ლიდერებისთვის და მენეჯერებისთვის - კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ გუნდური ქოუჩის კომპეტენციებს, გააცნობიერონ გუნდების დინამიკა და მუშაობის პროცესი, მიიღონ ცოდნა გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა და ინსტრუმენტები პრაქტიკაში.
✅ კურსი აკრედიტებულია EMCC-სა და ICF-ის მიერ.
➡️ ტრენინგი მოიცავს 37 საათს, საიდანაც 13 საათი განკუთვნილია დამოუკიდებელი პრაქტიკისა და თვითრეფლექსიისთვის. ხოლო 24 საათი (3 დღე ინტენსიურ ფორმატში) არის საკონტაქტო საათი, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ მუშაობას, რეფლექსიას და უკუკავშირს ტრენერის და პრაქტიკოსი ქოუჩების ჩართულობით.
☑️ კურსი განკუთვნილია ბიზნეს ლიდერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის, მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, ფასილიტატორების, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, HR ლიდერებისთვის და პროფესიონალებისთვის, ვისი მიზანია გუნდებთან მუშაობა, გუნდების მხარდაჭერა და ამ გზით ბიზნესის ზრდა და განვითარება. ქოუჩის კომპეტენციების ცოდნა ამ მოდულზე არ მოითხოვება.
📌 პროგრამის ავტორია Clutterbuck Coaching & Mentoring International (CCMI), რომელიც არის ქოუჩინგის და მენტორინგის სფეროში წამყვანი ბრიტანული ორგანიზაცია. CCMI-ს სასწავლო პროგრამები და სერვისები ფართოდ არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საპარტნიორო ქსელი აერთიანებს 50-ზე მეტ წარმომადგენლობას ევროპაში, აზიასა და ამერიკაში. ორგანიზაციას გააჩნია 45 წლიანი ისტორია სამეცნიერო კვლევების და ქოუჩინგის კულტურის დანერგვის მიმართულებით. მისი დამფუძნებელია პროფესორი დევიდ კლატერბაკი, რომელიც არის გუნდური ქოუჩინგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და EMCC-ს თანადამფუძნებელი. მისი ავტორობით გამოცემულია 75 წიგნი ქოუჩინგის, მენტორინგის, ლიდერობის და მართვის შესახებ.
⏳ რეგისტრაციის ვადაა 20 ოქტომბერი.
თარიღები და დრო ▶️ 23, 24, 25 ოქტომბერი 10:00-19:00 სთ-ები.
📌 დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია:
https://coachinglab.ge/team-coach-foundation/
🔉 ღირებულება: 950 ევროს ეკვივალენტი ლარში. მოქმედებს სხვადასხვა ფასდაკლებები ICF, PMI და TBC concept წევრებისთვის
You may also like the following events from coaching LAB • ქოუჩინგ ლაბი: