საჯარო პრეზენტაცია, გამოფენა და კინოჩვენება
26 ნოემბერი, 2025, 18:00-21:00
დიზაინის ინსტიტუტი, დიმიტრი უზნაძის 89, თბილისი
შემოგვიერთდით პროექტის „დინება“ – საქართველოს ეკოლოგიური ლანდშაფტის ციფრული არქივირების" საჯარო პრეზენტაციაზე.
ღონისძიების ფარგლებში, პროექტის ავტორები და მასში მონაწილე მკვლევრები აუდიტორიას წარუდგენენ ციფრული არქივის საპილოტე ვერსიას და კვლევითი პროცესის შედეგებს. პარალელურად მიმდინარე გამოფენაზე წარმოდგენილი საარქივო მასალა - დოკუმენტური ფილმები, ზეპირი ისტორიების ჩანაწერები, სხვადასხვა პერიოდის ამსახველი ფოტო და აუდიო მასალა კი საქართველოს
ეკოლოგიური ლანდშაფტის, მისი ისტორიისა და ფორმირების პროცესის შესახებ განსხვავებულ პერსპექტივებს მოუყრის თავს.
„დინება“ თბილისში მოქმედი, დამოუკიდებელი საარქივო ინიციატივაა, რომელიც ცდილობს საფრთხის ქვეშ მყოფი და მივიწყებული საარქივო მასალების გადარჩენასა
და შემონახვას, მათი დოკუმენტირების, კონსერვაციისა და რეკონტექსტუალიზების წახალისების გზით.
ღონისძიება, ასევე მიზნად ისახავს “დინების” განვითარების შემდეგი ფაზების ფინანსურ მხარდაჭერას, რაც ციფრული პლატფორმის შექმნასა და საარქივო მასალების მდგრადი, უსაფრთხო შენახვის უზრუნველყოფას მოიცავს.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: ნინა ახვლედიანი, ელისაბედ გედევანიშვილი, ლიკა გულბანი, ანა მიქაძე, სენტ ჰოსტენი, ეკა წოწორია, თათული ჯაფოშვილი და გიგა წიქარიშვილი (პლატფორმა “wit[h]nessing”).
გამოფენის კურატორი: ნინა ახვლედიანი
გამოფენის დიზაინი: იულიე დასგარდ ჰვაას
გრაფიკული დიზაინი: არჩილ წერეთელი
ტექსტი: ელისაბედ გედევანიშვილი, ლიკა გულბანი, გიორგი ცინცაძე
---
Dineba – A Digital Archive of Georgia’s Ecological Landscape
Public Presentation, Exhibition & Screenings
26 November 2025, 6-9 pm
The Design Institute, 89 Dimitri Uznadze Street, Tbilisi
Join us for the public presentation of Dineba – A Digital Archive of Georgia’s Ecological Landscape, bringing together the project’s authors and research participants for a program featuring a presentation of the digital archive and its ongoing research, alongside an exhibition of archival findings and screenings of documentary films.
Dineba is an independent archiving initiative based in Tbilisi, Georgia, dedicated to preserving endangered and underrepresented archival materials through documentation, conservation, and re-contextualization.
The event will also serve as a fundraiser supporting the next phase of Dineba’s development, including the creation of its digital platform and sustainable storage solutions for the growing archive.
With contributions from: Nina Akhvlediani, Elisabed Gedevanishvili, Lika Gulbani, Cent Hosten, Ana Mikadze, Tatuli Japoshvili & Giga Tsikarishvili (platform wit[h]nessing), Eka Tsotsoria
Curator: Nina Akhvlediani
Exhibition design: Julie Dalsgaard Hvass
Graphic design: Archil Tsereteli
Text: Lika Gulbani, Elisabed Gedevanishvili, Giorgi Tsintsadze
Also check out other Exhibitions in Tbilisi, Arts events in Tbilisi, Literary Art events in Tbilisi.