ბოლომდე, გამარჯვებამდე!, 26 October | Event in Tbilisi | AllEvents

ბოლომდე, გამარჯვებამდე!

მხოლოდ თავისუფალი არჩევნები

Highlights

Sun, 26 Oct, 2025 at 07:00 pm

პირველი რესპუბლიკის მოედანი

Advertisement

Date & Location

Sun, 26 Oct, 2025 at 07:00 pm (GET)

პირველი რესპუბლიკის მოედანი

პირველი რესპუბლიკის მოედანი, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

ბოლომდე, გამარჯვებამდე!
26 ოქტომბერს ერთი წელი გადის მას მერე, რაც “ქართული ოცნების” რუსულმა რეჟიმმა საქართველოს მოქალაქეებს წაგვართვა ხმა და არჩევანი. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მათ საკუთარი ამომრჩეველიც მოატყუეს - დაპირდნენ “ღირსებით ევროპისკენ” წაყვანას, თუმცა ძალაუფლების მიტაცებისთანავე, უღალატეს.

2024 წლის 26 ოქტომბერს, ივანიშვილის მიერ დაწყებული საკონსტიტუციო გადატრიალება, გაფორმდა 28 ნოემბერს კობახიძის მიერ საქართველოს ევროპული მომავლის და სახელმწიფოებრიობის დათმობაზე გაკეთებული განაცხადით.

რეალურად, 26 ოქტომბრის წართმეული გამარჯვების მერე, დაიწყო ჩვენი უწყვეტი ბრძოლა საქართველოს რეჟიმისგან გათავისუფლებისა და ევროპული მომავლის დაბრუნებისთვის.

ამ ბრძოლის შედეგია, რომ რეჟიმი მორალურ იზოლაციაშია, რაც, საერთაშორისო წნეხთან ერთად, აღრმავებს მის შიგნით კლანურ დაპირისპირებებს.
ძალაუფლების შენარჩუნებას შიშის კულტივაციით ცდილობენ, მაგრამ პროტესტი ამით ვერცერთხელ გააჩერეს.

პროტესტის ძალის დამსახურებაა, რომ 4 ოქტომბრის, არჩევნებად წოდებულ, ფარსში ამომრჩევლის ორ მესამედზე მეტმა მონაწილეობა არ მიიღო. რეჟიმს ძირი აქვს მორყეული, მთავარია, არ გავჩერდეთ.

გამარჯვებამდე მხოლოდ და მხოლოდ თანმიმდევრული, პრინციპული, არაძალადობრივი სახალხო წინააღმდეგობით მივალთ. საქართველოში ბრძოლა მიდის არა ივანიშვილსა და ოპოზიციას, არამედ რუსული ყაიდის ავტოკრატიასა და დემოკრატიას, საბჭოთა წარსულსა და თავისუფალ მომავალს, ერთი კაცის ახირებებს მორგებულ, ოლიგარქიულ მმართველობასა და დემოკრატიულ და თავისუფალ ქართულ საზოგადოებას შორის.

სწორედ ამიტომ, 26 ოქტომბერს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან გაიმართება მსვლელობა. ვაჩვენოთ ყველას, რომ ჩვენ ისევ ბევრნი ვართ, ისევ არ ვთმობთ და ისევ ვაგრძელებთ მშვიდობიან, დემოკრატიულ მტკიცე ბრძოლას ბოლომდე, გამარჯვებამდე!

ვითხოვთ:

• მთავრობის გადადგომას და ივანიშვილის კონტროლისგან თავისუფალ არჩევნებს
• ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებას

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

პირველი რესპუბლიკის მოედანი, პირველი რესპუბლიკის მოედანი, Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you
Advertisement
ბოლომდე, გამარჯვებამდე!, 26 October | Event in Tbilisi | AllEvents
ბოლომდე, გამარჯვებამდე!
Sun, 26 Oct, 2025 at 07:00 pm