ევროპელ ავტორთა დღე ნატალია ტროხიმთან ერთად, 11 December

ევროპელ ავტორთა დღე ნატალია ტროხიმთან ერთად

Georgian Book Association •საქართველოს წიგნის ასოციაცია

Highlights

Thu, 11 Dec, 2025 at 04:00 pm

Goethe-Institut Georgien

Advertisement

Date & Location

Thu, 11 Dec, 2025 at 04:00 pm (GET)

Goethe-Institut Georgien

16 Zandukeli St., Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

ევროპელ ავტორთა დღე ნატალია ტროხიმთან ერთად
შემოუერთდი ევროპელ ავტორთა დღეს საქართველოს წიგნის ასოციაციასთან ერთად:

საქართველოს წიგნის ასოციაცია ევროპელ ავტორთა დღესთან დაკავშირებით გიწვევთ ევროპელ მწერალთან შესახვედრად.

11 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს წიგნის ასოციაცია და გამომცემლობა "პეგასი" ერთად უმასპინძლებენ ნატალია ტროხიმს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში.

ნატალია ტროხიმი უკრაინელი პოეტი, მთარგმნელი და საბავშვო ავტორია. ის ქალაქ ლვოვში ცხოვრობს, უყვარს საქართველო და თარგმნის ქართულ თანამედროვე ლიტერატურას. ამჯერად ის საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა მკითხველებთან შესახვედრად ეწვევა.

ევროპის ავტორთა დღე 2023 წელს დაარსდა ევროკომისიის ინიციატივით. 2025 წლიდან ეს დღე #ReadForReal სლოგანის ქვეშ აერთიანებს ბიბლიოთეკებს, სკოლებს, საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლებს და ავტორებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან.

პროექტის მიზანია, ბავშვებმა და ახალბედა მკითხველებმა აღმოაჩინონ ევროპელი ავტორები, პირადად შეხვდნენ მათ, დაუსვან კითხვები და რაც მთავარია, საკუთარ სკოლასა და ბიბლიოთეკაშიც გამართონ კითხვის წამახალისებელი აქტივობები.

ევროპელ ავტორთა დღეზე გიწვევთ ყველას, ბავშვებს, მშობლებს, მასწავლებლებს, ბიბლიოთეკების წარმომადგენლებს, ავტორებს, წიგნის მაღაზიებს. ეს არის შესაძლებლობა, ერთად კითხვა ვაქციოთ ტრადიციად და მეტი ადამიანი ჩავრთოთ ამ ინიციატივაში.

ღონისძიებაზე დასასწრებად, გთხოვთ, გაიაროთ მარტივი რეგისტრაცია. თუ თქვენს სკოლაში ან ბიბლიოთეკაში განახორციელებთ წამახალისებელ აქტივობას, ჩვენ გადმოგცემთ დამხმარე მასალებს:

https://forms.gle/2jqkzGLpSnCsSXvGA

დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ:

https://www.readforreal.com/ka/

#EuropeanAuthorsDay #ReadForReal


You may also like the following events from Georgian Book Association •საქართველოს წიგნის ასოციაცია:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

Goethe-Institut Georgien, 16 Zandukeli St., Tbilisi, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you
Advertisement
ევროპელ ავტორთა დღე ნატალია ტროხიმთან ერთად, 11 December
ევროპელ ავტორთა დღე ნატალია ტროხიმთან ერთად
Thu, 11 Dec, 2025 at 04:00 pm