💦 ლუმოსში გეპატიჟებით ვუდან ტაი ჩი ჩუანის შემსწავლელ ორთვიან კურსზე, რომელსაც გაუძღვება ლუმოსის უხუცესი მასტერი, იური ლომიძე. იურის დაოსური სხეულებრივი პრაქტიკების სწავლების 40 წლიანი გამოცდილება აქვს.
⚡ ტაი ჩი, ანუ მოძრაობა მედიტაციაში, აერთიანებს საბრძოლო ხელოვნებასა და ცეკვას. მოძრაობები ჰაეროვანია და რბილი, და მიმართულია შინაგანი ძალის გაზრდაზე.
⭐ კურსი დაიწყება 16 სექტემბერს. გაკვეთილები ჩატარდება ყოველ სამშაბათსა და შაბათს, 19:00-20:30 საათამდე.
☯️ კურსის დასრულების შემდეგ შეძლებთ, ივარჯიშოთ ფორმა დამოუკიდებლად და სურვილის შემთხვევაში, შეამოწმოთ თქვენი პრაქტიკა მასწავლებელთან.
🌊 კურსის განმავლობაში შეისწავლით ვუდანის მთის გრანდმასტერის, იო შინ დეს 18 ფორმას. ტაიჩი ჩუანის ეს ფორმა კუნგ ფუს ელემენტებით არის გაჯერებული.
🌾 ტაი ჩი ღრმა პრაქტიკაა, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის გაძლიერებაში, კოორდინაციის გაუმჯობესებასა და შინაგანი სიმშვიდის პოვნაში.
🌿 კურსი განკუთვნილია როგორც დამწყები, ასევე გამოცდილი ტაი ჩის პრაქტიკოსებისათვის.�
რას სარგებელს მიიღებთ კურსისგან? ☯️
* სხეულის გაძლიერება: მოქნილობის, ბალანსისა და ძალის მომატება;
* ჰარმონია და სიმშვიდე: რბილი, დინამიური მოძრაობები, რომლებიც ხსნის სტრესსა და დაძაბულობას.
* სუნთქვითი პრაქტიკები: ტექნიკების შესწავლა, რომლებიც ავსებს სხეულს ენერგიით.
უფრო ღრმად ტაი ჩის შესახებ:
ტაი ჩი ჯანმრთელობის გასაძლიერებელი სავარჯიშოებისა და საბრძოლო ხელოვნების გამაერთიანებელი უძველესი ჩინური სისტემაა, რომელიც ცნობილია თავისი რბილი, მაგრამ ეფექტური ბუნებით. ის ეფუძნება ღრმა ცოდნას მოძრაობის, სუნთქვისა და შინაგანი ენერგიის (ცი) შესახებ.
ტაი ჩის ძირითადი პრინციპებია:
* მოდუნება და ბუნებრიობა: ყველა მოძრაობა სრულდება რბილად, ზედმეტი დაძაბულობის გარეშე. სხეული მოდუნებულია, მაგრამ, ამასთანავე, მზადაა მოქმედებისთვის;
* სიჩქარის შენელება და უწყვეტობა: მოძრაობები სრულდება ნელა და უწყვეტად, ისე, თითქოს „დინებას" მიჰყვება. ეს საშუალებას გაძლევთ, იგრძნოთ თქვენი შინაგანი ენერგია და უკეთ აკონტროლოთ სხეული.
* შინაგანი ენერგია (ცი): ტაი ჩი ფოკუსირებულია შინაგანი ენერგიის განვითარებასა და მართვაზე. ცი მოძრაობს სხეულში, კვებავს ორგანოებსა და სისტემებს.
* წინააღმდეგობათა ერთიანობა: სირბილისა და სიმყარის, დაძაბულობისა და მოდუნების, ინისა და იანის მუდმივი შერწყმა, რაც ქმნის ჰარმონიასა და ბალანსს.
* დამოკიდებულება მიწასთან: ვარჯიშისას მნიშვნელოვანია, იგრძნოთ კავშირი მიწასთან, თითქოს ღრმად იდგამთ ფესვებს მიწაზე, რაც მოძრაობებს ანიჭებს სტაბილურობასა და ძალას.
* წრიული მოძრაობები: ტაი ჩის მოძრაობები წრიულია, რაც ხელს უწყობს ცის ჰარმონიულ მოძრაობას სხეულში.
