🌄მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი 19-20 ივლისს გთავაზობთ სათავგადასავლო ტურს არხოტში ... ეს არის ადგილი, რომელიც სამუდამოდ შეგიყვარდებათ ♥
For English version please scroll down >>>
⏰შეხვედრის დრო და ადგილი: 19 ივლისი შაბათი, ,მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ.
💲ტურის საფასური: 180 ლარი (კარვებში ღამისთევა)
საოჯახო სასტუმროში ღამისთევის მსურველებისთვის 230 ლარი (სასტუმროში დარჩენის მსურველები წინასწარ გვატყობინებთ)
ფასი მოიცავს: ტრანსპორტირებას დელიკებით, ჯიპებით,გამყოლის მომსახურებას, საბანაკე აღჭურვილობას, გაზი, ყავა, ჩაი, ტკბილეული
არ შედის : კვება. ყველას მოგვაქვს ორი დღის სამყოფი
🗻სირთულე: მარტივი (ჯიპტური)
ფეხით სავალი: კალოთანას ხეობა 4-5 კმ მარტივი
☀️ამინდი:
პატიო-სანი
🎒აუცილებელი და საჭიროა !
სალაშქრო ზურგჩანთა, 2 დღის სამყოფი საკვები , მინიმუმ 2 ლიტრი წყალი, თბილი მოსაცმელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. თბილი ტანსაცმელი ღამისთვის. საწვიმარი , ქუდი, სათვალე , ფანარი, მზისგან დამცავი კრემი, პირადი არაერთჯერადი მოხმარების ჭურჭელი, ჰიგიენის ნივთები, პირადი აფთიაქი.
👕👖🥾რა ჩავიცვათ?
მოხერხებული სალაშქრო ბათინკი სალაშქრო ტანისამოსი, ფერადი, ლამაზი სიმპატიური .ჩაიცვით მთის, ლაშქრობის შესაბამისად.
✅რას ვნახავთ:
1.კორშის ხევსურული მუზეუმი (2 ლ ბილეთის ფასი)
2.სოფ როშკა
3.საოჯახო სასტუმრო "სინდაურა"
4.წელთგზა (ეს გზა საქართველოში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა 3000 და ზემოთ მდებარეობს)
5.მდინარე ასას ხეობა
6.არხოტი (არხვატი)
7. ხოგაის მინდიას სამყოფელი
8..ამღა
9.ჭიმღა
10.ახიელი
11.ახიელის კოშკი
12. მყინვარი კიდეგანა
13. ზღაპრული ხეობა კალოთანა
და ბევრი სხვა...
✅ტურზე რეგისტრაციის ინსტრუქცია
______________
იმისათვის ,რომ დარეგისტრირდეთ და დაიკავოთ თქვენი ადგილი, საჭიროა მოგვწეროთ გვერდის პირად გზავნილებში თქვენი სახელი, გვარი, მობ. ნომერი და ტურის ღირებულების თანხა ჩარიცხოთ ქვემოთ მითითებულ ანგარიშზე, შემდეგ გადმოგვიგზავნოთ ჩარიცხვის ქვითარი.
საქართველოს ბანკი
ანგარიშის ნომერი: 375407600GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG0000000375407600GEL
მიმღები: ლელა წიკლაური
დანიშნულება: არხოტი
✅გაითვალისწინეთ:
გასვლის წინ, 5 დღით ადრე ვინც ამოეწერება სიიდან თანხა უკან ვერ დაუბრუნდება.
❌თანხის ადგილზე გადახდა კატეგორიულად დაუშვებელია:
გაითვალისწინეთ ამ ტურზე ადგილები შეზღუდულია, მივდივართ დელიკებით და ჯიპებით.
✅იმისთვის რომ ჩვენი მოგზაურობა იყოს მოწესრიგებული და მეგობრული, ვიცავთ რამდენიმე წესს ყველა:
1.არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
2.არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !
3.ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში ! ნაგვის დაყრა და ფანჯიდან გადაგდება
4.საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
5.არ ვყრით ნაგავს !!!
6.არ ვანადგურებთ ფლორას და ფაუნას!
7.არ მოგვყავს შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
8.არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე. ასევე ისეთ თემებზე რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაპირირპირება ჯგუფში
9.არ ვბილწსიტყავობთ!
10.არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
11.არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
12.არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
13.ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში, რომელსაც აქვს უფლება გამოუვალ სიტუაციაში შეცვალოს მარშრუტის მსვლელობა ან შეაჩეროს ტური, თუ არსებობს რაიმე საფრთხე ან ვინმეს ჯანმრთელობის პრობლემა.
❌მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........
✅წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა თან უნდა იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ ორგანიზატორებს:
☎ 593 22 57 20 ლელა
✅შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციით წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები (მანქანიდან ჩამოსვლა და დათვალიერება რომ ეზარებათ) პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...
ბედნიერი ლაშქრობა ჩვენ ♥
English Version:
❁Hiking Club Phoenix July 19-20 offer you one of the best place in Georgia to visit, Arkhoti, Place, where you will be happy ♥ gather friends and join us ♥
❁Meeting Time and place
July 19 M Rustaveli, Shota Rustaveli monument, in front of McDonald's, 08:00
what we will see?
Roshka
Guest House Sindaura
Arkhoti
Asa Valley
Amgha
Chimgha
Akhieli
Kalothana
Kidegana
❁Financial side for registration:
------------------------
Price of the tour: 180 GEL (In tent) if you want guesthouse price is 250 per night. (including minimum +1 GEL)
Bank of Georgia
Account Number: 375407600GEL
Internet Bank: GE48BG0000000375407600GEL
Receiver: Lela Tsiklauri
Purpose: Please indicate the name, surname and name of the tour !!!
Keep your receipt
❁Important !!!
At the same time you will be informed by the organizers
Text messaging on mobile
593 22 57 20
You may also like the following events from მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი /Hiking Club Phoenix:
Also check out other
Meetups in Tbilisi,
Trips & Adventurous Activities in Tbilisi.