მარში - მხოლოდ თავისუფალი არჩევნები! უარი რუსულ სპეცოპერაციას!, 19 July

მარში - მხოლოდ თავისუფალი არჩევნები! უარი რუსულ სპეცოპერაციას!

მხოლოდ თავისუფალი არჩევნები

Highlights

Sat, 19 Jul, 2025 at 07:00 pm

თსუ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი)

Advertisement

Date & Location

Sat, 19 Jul, 2025 at 07:00 pm (GET)

თსუ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი)

Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

მარში - მხოლოდ თავისუფალი არჩევნები! უარი რუსულ სპეცოპერაციას!
ვადასტურებთ უპრეცედენტოდ მტკიცე და მართალი პროტესტის ამოცანების ერთგულებას;

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ვაღიარებთ მხოლოდ ახალ, თავისუფალ, საპარლამენტო არჩევნებს და უარს ვამბობთ თვითმმართველობის “არჩევნებად” წოდებულ რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე;

ვუპირისპირდებით კორუმპირებულ და ანტიდემოკრატიულ რეჟიმს, რომელიც საფრთხეში აგდებს საქართველოს ეროვნულ დამოუკიდებლობას და საქართველოს მოქალაქეების თავისუფლებას, რომელმაც ჩვენი ქვეყანა განუკითხაობისა და ძალადობის მორევში გადაუშვა;

მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარ საფრთხეს დღეს ივანიშვილის
პოლიტიკური დაჯგუფება წარმოადგენს, რომელმაც მიიტაცა ძალაუფლება და ცდილობს თავისუფალი საზოგადოების დამორჩილებას, ნაცვლად იმისა, რომ ანგარიშვალდებული იყოს და ემსახუროს მას;

“ქართული ოცნება” ცდილობს ბანდიტური წყობილების დამყარებას ქვეყანაში და 90-იანი წლების ძალმომრეობის ქაოსში გვაბრუნებს;

ამის საპირისპიროდ, ჩვენ გვჯერა, რომ უსაფრთხო, დაცული და ღირსეული ცხოვრება შესაძლებელია მხოლოდ ევროპული ტიპის დემოკრატიაში, სადაც კანონი, სასასამართლო და ხელისუფლება ემსახურება ხალხს და არა კორუმპირებულ ჩინოვნიკებს;

ქართველი ხალხის საბოლოო გამარჯვებას სჭირდება ივანიშვილის და მისი პარტიის თანმიმდევრული იზოლაცია არა მხოლოდ ეროვნულ და საერთაშორისო, არამედ ყველა, მათ შორის, ადგილობრივ დონეზეც;

სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილი გვაქვს ბოლომდე ვუერთგულოთ ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირებულ სახალხო წინააღმდეგობის მოძრაობას;

ამ მიზნით, 19 ივლისს გავმართავთ საპროტესტო აქციას და მოსვლას გთხოვთ ყველას, ვინც თვლით, რომ ხსნა მხოლოდ რეჟიმის ცვლილებაშია, ხოლო ცვლილებების გზა რეჟიმთან სახალხო და დემოკრატიულ წინააღმდეგობაზე გადის.

ჩვენ ვაღიარებთ მხოლოდ თავისუფალ არჩევნებს!
უარი რუსულ სპეცოპერაციას!

ჩვენი ბრძოლა სამართლიანია, ვიდგეთ მტკიცედ და აუცილებლად გავიმარჯვებთ ერთად!

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

თსუ (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი), Tbilisi, Georgia

Just a heads up!

We have gathered all the information for you in one convenient spot, but please keep in mind that these are subject to change. We do our best to keep everything updated, but something might be out of sync. For the latest updates, always check the official event details by clicking the "Find Tickets" button.

Get updates and reminders
Advertisement
მარში - მხოლოდ თავისუფალი არჩევნები! უარი რუსულ სპეცოპერაციას!, 19 July
მარში - მხოლოდ თავისუფალი არჩევნები! უარი რუსულ სპეცოპერაციას!
Sat, 19 Jul, 2025 at 07:00 pm