📅 26 ნოემბერს, 13:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლესი კვლევების ცენტრი წარმოგიდგენთ ვორკშოპს თემაზე ,,მერაბ მამარდაშვილი: ფილოსოფიის ტრადიცია პოლიტიკური წნეხის ქვეშ".
🔴 ვორკშოპის უშუალო საბაბი მერაბ მამარდაშვილის (1930-1990) ორმაგი იუბილეა, ხოლო მიზეზი - ფილოსოფიის დანიშნულების გააზრების მოთხოვნილება კრიზისულ დროში. მოხსენებებში განხილული იქნება როგორც ფილოსოფიურ-თეოლოგიური ტრადიციები, რომლებიდანაც მამარდაშვილი შთაგონებას იღებდა, ისე მისი აზროვნების სოციო-პოლიტიკური იმპლიკაციები, რომლებიც რეზონანსული აღმოჩნდა არათავისუფალ საზოგადოებაში.
🔴 ვორკშოპის განრიგი:
🔻13.30 - ვორკშოპის გახსნა
🔻14.00 - ზაალ ანდრონიკაშვილი - ანთროპოლოგიური კატასტროფა. ტოტალიტარიზმის მემკვიდრეობა როგორც გლობალური საფრთხე
🔻14.30 - თამარ ცოფურაშვილი - მერაბ მამარდაშვილი და ევროპული თეოლოგიური ტრადიცია
🔻15.00 - სერგო რატიანი - ქრისტიანობის ტრადიცია და ცნობიერი სიცოცხლე
🔻15.30 - თამაზ თოხაძე - ფილოსოფიის კონცეფცია მამარდაშვილთან
🔻16.00 - ზურაბ ჭიაბერაშვილი - რა საჭიროა კანონი? მამარდაშვილი ჰერაკლიტეს შესახებ
🔻16.30 - შესვენება
🔻17.00 - მაკა ლაშხია - მერაბ მამარდაშვილი: "აზროვნება დამოუკიდებლად ადამიანური შეზღუდულობისაგან"
🔻17.30 - გიორგი მაისურაძე - აზროვნება დიქტატურის პირობებში. მერაბ მამარდაშვილი და ჰაინერ მიულერი
🔻18.00 - ელენე ლადარია - ფილოსოფიის ისტორიის კონცეფცია მამარდაშვილთან
🔻18.30 - გია ნოდია - ფილოსოფოსი და პოლიტიკა
🔻19.00 - გიგა ზედანია - რომელ ფილოსოფიურ ტრადიციას ეკუთვნოდა მერაბ მამარდაშვილი?
🔻19.30 - ვორკშოპის შეჯამება
🌐 სამუშაო ენა: ქართული
📍 ადგილმდებარეობა:
გიორგი წერეთლის 3, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, მე-8 სართული, ოთახი 800
🔴 დასწრება თავისუფალია.