კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და ყოველდღიურობა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა, 22 December

კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და ყოველდღიურობა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა

School of Arts and Sciences • Ilia State University

Highlights

Mon, 22 Dec, 2025 at 07:00 pm

I.Chavchavadze Ave.32, Tbilisi, Georgia

Advertisement

Date & Location

Mon, 22 Dec, 2025 at 07:00 pm (GET)

I.Chavchavadze Ave.32

2 ა. ჭავჭავაძე ჩიხიდან 5, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და ყოველდღიურობა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა
🟢 22 დეკემბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და საბჭოთა საქართველოს ყოველდღიურობა“ წარდგენა.

📝 კვლევაში წარსულის მოვლენები შესწავლილია ყოველდღიურ პრაქტიკაზე, რიტუალზე, ერთი შეხედვით, ბანალურ მოვლენებსა თუ მიკროპროცესებზე დაკვირვებით. ამ გზით შესაძლებელია ისეთი გარემოებების აღმოჩენა, რომლებიც დიდი სტრუქტურების ანალიზისას ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ყოველდღიურობის ისტორია, ტრადიციული ისტორიოგრაფიისგან განსხვავებით, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისტორიის ქვემოდან წაკითხვას, რომელშიც ელიტის, სამხედრო თუ მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების ამბების მიღმა სხვადასხვა სოციალური ფენის ისტორიისგან მივიწყებული თუ ხმაწართმეული რიგითი ადამიანების ამბები ექცევა ფოკუსში.

🎯 პროექტი მიზნად ისახავს წარსულის მოვლენების აღდგენას განსხვავებულ ქრონოლოგიურ და სივრცით ჭრილში. ომის წინა ფრონტის ნაცვლად ყურადღება ექცევა ზურგის ფრონტზე, საქართველოში, მიმდინარე პროცესებს.

🔎 კვლევის ამოცანაა წარმოაჩინოს, როგორ განსაზღვრავდა ზურგის ფრონტის ყოველდღიურობას ომის დროს ეკონომიკის გასამხედროებულ წარმოებაზე გადასვლა, ომის თემატიკით განმსჭვალული მეხსიერებისა და კულტურის პოლიტიკის ჩამოყალიბება. ამ თვალსაზრისით შეისწავლის მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ პროცესებსა და მათ ზეგავლენას საზოგადოებაზე.

👥 პროექტის ხელმძღვანელია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ტიმოთი ბლაუველტი. პროექტში მონაწილეობენ ახალგაზრდა მეცნიერები თამარ ქებურია, ანა ლოლუა და ირინე ბერიძე, პროექტის ასისტენტია გაბრიელ ჩუბინიძე.

🔹 პროექტი 2025 წელს დააფინანსა შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსის ჰუმანიტარული მიმართულების ფარგლებში.


▪️ სამუშაო ენა: ქართული
▪️ დრო: 22 დეკემბერი, 19:00 საათი
▪️ ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32


დასწრება თავისუფალია.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

I.Chavchavadze Ave.32, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you
Advertisement
კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და ყოველდღიურობა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა, 22 December
კვლევითი პროექტის „მეორე მსოფლიო ომი და ყოველდღიურობა საბჭოთა საქართველოში“ წარდგენა
Mon, 22 Dec, 2025 at 07:00 pm