21 სექტემბერს 18:30-ზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე
დარბაზში, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს გელით დაუვიწყარ საღამოზე,
რომელიც გააერთიანებს მუსიკალურ შედევრებს ოთხი გენიალური
კომპოზიტორისგან: იოჰან სებასტიან ბახი, ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი, ფერენც
ლისტი და ფრედერიკ შოპენი.
შემსრულებლები:
• ლიზი რამიშვილი (ჩელო, საქართველო)
• მარია კლიმენკო (ფორტეპიანო, უკრაინა)
ადგილმდებარეობა: თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზი
თარიღი: 21 სექტემბერი, 2025
დრო: 18:30
ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა, ერთ საღამოს მოისმინოთ ბაროკოს,
კლასიციზმისა და რომანტიზმის მუსიკალური სამყაროს საუკეთესო ნიმუშები.
I განყოფილება
1. ი. ჰ. სებასტიან ბახი - ჩელოს სუიტა No. 4, მი ბემოლ მაჟ. BWV 1010
2. ფ. შოპენი - ბალადა No. 4 ფა მინორი
3. ფ. ლისტი - ესპანური რაფსოდია S254
II განყოფილება
1. ლ. ვან ბეთჰოვენი - სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის No. 3 ლა მაჟ. Op. 69
2. ფ. შოპენი - სონატა ჩელოსა და ფორტეპიანოსთვის სოლ მინ. Op. 65