ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT-ს) ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი სასწავლო პროგრამა გეშტალტთერაპიაში.
გეშტალტთერაპიის და გეშტალტ ფსიქო-კონსულტირების 2024-2025 წლის ჯგუფში არის ვაკანტური ადგილები და ბოლო შანსია შემოუერთდეთ! მიღება გრძელდება და მხოლოდ რამდენიმე ახალი სტუდენტის დამატება შეგვიძლია! .გეძლევათ შესაძლებლობა მიიღოთ ევროპული, დიპლომის შემდგომი პროფესიული განათლება და საერთაშორისო აღიარების დიპლომი საქართველოში!
კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტი გიწვევთ, ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი წამყვანი მიმდინარეობის, გეშტალტთერაპიის შემსწავლელ საერთაშორისო პროგრამაზე!
ქართული სექტორი!
მიღებისა და სწავლების პირობები:
* სამედიცინო, სოციალური მუშაობის, ფსიქოლოგიის ბაკალავრის, მაგისტრის ან დოქტორის დიპლომი;
*ინდივიდუალურად განიხილება ჰუმანიტარულ ან სოციალურ მეცნიერებებში ბაკალავრის ან მაგისტრის მიღება, პარალელურად ფსიქოლოგიის მაგისტრატურაში სწავლის და სწავლის დასრულებამდე ფსიქოლოგიის მაგისტრის დიპლომის აღების პირობით;
*სტუდენტები მიიღებიან გასაუბრების საფუძველზე;
სწავლება მიმდინარეობს ქართულ-ინგლისურ და ქართულ ენაზე, ევროპის გეშტალტთერაპიის ასოციაციის (EAGT-ს) სასწავლო ტრენინგ-სტანდარტების შესაბამისი პროგრამის მიხედვით;
სწავლების ფორმა - პროცესზე ორიენტირებული ოფლაინ(90%) და ონლაინ(10%) სწავლება
სააწავლო პროცესს უძღვებიან EAGT-ს ევროპული აკრედიტაციის მქონე , შესაბამისი კომპეტენციის მქონე, გეშტალტთერაპიის მაღალკვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები, პრაქტიკოსი სპეციალისტები, სუპერვიზორები და ექსპერტები საქართველოდან და ევროპის სხცადასხცა ქცეყნიდან;
საბუთების მიღება გრძელდება!
პროგრამა მოიცავს, 2024-2028 (ქართული სექტორი) სასწავლო წლებს.
სწავლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს დიპლომის შემდგომი პროფესიული ევროპული განათლების საერთაშორისო აღიარებულ დიპლომს გეშტალტთერაპიაში რაც საშუალებას აძლევს მიიღოს EAGT-ს აკრედიტაცია, სურვილის შემთხვევაში EPA-ს და სხვა საერთაშორისო პროფესიული გაერთიანებების აკრედიტაცია.
ეს პროგრამა საუკეთესო შესაძლებლობაა ახალი პროფესიის შესაძენად, თქვენი ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, აწმყოში ტკბობის და უკეთესი მომავლის შესაქმნელად!
მიიღეთ ხარიხსიანი განათლება და საერთაშორისო აღიარების აკრედიტებული დიპლომი, EAGT - ში სა სხვა საერთაშორისო პროფესიულ ორგანიზაციებში გაწევრიანების პერსპექტივით!
შეიქმენით ევროპაში და მთელ მსოფლიოში დასაქმების პერსპექტივა და საიმედო მომავალი!
შეუერთდით ფსიქოთერაპევტთა მსოფლიო თანასაზოგადოებას!
სასწავლო პროგრამა საერთაშორისო სტანდარტებს (EPA, EAGT) შეესაბამება და ინსტიტუტის მიერ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტირებულ ტრენერებთან და სუპერვიზორებთან (EAGT) თანამშრომლობითაა შემუშავებული.
