🗓️ 20-21 დეკემბერს , ექსპო ჯორჯიას მე-4 და მე-5 პავილიონებში საქართველოს წიგნის ასოციაცია გიწვევთ თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობაზე! ✨
📖 ბაზრობაზე თქვენი საყვარელი გამომცემლობები და წიგნის მაღაზიები ახალი გამოცემებით, საახალწლო ფასდაკლებებითა, უნიკალური შეთავაზებებითა და დატვირთული ლიტერატურული პროგრამით დაგხვდებათ.
წიგნებთან ერთად ბაზრობაზე წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნივთები 🧶, პოსტერები 🖼️ და ლიტერატურასთან დაკავშირებული სუვენირები 🛍️ - მრავალფეროვანი არჩევანი საახალწლო საჩუქრებისთვის! 🎅
⭐️ წარმოგიდგენთ წიგნის საახალწლო ფესტივალის მონაწილეებს:
🔹 ბიბლუსი
🔹 გამომცემლობა „აგორა"
🔹 გამომცემლობა “ალონი”
🔹 გამომცემლობა „არტანუჯი"
🔹 გამომცემლობა „ზებრა"
🔹 გამომცემლობა „ინტელექტი"
🔹 გამომცემლობა „მოუბარი"
🔹 გამომომცემლობა „პალიტრა L"
🔹 გოგორა
🔹 ქარჩხაძის გამომცემლობა
🔹 ხელნაკეთი ნივთების საწარმო „მაქმანი"
🔹 მატარებელი კომიქს
🔹 მედუზა
🔹 PARSEK 1
🔹 Polynomial Books (პოლინომიალი)
🔹 Posteration (პოსტერეიშენ)
🔹 რასთი კომიქსი Rusty Comics
🔹 ScratchMe
🔹 სულაკაურის გამომცემლობა
🔹 წიგნის მაღაზია „სანტა ესპერანსა"
🔹 წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა"
🔹 Edelweiss Prints (ედელვაის პრინტსი)
🔔 დაელოდეთ დეტალურ ლიტერატურულ პროგრამას 📝 და მონაწილეთა ფასდაკლების კატალოგებს ჩვენს სოციალურ არხებზე! 📲
თბილისის წიგნის საახალწლო ბაზრობის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის ასოციაცია. 2025 წელს დამოუკიდებელი გამომცემლები გაერთიანდნენ უმთავრესი მიზნით – განავითარონ ქვეყანაში წიგნის ინდუსტრია და ლიტერატურული პროცესები. მიგვაჩნია, რომ ჩვენ და ჩვენს მკითხველებს საერთო ფუნდამენტური ღირებულებები გვაერთიანებს, რომელთა ერთგულებაზე და წიგნის სიყვარულზეც დგას საქართველოს წიგნის ასოციაცია. ამიტომ, 20-21 დეკემბერს წიგნის მოყვარულებს გელოდებით წლის ბოლო ლიტერატურულ დღესასწაულზე! 🎉
📍მისამართი: ექსპო ჯორჯია, მე-4 და მე-5 პავილიონები
🆓 დასწრება თავისუფალია!