* კონცენტრაცია და ყურადღება: მნიშვნელოვანია ფოკუსირდეთ შეგრძნებებზე, სუნთქვასა და მოძრაობებზე. ეს აუმჯობესებს კოორდინაციასა და კონცენტრაციას.
რა სარგებლობა მოაქვს ტაი ჩის რეგულარულ პრაქტიკას?
* ფიზიკური ჯანმრთელობის გაუმჯობესება: მოქნილობის, კოორდინაციის, ძალისა და გამძლეობის ზრდა;
* მენტალური ჯანმრთელობის გაუმჯობესება: სტრესის შემცირება, ძილის გაუმჯობესება და კონცენტრაციის გაძლიერება;
* შინაგანი ენერგიისა და სასიცოცხლო ძალის მომატება;
* დაავადებების პრევენცია: გვეხმარება გულსისხლძარღვთა, საყრდენ-მამოძრავებელი და სხვა სისტემების დაავადებების პრევენციაში.
* სულიერი განვითარება და თვითშემეცნება.
💧 ორთვიანი კურსის ღირებულებაა: 450 ლარი
🌱 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების 40%-ის, 180 ლარის გადახდას. დარჩენილი ნაწილის სრულად გადახდა ხდება არაუგვიანეს ღონისძიებამდე 1 კვირით ადრე.
7 სექტემბრამდე გაუქმების შემთხვევაში დაგიბრუნდებათ სრული გადახდილი თანხა მინუს 50 ლარი ადმინისტრაციის ხარჯი.
7 სექტემბრის შემდეგ თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.
💦 We invite you to a two-month Wudang Tai Chi Chuan course at Lumos, guided by Lumos’ senior master, Yuri Lomize. Yuri has over 40 years of experience teaching Daoist body practices.
⭐ The course begins on September 16th.
Classes will be held every Tuesday and Saturday from 19:00 to 20:30.
☯️ By the end of the course, you will be able to practice the form independently and, if desired, refine your skills with the teacher.
🌊 During the course, you will learn the 18 forms of Wudang Grandmaster Yo Shin De.
This Tai Chi Chuan form also contains Kung Fu elements and is often referred to as the Tai Chi & Wudang form.
⚡ Tai Chi — meditation in motion — blends martial arts and dance. Its movements are soft and flowing, designed to cultivate inner strength.
🌾 Tai Chi is a deep practice that helps you strengthen your health, improve coordination, and find inner peace.
🌿 The course is suitable for both beginners and experienced Tai Chi practitioners.
What will you gain from the course? ☯️
Stronger body — improved flexibility, balance, and strength.
Harmony & calm — soft, dynamic movements that release stress and tension.
Breathwork — techniques that recharge your body with vital energy.
About Tai Chi
Tai Chi is an ancient Chinese system that combines health-strengthening exercises with martial art principles. Known for its soft yet powerful nature, it is based on deep knowledge of movement, breath, and the flow of inner energy (Qi).
Core principles of Tai Chi:
Relaxation and naturalness — movements are soft and tension-free, the body relaxed yet ready.
Slow and continuous flow — movements follow a steady rhythm, like flowing water.
Cultivation of Qi — developing and guiding inner energy that nourishes the body.
Unity of opposites — blending softness with strength, tension with relaxation, yin with yang.
Connection to the earth — feeling rooted in the ground for stability and power.
Circular movements — supporting the harmonious flow of Qi.
Focus and awareness — cultivating presence through movement and breath.
Benefits of regular Tai Chi practice:
Improved physical health — greater flexibility, balance, strength, and endurance.
Enhanced mental health — reduced stress, better sleep, stronger focus.
Increased life energy and vitality.
Disease prevention — supporting cardiovascular, musculoskeletal, and other systems.
Spiritual growth and self-awareness.
💧 Course fee: 450 GEL
🌱 To register, a 40% deposit (180 GEL) is required.
The remaining amount must be paid no later than 1 week before the course begins.
🌀 Cancellation policy:
Full refund (minus 50 GEL admin fee) if canceled before September 7th.
No refunds after September 7th.
You may also like the following events from Lumos • ლუმოს:
Also check out other
Workshops in Tbilisi,
Health & Wellness events in Tbilisi.