სასწავლო პროგრამა მკაცრად ითვალისწინებს გეშტალტთერაპევტთა მომზადების ევროპულ სტანდარტებს და სწავლება მკაცრად პროგრამის მიხედვით მიმდინარეობს და მინიმუმ 4, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში გრძელდება.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გეშტალტთერაპიის თეორიასა და პრაქტიკას ეტაპობრივად, თანმიმდევრულად და დინამიურად ეუფლებიან. .ასეთი სისტემატიზებული სწავლების შედეგად სტუდენტს სწავლების 3 წლის შემდეგ ეძლევა რეკომენდაცია ინსტიტუტის ფსიქოთერაპიული და ფსიქოთერაპიულ კლინიკაში,, არსებულ ფსიქოთერაპიულ კლინიკებსა და ცენტრებში, შესაბამისი სუპერვიზიით, დაიწყოს კერძო პრაქტიკა როგორც სტუდენტმა პრაქტიკოსმა.
საბუთების მიღება გრძელდება, იჩქარეთ, რადგან 2024-2028 სასწავლო ჯგუფტან შემოერთების ეს ბოლო შესაძლებლობაა!
მსურველებმა შემდეგი დოკუმენტები უნდა გადმოაგზავნონ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე:
Y2lndGZwIHwgZ21haWwgISBjb20=,
c29waGllICEgdmVydWxhc2h2aWxpIHwgZ21haWwgISBjb20= აგრეთვე, სავალდებულოა მათი ბეჭდური სახით
წარდგენაც:
• რეზიუმე ინგლისურ და ქართულ ენაზე;
• მედიცინის, ფსიქოლოგიის, სოციალური მუშაობის ბაკალავრის ან/და მაგისტრის ან/და დოქტორის(არსებობის შემთხვევაში) დიპლომის ასლი;
• ¾ ფორმატის 2 ფოტო;
• ერთი საკუთარი თავისუფალი ფოტო;
• შევსებული განაცხადი(აპლიკაციის ფორმა) ინგლისურ, ქართულ ენაზე.
მოგვწერეთ ელფოსტაზე და გამოგიგზავნით განაცხადის ფორმას. სტუდენტების შერჩევა EAGT კრიტერიუმების მიხედვით, ინსტიტუტის წარმომადგენლების მიერ, წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე ხდევა. შერჩეული აპლიკანტები მოწვეული იქნებინ გასუბრებაზე, რომლის შემდეგ მოხდება ხელშეკრულების გაფორმება კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინტსიტუტთან.
პროგრამის სრული ღირებულებაა - 10 000 ევროს ექვივალენტი ლარში
სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი გახლავთ, კავკასიის გეშტალტთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი, - სოფია ვერულაშვილი.
ქალბატონი სოფია ვერულაშვილი გახლავთ, ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, კავკასიის გეშტალტთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის დამფუძნებელი და ვიცე-პრეზიდენტო. სოფია ვერულაშვილი არის ერთადერთი ოჯახური ფსიქოთერაპევტი საქართველოში, ის უძღვება ჯგუფებს ოჯახურ ფსიქოთერაპიაში წამყვან მსოფლიო სპეციალისტებთან ერთად, როგორებიც არიან სტივენ იანგი, რასელ ჰაბერი, ლარს ბროკი, თომას ტოდი, მანუელ მარტინესი, სტივ სიმმსი და სხვ. მას აქვს 27 წლიანი უწყვეტი პრაქტიკა ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტის, სუპერვიზორისა და ქოუჩის, ტრენერისა და ლექტორის. სოფია ვერულაშვილი - გეშტალთთერაპიის და ოჯახური ფსიქოთერაპიის საერთაშორიდო სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელია. მუშაობს ინდივიდუალურად, წყვილებში, ოჯახურ და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში. 2000 წლიდან სოფია კითხულობს ლექციების კურსს საქართველოს სხვადასხვა უნივერისტეტებში. ამ მომენტისათვის ის არის ხელმძღვანელი სალექციო კურსისა, ფსიქოთერაპიის საფუძვლებში, კომპლემენტარულ ფსიქოთერაპიასა და კლინიკურ ფსიქოლოგიაში, კითხულობს წყვილების ფსიქოთერაპიის ლექციების კურსს მაგისტრატრის სტუდენტებისათვის ფსიქოდიაგნოსტირებისა და კონსულტირების პროგრამაზე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში. ასევე, ამ მომენტისათვის ის არის ხელმძღვანელი სალექციო კურსისა, “წყვილების და ოჯახების ფსიქოთერაპია” ოჯახური ფსიქოთერაპიის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრატრის პირველი კურსის სტუდენტებისათვის, საქართველოს უნივერსიტეტში. სოფია ვერულაშვილი ორგანიზაციას უწევს და უძღვება თერაპიულ და სასწავლო ჯგუფებს, სემინარებს ოჯახურ თერაპიასა და გეშტალტთერაპიაში, საქართველოში, ლატვიაში, თურქეთში, მოლდოვაში, იტალიაში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში.
