ბგერითი თერაპიის სასწავლო კურსი მოყვარულთათვის * ლიკა ევგენიძესთან ერთად, 17 September

ბგერითი თერაპიის სასწავლო კურსი მოყვარულთათვის * ლიკა ევგენიძესთან ერთად

Lumos • ლუმოს

Highlights

Wed, 17 Sep, 2025 at 07:30 pm

Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi)

Advertisement

Date & Location

Wed, 17 Sep, 2025 at 07:30 pm (GET)

Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi)

Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park / საირმის ქ. 71 Tbilisi, Georgia, Tbilisi

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

ბგერითი თერაპიის სასწავლო კურსი მოყვარულთათვის * ლიკა ევგენიძესთან ერთად
17 სექტემბერს, ორშაბათს, 19:30 საათზე ლუმოსში გეპატიჟებით ბგერითი თერაპიის საფუძვლების სასწავლო კურსის მეორე შეხვედრაზე, რომელსაც გაუძღვება ლიკა ევგენიძე, IPHM-ის აკრედიტებული ბგერითი თერაპიის სპეციალისტი, მედიტაციის პრაქტიკოსი და MEINL Sonic Energy-ის ბრენდის ელჩი საქართველოში.

კურსი 5 შეხვედრას მოიცავს, 17 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე.
შეხვედრები ჩატარდება ყოველ ორშაბათსა და ოთხშაბათს, 19:30-22:00 საათზე.

ლიკა თავად მოგვიყვება სასწავლო კურსის შესახებ:
„საკუთარ თავზე გამოვცადე შიდა არეულობა, შიში და სულიერი შიმშილი, და სწორედ ამ გზაზე ვიპოვე ბგერა, როგორც შინაგანი ჰარმონიის დაბრუნების ინსტრუმენტი. არ მინდოდა, მხოლოდ თეორიად დარჩენილიყო ის, რაც რეალურად მკურნალი აღმოჩნდა ჩემთვის. მივხვდი, რომ როცა იპოვი რაღაცას, რაც გიბრუნებს საკუთარ ცენტრს, ბუნებრივად გიჩნდება სურვილი, გაუზიარო სხვებსაც. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, ეს ცოდნა და გამოცდილება გამეზიარებინა.

თუ დაინტერესებული ხარ, ისწავლო სამკურნალო ვიბრაციების ალქიმია, დაეუფლო თერაპიულ მუსიკალურ ინსტრუმენტებს, დაეხმარო ადამიანებს ფსიქოემოციური დაძაბულობის მოხსნაში, ეს კურსი შენთვისა.“
ბგერითი თერაპიის საფუძვლების შემსწავლელი კურსი განკუთვნილია ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისათვის:

მათთვის, ვისაც სურს ბგერითი ინსტრუმენტების გამოყენება პირადი პრაქტიკისთვის, ოჯახის წევრებისთვის ან სხვა ჰოლისტიკურ პრაქტიკასთან კომბინაციაში.
იოგას მასწავლებლებისათვის;
კურსის განმავლობაში მონაწილეები განივითარებენ ინტუიციურ სმენას, იმუშავებენ მცირე ჯგუფში და მიიღებენ პრაქტიკულ გამოცდილებას.
კურსის განმავლობაში შესასწავლი თემები:
ბგერისა და ვიბრაციის ძალა:

• რა გავლენა აქვს ბგერას ჩვენს ფიზიკურ და ენერგეტიკულ სხეულებზე?
• ბგერითი თერაპიის ძირითადი პრინციპები;
• ხმის ნაკადი, სივრცის ენერგია და განწყობა;
ინსტრუმენტების გაცნობა და პრაქტიკა:
• ჰიმალაიური თასები - მარტივი გამოყენება პირადი პრაქტიკისთვის;
• კრისტალური თასები - როგორ დავუკრათ უსაფრთხოდ;
• კამერტონების ძირითადი პრინციპები - როგორ გამოვიყენოთ სტრესისა და შფოთვითი აშლილობის დროს;
• პატარა ინსტრუმენტები: კოში, ზარი, წვიმის ჯოხი, ocean drum, შამანური დასარტყამები;
ინტუიციური სმენა და შინაგანი რეზონანსი:
• როგორ მოვუსმინოთ ინსტრუმენტსა და საკუთარ ენერგიას;
• მარტივი პრაქტიკები დამიწებისა და დამშვიდებისთვის;
• ბგერითი მანტრების გამოყენება;
სეანსის შექმნა პირადი თუ ოჯახური მიზნებისთვის:
• სივრცის მომზადება, განწყობის შექმნა;
• 15-30 წუთიანი ბგერითი პრაქტიკის სტრუქტურა;
• უსაფრთხოება და საზღვრები;
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები:
• შეძლებენ გამოიყენონ ბგერა რელაქსაციისთვის, განტვირთვისა და კონცენტრაციისთვის;
• პრაქტიკულად გაიცნობენ 3–5 ძირითად ინსტრუმენტს;
• შეძლებენ, ჩაატარონ პატარა სესია ან საკუთარი ყოველდღიური ბგერითი რიტუალი;
• მიიღებენ დამადასტურებელ სერტიფიკატს (non-professional level);

კურსის ღირებულებაა: 600 ლარი

🌱 რეგისტრაცია გულისხმობს კურსზე დასწრების ღირებულების 40%-ის, 240 ლარის გადახდას. დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება არაუგვიანეს ღონისძიებამდე 1 კვირით ადრე.

10 სექტემბრამდე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.

10 სექტემბრის შემდეგ თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.

🔸 რეგისტრაციისთვის:
მოგვწერეთ ჩათში:
🔸ან დაგვირეკეთ:
📞 595 620 001
ჩვენი სტუდიის მისამართია: 👇
▪ საირმის 71 🌿 გოძიაშვილის პარკში🐿


You may also like the following events from Lumos • ლუმოს:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

Lumos • ლუმოს (Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park /Tbilisi), Sairme St. 71/ Inside Godziashvili Park / საირმის ქ. 71 Tbilisi, Georgia, Tbilisi
Get updates and reminders

Host Details

Lumos • ლუმოს

Lumos • ლუმოს

Are you the host? Claim Event

Advertisement
ბგერითი თერაპიის სასწავლო კურსი მოყვარულთათვის * ლიკა ევგენიძესთან ერთად, 17 September
ბგერითი თერაპიის სასწავლო კურსი მოყვარულთათვის * ლიკა ევგენიძესთან ერთად
Wed, 17 Sep, 2025 at 07:30 pm