მე-7 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში, 28 June

მე-7 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში

Georgian Association of Endocrinology and Metabolism

Highlights

Sat, 28 Jun, 2025 at 08:00 am

Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi (Tbilisi, Georgia)

Advertisement

Date & Location

Sat, 28 Jun, 2025 at 08:00 am - Sun, 29 Jun, 2025 at 05:30 pm (GET)

Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi (Tbilisi, Georgia)

E-Space, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

მე-7 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში
🙌🏻💥 ძვირფასო კოლეგებო, გვინდა დიდი სიხარულითა და სიამაყით გაცნობოთ, რომ საქართველოს ენდოკრინოლოგიისა და მეტაბოლიზმის ასოციაცია (GAEM) 2025 წლის 28-29 ივნისს, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიას საკონფერენციო სივრცეში მართავს მე-7 საერთაშორისო ყოველწლიურ კონგრესს კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში.

👉 ღონისძიების აკადემიური მხარდამჭერები არიან:
💥 ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოება
💥 ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოება
💥 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
💥 ისრაელ-საქართველოს სამედიცინო კვლევითი კლინიკა "ჰელსიკორი"

🌟 აღნიშნულ ღონისძიებაზე დამსწრე აუდიტორიას საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ საერთაშორისო და ქართველი ექსპერტები კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში. განსაკუთრებული სიხარულით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ღონისძიებისთვის საქართველოს ეწვევიან ევროპის ენდოკრინოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტი ჟერომ ბერთერატი, (ამერიკის) ენდოკრინული საზოგადოების ყოფილი პრეზიდენტი გერი ჰემერი, ხოლო ენდოკრინოლოგიის საერთაშორისო საზოგადოების პრეზიდენტი ჰელენა ტიიდი კი ჩაერთვება ონლაინ.

🧑🏻‍⚕️ კონგრესზე განხილული იქნება ყველაზე აქტუალური საკითხები ენდოკრინოლოგიის ისეთ სფეროებში, როგორიცაა ფარისებრი და ფარისებრახლო ჯირკვალი, თირკმელზედა ჯირკვალი, დიაბეტი და სიმსუქნე, ლიპიდური ცვლის დარღვევები, რეპროდუქციული ენდოკრინოლოგია, კალციუმი და ძვლის ჯანმრთელობა.

👉 კონგრესის სამიზნე აუდიტორიაა ენდოკრინოლოგები, ოჯახის ექიმები, თერაპევტები, კარდიოლოგები, გინეკოლოგები, რეპროდუქტოლოგები და სხვ. კონგრესზე რეგისტრაცია შეუძლიათ ასევე კლინიკურ რეზიდენტებს, მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, რომ რეზიდენტებისთვის ადგილები იქნება შეზღუდული რაოდენობით - მაქსიმუმ 30 ადგილი.

🎙️ კონფერენციაზე უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხის სინქრონული თარგმანი.

✨ ასევე, გვინდა გაცნობოთ, რომ ასოციაციას შეტანილი აქვს საბუთები ევროპის უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტაციის საბჭოში და საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების შემთხვევაში დამსწრე ექიმებს მიენიჭებათ უწყვეტი სამედიცინო განათლების ევროპული კრედიტ ქულები.

კონფერენციაზე დასწრება ფასიანია. კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის აუცილებელია:

👉 სარეგისტრაციო ფორმის შევსება
👉 დასწრების საფასურის გადარიცხვა ასოციაციის ანგარიშზე.

❗️გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ სარეგისტრაციო ფორმის შევსება ადგილის დაჯავშნისა და დასწრების გარანტია არ არის. რეგისტრაციისთვის აუცილებელია ფორმის შევსებასთან ერთად საფასურის გადახდა.

🟠 კონგრესზე რეგისტრაციის საფასურია ექიმებისთვის 300 ლარი, ხოლო რეზიდენტებისთვის კი 250 ლარი. ღონისძიებაზე სტუდენტების დასწრება გათვალისწინებული არ არის.

🌐 კონგრესზე დარეგისტრირებას შეძლებთ ჩვენი ორგანიზაციის საიტზე: https://www.conference.gaem.ge/

‼️ ასოციაციის ანგარიშის ნომერი და კონგრესზე დასწრების ღირებულებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მითითებული იქნება სარეგისტრაციო ფორმის დასაწყისში.

🧡💚 მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

Tickets for მე-7 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში can be booked here.

Advertisement

Nearby Hotels

Radisson Blu Iveria Hotel, Tbilisi (Tbilisi, Georgia), E-Space, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩა, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Just a heads up!

We have gathered all the information for you in one convenient spot, but please keep in mind that these are subject to change. We do our best to keep everything updated, but something might be out of sync. For the latest updates, always check the official event details by clicking the "Find Tickets" button.

Reserve your spot
Advertisement
მე-7 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში, 28 June
მე-7 ყოველწლიური საერთაშორისო კონგრესი კლინიკურ ენდოკრინოლოგიაში
Sat, 28 Jun, 2025 at 08:00 am