სოფია ვერულაშვილი - არის ფსიქოლოგი, ქოუჩი, ევროპაში აკრედიტირებული ფსიქოთერაპევტი და სუპერვიზორი, (EAP-ში და EAGT-ში), ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის (EAGT) ვიცე-პრეზიდენტი, არმასრულებელი კომიტეტის მდივანი.
ინსტიტუტის კურსდამთავრებულები სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ სურვილისამებრ იღებენ EAGT აკრედიტაციას, რაც ევროპულ აკრედიტაციას ნიშნავს ევროპის ფსიქოთერაპიის სასწავლო ტრენინგ-სტანდარტების(EAGT))
შესაბამისი გეშტალტთერაპიის ხუთწლიან სასწავლო პროგრამაში ჩართული სტუდენტები: - მონაწილეობენ და ესწრებიან სასწავლო-თერაპიულ პროგრამებს ევროპის, აშშ-ს გეშტალტთერაპიის ინსტიტუტებში;
- აწარმოებენ გეშტალტთერაპიულ სამეცნიერო კვლევებს კლინიკური პრაქტიკის პროცესში;
- მონაწილეობენ საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში;
- იღებენ ფასდაკლებებს საერთაშორისო ტრენინგებზე, ვორქშოფებზე და კონფერენციებზე; - მონაწილეობენ ინსტიტუტის ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ დაგეგმილი ღონისძიებებში(ტრენინგები, სემინარები, გეშტალტ ინტენსივები, გეშტალტ შატლები და სხვა);
- სარგებლობენ ჩვენი მდიდარი ბიბლიოთეკით(მათ შორის ელექტრონული);
- მუშაობენ ინტერვიზიის ჯგუფებში;
- მუშაობენ სამეულებში;
- ატარებენ ღია ლექციებს ფართო აუდიტორიისთვის სარგებლობენ ხელშეწყობით დასაქმების სფეროში;
- ასევე, კონკრეტული ჯგუფის საჭიროევევიდან გამომდინარე სწავლობენ შემდეგ 6-6 კრედიტიან საგნებს:
- პიროვნების თეორიები;
- კლინიკურ ფსიქოლოგია და ფსიქოსომატიკა; - ზოგად ფსიქოლოგია;
- მიჯაჭვულობის თეორია:
- ფსიქიატრია;
- პათოფსიქოლოგია;
- განვითარების ფსიქოლოგია;
- ნეოროფიზიოლოგია ნეიროფსიქოლოგია;
- განწყობის ფსიქოლოგია;
- ფსიქოდიაგნოსტირების თანამედროვე მეთოდები, DSM 5 და ა შ
სასწავლო პროგრამის განრიგი იძლევა სწავლის და მუშაობის შეთავსების საშუალებას, წელიწადში, სასწავლო პროგრამის ფარგლებში, 3,4,5-7, ხუთ დღიანი, 40/45 საათიანი ტრენინგ-ბლოკები ტარდება, ამ 5 დღიანი ტრენინგ-ბლოკების ორი დღე, შაბათი და კვირაა.
