერსიტეტი - დევისის ცენტრი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი, პიბოდის ინსტიტუტი).

2022 წელს მიენიჭა პოლონეთის კულტურისა და ეროვნული მემკვიდრეობის სამინისტროს ვერცხლის მედალი „Gloria Artis“ კულტურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.


Also check out other Arts events in Tbilisi.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

12 Zurab Avalishvili St, 0179, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you
Advertisement
მუსიკა, როგორც პროპაგანდის იარაღი | Event in Tbilisi
მუსიკა, როგორც პროპაგანდის იარაღი
Fri, 19 Dec, 2025 at 07:00 pm