არაფორმალური განათლების საზაფხულო კლუბი, 7 July

არაფორმალური განათლების საზაფხულო კლუბი

სივრცე 13 / Space 13

Highlights

Mon, 07 Jul, 2025 at 10:00 am

13 Gogcha Street, 0108 Tbilisi, Georgia

Advertisement

Date & Location

Mon, 07 Jul, 2025 at 10:00 am (GET)

13 Gogcha Street, 0108 Tbilisi

გოგჩას ქუჩა 13, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

არაფორმალური განათლების საზაფხულო კლუბი
🎉 მოგესალმებით სივრცე 13-ის საზაფხულო კლუბის ღონისძიებაზე! 🌞

🚀თუ ქალაქიდან გასვლამდე, გინდა შენი შვილი მრავაფეროვნად ატარებდეს დროს, და ამავე დროს შენც სამსახურში მშვიდად საქმიანობდე, " ჩვენთან შენი შვილისთვის უსაფრთხო, კომფორტულ ხალისიან გარემოს გთავაზობთ!

🌞 ივლისი ახალი თავგადასავლების, შემოქმედებითობისა და თამაშით სწავლების დროა. ვქმნით მეგობრულ და უსაფრთხო გარემოს, სადაც თითოეულ ბავშვს შეეძლება თავისუფლად გამოხატოს თავი და განვითარდეს კრეატიული და შემოქმედებითი გზით.


📅 როდის: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
⏰ დრო: 10:00 - 18:00

👧👦 ასაკი: 9-12 წელი (ჯგუფში 15 ბავშვი)
📍 ლოკაცია: სივრცე 13, გოგჩის 13.

თარიღები:
7-17 ივლისი / 21 ივლისი-1 აგვისტო - 💰 ფასი: 400 ლარი (2 კვირა)
7 ივლისი -1 აგვისტო - 💰 ფასი: 700 ლარი (4 კვირა)

🍉 ფასში შედის ყველა საჭირო მასალა, ხილის ხემსი და სახლის ლიმონათი.
🥪 ლანჩის ყუთი გთხოვთ ბავშვებმა თან იქონიონ.


📌 რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ შემეგი ბმული: https://shorturl.at/A6a8Z რეგისტრაცია გრძელდება 30 ივნისამდე.


🎯 რას ვთავაზობთ ბავშვებს:
🔹 გუნდის ფორმირების და კომუნიკაციის თამაშებს;
🔹 ინტელექტუალურ და სამეცნიერო აქტივობებს – ლოგიკური ამოცანები, ვულკანის ამოფრქვევა, "რა? სად? როდის?", მათემატიკური სახალისო თამაშები და სხვა;
🔹 ბუნებაში 1 დღიან ლაშქრობას - “ფოტო საფარი” ბოტანიკურ ბაღში;
🔹 საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ვიზიტს - “შეუსრულებელი მისია”- რაც გულისხმობს თამაშით მუზეუმში არსებული გამოფენების გაცნობას;
🔹 შემოქმედებით აქტივობებს – მანდალების, ხელნაკეთი ჩანთების, კოლაჟების შექმნას;
🔹 თეატრალურ აქტივობებს, სხეულის ენის და ემოციური ინტელექტის საბაზისო აღქმისთვის;
🔹 სამაგიდო და სტრატეგიულ თამაშებს – უნო, ჭადრაკი, დიქსიტი, მაფია, ლოტო და სხვა;
🔹 სპორტულ და ფიზიკურ აქტივობებს, საბავშვო იოგას, ცეკვის და სიმღერის კარაოკეს;
🔹 სხვადასხვა ქვეყნის კულტურების გაცნობა კრეატიული გზებით;
🔹 კინო ჩვენებებს და დისკუსიებს.


🎯 საზაფხულო კლუბში მონაწილეობისას, მოზარდები:

🔹 გაიუმჯობესებენ გუნდში მუშაობის და კომუნიკაციის უნარებს – სპეციალურად დაგეგმილი თამაშების საშუალებით ისწავლიან თანამშრომლობას, პასუხისმგებლობას და სხვის მოსმენას.
🔹 გაიღრმავებენ ლოგიკურ და კრიტიკულ აზროვნებას – ინტელექტუალური და სამეცნიერო აქტივობები დაეხმარებათ რთული ამოცანების გადაჭრაში, ანალიტიკური მიდგომის განვითარებასა და ახალი ცნობისმოყვარეობის გაღვივებაში.
🔹 განივითარებენ კრეატიულობასა და თვითგამოხატვის უნარს – ხელოვნების სხვადასხვა ფორმით (მანდალები, კოლაჟები, ხელნაკეთი ნივთები, თეატრალური აქტივობები) ბავშვები ისწავლიან იდეების ვიზუალურად და ემოციურად გამოხატვას.
🔹 გაიუმჯობესებენ ემოციური ინტელექტის და სხეულის ენის აღქმის უნარს – თეატრალური თამაშები დაეხმარებათ საკუთარ და სხვების ემოციებზე დაკვირვებაში და გამოხატვაში.
🔹 დაინტერესდებიან კულტურებითა და ხელოვნებით – მუზეუმის ვიზიტი, კულტურების გაცნობა და კინო-დისკუსიები უყალიბებს ღია და მრავალფეროვან მსოფლმხედველობას.
🔹 განივითარებენ ფიზიკურ და კოორდინაციის უნარებს – აქტიური თამაშები, იოგა, ცეკვა და სხვა სპორტული აქტივობები ხელს შეუწყობს ჯანმრთელ ცხოვრებას და ენერგიის სწორად გამოყენებას.
🔹 გაიღრმავებენ ინტერესს ბუნებისა და გარემოსადმი – ლაშქრობა ბოტანიკურ ბაღში შეუწყობს ხელს დაკვირვების უნარისა და ეკოლოგიური ცნობიერების განვითარებას.
🔹 შეიძენენ სტრატეგიული და ანალიტიკური აზროვნების უნარებს – სამაგიდო თამაშების საშუალებით (ჭადრაკი, დიქსიტი, უნო და სხვ.) ბავშვები ისწავლიან გეგმების დასახვას და ლოგიკური გადაწყვეტილებების მიღებას.



კურსს გაუძღვებიან ქეთევან მიდელაშვილი და ხათუნა ჩალაძე.


🌞ქეთევან მიდელაშვილი - არის ახალგაზრდული მუშაკი, პედაგოგი და ფასილიტატორი, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს არაფორმალურ განათლებასა და საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამებში. ის პროფესიით მათემატიკოსია და სპეციალურად ახალგაზრდებისთვის შეიმუშავა ინტერაქტიული და შემოქმედებითი სწავლების მეთოდოლოგია.
ჩეხეთში მონტესორის სკოლაში მუშაობამ, ასევე გოგონათა და თინეიჯერთა კლუბების ხელმძღვანელობამ, მას განუვითარა უნარები არაფორმალურ სივრცეებში მოზარდების გაძლიერებისა და მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად.
ამჟამად ის ხელმძღვანელობს როგორც ადგილობრივ თინეიჯერების კლუბს, ისე საერთაშორისო გაცვლით და მოხალისეობრივ პროექტებს ჩეხეთში. მისი მიზანია დაგროვებული ცოდნის და გამოცდილების დაბრუნება საქართველოში და ქართული ახალგაზრდებისთვის საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო პროგრამების შექმნა.

🌞 ხათუნა ჩალაძე : 2015 წლიდან აქტიურად საქმიანობს არაფორმალური განათლების მიმართულებით და დიდი გამოცდილება აქვს როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვასა და მართვაში.
მისი პროფესიული საქმიანობა ფოკუსირებულია ახალგაზრდების გაძლიერებაზე, არაფორმალური სწავლების ხელშეწყობაზე, ინკლუზიური სივრცეების შექმნაზე და კულტურათშორისი დიალოგის განვითარების წახალისებაზე.
ხათუნა ახორციელებს ტრენინგებს, სემინარებსა და გაცვლით პროექტებს, რომლებიც ახალგაზრდებში ავითარებს თვითგამოხატვის, მოქალაქეობრივი ჩართულობის, კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს.

📞 დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვირეკეთ ან მოგვწერეთ:
📲 555 66 55 25
✉️ c3VtbWVyY2x1YiAhIHRiaWxpc2kgfCBnbWFpbCAhIGNvbQ==

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

13 Gogcha Street, 0108 Tbilisi, Georgia, გოგჩას ქუჩა 13, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Just a heads up!

We have gathered all the information for you in one convenient spot, but please keep in mind that these are subject to change. We do our best to keep everything updated, but something might be out of sync. For the latest updates, always check the official event details by clicking the "Find Tickets" button.

Get updates and reminders

Host Details

სივრცე 13 / Space 13

სივრცე 13 / Space 13

Are you the host? Claim Event

Advertisement
არაფორმალური განათლების საზაფხულო კლუბი, 7 July
არაფორმალური განათლების საზაფხულო კლუბი
Mon, 07 Jul, 2025 at 10:00 am
Interested and saved to the app Marked event as Interested and saved to the app
Open App