სწავლის განრიგი:
I კურსი:
200 საათი - ჯგუფური ფსიქოთერაპია (წელიწადში 5, 40 საათიანი, 5 დღიანი გეშტალტთერაპიული ჯგუფი), 2024-2028 სასწავლო წლების ჯგუფმა უკვე მიიღო ხუთი ხუთდღიანი ჯგუფური ფსიქოთერაპიული ჯგუფების გამოცდილება
2024-2025 წელს და რადგან არის აღნიშნულ ჯგუფშ ვაკანტური ადგილები, შესაძლებლობა გვაქვს გასაუბრების საფუძველზე დავამატოთ ჯგუფში ახალი სტუდენტები!
პირვეოი კურსის დახურვა, მეორე კურსის პრე-ჯგუფი 1,2,3,4,5 ოქტომბერი, 2025 წელი
ფ 3 წლის შემდეგ პროგრამის მონაწილეს ენიჭება სტუდენტი გეშტალტ პრაქტიკოსის სტატუსი. აღნიშნული სტატუსი გეშტალტ პრაქტიკოსს აძლევს საშუალებას დაიწყოს მუშაობა,ანუ განახორციელოს ფსიქო-კონსულტირება, ფსიქოთერაპია თავის კერძო სუპერვიზორის ხელმძღვანელობით, ფსიქოთერაპიულ კლინიკებში, ცენტრებში და ინსტიტუტის მიერ რეკომენდირებულ ორგანიზაციებში.
სწავლის საფასური: 10000 ევროს ექვივალენტი ლარში(სასწავლო პროგრამის მთლიანი ღირებულება)
სწავლის საფასურის გადახდის პირობები:ხელშეკრულების გაფორმებამდე ან გაფორმებიდან უახლოეს ერთ კვირაშო სავალდებულოა სწავლების 20% ის საფასურის დაფარვა წინასწარ, 2 000 ევროს ოდენობით და შემდეგ დარჩენილი თანხა 8 000 ევროს შესაბამისი ლარის ოდენობით, გადანაწილდება ყოველთვიური ან ყოველკვარტალური გადასახადით.
ხელშეკრულების შესაბამისად. წინასწარი შენატანის გაკეთება სავალდებულო და აუცილებელია რადგან, ჯგუფი დახურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სწავლება პროცესის საშუალებით ხორციელდება, რომელიც დარჩენილი 4 წლის განმავლობაში ერთი და იმავე ჯგუფის წევრების მონაწილეობით ხდება. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე სტუდენტი სწავლას რაიმე მიზეზით შეაჩერებს, ჯგუფში სტუდენტის სხვა წევრით ჩანაცვლება არ მოხდება
სწავლების ენა:ქართული - ინგლისურია
აღსანიშბავია, რომ ინსტიტუტის გეშტალტთერაპიის სასწავლო პროგრამას უკვე ჰქონდა ოთხი გამოშვება, 2017, 2018 და 2020, 2024 წელს. ინსტიტუტის 38 კურსადმთავრებულმა საქართველოდან, უკრაინიდან, რუსეთიდან და ორმა სომხეთიდან უკვე მიიღეს ევროპული აღიარება გეშტალტთერაპიაში (გახდნენ ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაციის აკრედიტაციის მქონე წევრები) და ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრობა. დანარჩენი კურსდამთავრებულები უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან და საქართველოდან აღნიშნულის პროცესში იმყოფებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ:- ინსტიტუტის დამფუძნებრლსა და გენერალურ დირექტორს, სოფია ვერულაშვილს (საქართველო):
+995 599257972
Y2lndGZwIHwgZ21haWwgISBjb20=
c29waGllICEgdmVydWxhc2h2aWxpIHwgZ21haWwgISBjb20=
You may also like the following events from Caucasus Institute of Gestalt Therapy and Family Psychotherapy (CIGTFP):