თბილისის არქიტექტურული ფორუმი 2025 – „მეხუთე განზომილება: ინტერაქცია ადამიანსა და ფიზიკურ გარემოს შორის"
27 სექტემბერი, 2025 | ექსპო ჯორჯია, თბილისი
თბილისი, ქალაქი, რომელსაც ყოველთვის აქვს მოსაყოლი ისტორია, 2025 წელს არქიტექტურულ დიალოგს ახალი ძალით ხსნის. თბილისის არქიტექტურის ფორუმი 27 სექტემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში, საერთაშორისო პლატფორმას შექმნის, სადაც არქიტექტორები, ურბანისტები, დიზაინერები და სხვადასხვა დარგის პროფესიონალები ერთად იმსჯელებენ თემაზე: „მეხუთე განზომილება: არქიტექტურა როგორც ადამიანური გამოცდილება“.
ფორუმის მიზანია გააფართოვოს არქიტექტურის ტრადიციული გაგება და ყურადღება გაამახვილოს იმ უხილავ ასპექტებზე, რომლებიც ქალაქებსა და შენობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს — ემოციაზე, მეხსიერებაზე, კულტურულ ნარატივებსა და მდგრად პრაქტიკებზე.
ფორუმის სპიკერები იქნებიან მსოფლიო და ადგილობრივი არქიტექტურული სცენის გამორჩეული წარმომადგენლები:
- Manuela Gatto – Architectural Director, Zaha Hadid Architects
- Marios Tsiliakos – Partner, Applied R+D, Foster + Partners
- Tim Fu – Founder and Director, Studio Tim Fu
- Saina Abdollahzadeh – Lead Architect & Visuals Lead, Studio Tim Fu
- Sam Wright – Board Director, WilkinsonEyre Architects
- Jamie Wallace – Associate, WilkinsonEyre Architects
- Harry Dobbs – Director, Harry Dobbs Design
- Nikoloz Japaridze – Director, Architects of Invention
- Marcelina Zielinska – Group Board Director, Chapman Taylor
- Nao Tokuda – Founder, Design Studio NAO
- Otar Sulaberidze – Lead Architect / Managing Director, Artstudio Project
- Gvantsa Chubinidze – Senior Architect / Urban Specialist, Artstudio Project
- Vakhtangi Makasarashvili – Principal Architect, Makasarashvili Architects
- Nikoloz Lekveishvili – Founder, TIMM
- Roman Kristesiashvili – Senior Associate / Senior Architect, UNS
- Tatia Gvineria – Independent Expert, Expert of Cultural Heritage
- Levan Kalandarishvili – Associate Professor, VA[A]DS, Tbilisi Free University
ფორუმის პროგრამა მოიცავს:
- მსოფლიო დონის პრეზენტაციებსა და დისკუსიებს არქიტექტურაზე, ინტერიერის დიზაინსა და ურბანულ დაგეგმარებაზე;
- რაუნდთეიბლებს, სადაც პროფესიონალები და სტუდენტები იმსჯელებენ ქალაქის განვითარების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე;
- ვორქშოფებსა და გამოფენებს, რომლებიც ინოვაციურ ხედვებსა და ტექნოლოგიურ ექსპერიმენტებს წარმოაჩენს.
- სტუდენტურ კონკურსს
ღონისძიებას 600-ზე მეტი მონაწილე, 25-ზე მეტი სპიკერი ეყოლება. ფორუმი იქნება დიალოგის სივრცე, სადაც ადგილობრივი და საერთაშორისო გამოცდილება გაერთიანდება, რათა შეიქმნას ახალი ხედვები თბილისის და მთლიანად რეგიონის არქიტექტურულ მომავალზე.
ფორუმი ხორციელდება Cityzen-ის ინიციატივითა და მხარდაჭერით.
მთავარი პარტნიორები: ბრიტანეთის საელჩო, ელემენტ ქონსთრაქშენი, ზერონი
ვერცხლის პარტნიორები: KONE, Building Solutions, Episode, Render.ge
ქომუნითი პარტნიორები: RIBA, AIA, Caucasus University
◾რეგისტრაციის დაწყება - 09:00
◾სცენის გახსნა - 10:00
◾ასაკობრივი შეზღუდვა: 18+
🔗 ბილეთები უკვე ხელმისაწვდომია → tkt.ge/taf2025
Also check out other Nonprofit events in Tbilisi.