საქართველოს წიგნის ასოციაცია აგრძელებს რეგიონული ბაზრობების პროექტს, რომელიც საქართველოს მცირე და საშუალო ზომის ქალაქებში ლიტერატურის ფესტივალების ორგანიზებას ემსახურება და წიგნის სექტორის განვითარებას, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობას, საქართველოს ქალაქებში კულტურული, საგანმანათლებლო და ლიტერატურული პროგრამების ხელმისაწვდომობას და ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოებასთან კავშირების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
European Union in Georgia-ს და Konrad-Adenauer-Stiftung Georgia-ს ხელშეწყობითა და პარტნიორობით ჩვენი პირველი წიგნის სამოქალაქო ფესტივალი კახეთში, ქალაქ თელავში, IT აკადემია STEP-ის საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების ცენტრში (ი.ჭავჭავაძის მოედ. #4), 13 დეკემბერს გაიმართება.
თელავის წიგნის სამოქალაქო ფესტივალი იმართება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის: „იმოქმედე საქართველოსთვის“ ფარგლებში და ჩვენი ასოციაციის წევრ გამომცემლობებს, მწერლებს და არაერთ საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებას უმასპინძლებს.
წიგნის სამოქალაქო ფესტივალზე მოსული სტუმრები შეძლებენ:
სხვადასხვა გამომცემლობების სტენდების მონახულებას;
წიგნების დათვალიერებას, შეძენას;
თანამედროვე ქართველ ავტორებთან, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, გამომცემლებთან შეხვედრას, გასაუბრებას;
საინტერესო ლიტერატურულ ღონისძიებებზე დასწრებას;
საბავშვო აქტივობებში მონაწილეობის მიღებას.
დამატებით დეტალებს მონაწილე გამომცემლობებისა და პროგრამის შესახებ უახლოეს პერიოდში გაგიზიარებთ.
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას,
გელით 13 დეკემბერს, IT აკადემია STEP-ის საერთაშორისო ტრანსფორმაციული განათლების ცენტრში.
ღონისძიების ადგილობრივი პარტნიორია მედია ცენტრი კახეთი MCK
@European Union in Georgia
@Konrad-Adenauer-Stiftung
#EU4Georgia, #KAS, #REACT4GEORGIA, #იმოქმედესაქართველოსთვის
You may also like the following events from Georgian Book Association •საქართველოს წიგნის ასოციაცია: