საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი 21-24 ოქტომბერს თბილისის საარქივო ფილმების მე-4 საერთაშორისო ფესტივალს გამართავს. წარმოდგენილი იქნება 11 ქვეყნის კინოინსტიტუციის პროგრამა.
2025 წლის ფესტივალის თემაზე „საავტორო კინო“ ქართველ მაყურებელს საკუთარ ფონდებში დაცულ ფილმებს წარუდგენენ ბულგარეთის, ესტონეთის, მოლდოვის, პორტუგალიის, გერმანიის, პოლონეთის, უნგრეთის, ხორვატიის, მალტისა და ბელგიის კინოსაარქივო ორგანიზაციები.
კინოფესტივალი 2025 წლის 21 ოქტომბერს 19:00 საათზე ეროვნული არქივის კინოდარბაზში გაიხსნება ოთარ იოსელიანის ფილმით „აპრილი“ (1962 წელი). ღონისძიება 24 ოქტომბერს 18:15 საათზე დაიხურება ქართული პროგრამის მეორე სეანსით, ელდარ შენგელაიას ფილმით „მიქელა“ (1965 წელი). ფილმს საქართველოს ეროვნული კინოცენტრი წარადგენს.
ფილმები ნაჩვენები იქნება ორიგინალ ენაზე, ინგლისური სუბტიტრებით.
ჩვენებებზე დასწრება თავისუფალია.
საქართველოს ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2022 წელს დააფუძნა.