მწვანე კუთხე ევროპის დღეზე ქუთაისში / Green Corner at Europe Day Kutaisi, 24 October

მწვანე კუთხე ევროპის დღეზე ქუთაისში / Green Corner at Europe Day Kutaisi

European Union in Georgia

Highlights

Fri, 24 Oct, 2025 at 12:00 pm

Georgian-American International School Progress • Kutaisi

Date & Location

Fri, 24 Oct, 2025 at 12:00 pm - Sat, 25 Oct, 2025 at 05:00 pm (GET)

Georgian-American International School Progress • Kutaisi

ქართულ-ამერიკული სკოლის წინსვლა, ქუთაისი, საქართველო, Poti, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

მწვანე კუთხე ევროპის დღეზე ქუთაისში / Green Corner at Europe Day Kutaisi
🇪🇺🌱ქუთაისში, ევროპის დღეზე წარმოდგენილი „მწვანე კუთხე“ ერთ სივრცეში გააერთიანებს ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებს და წარმოაჩენს ევროკავშირის ერთგულებას მდგრადობის, კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და უფრო მწვანე ურბანული ცხოვრების ხელშეწყობის მიმართ.

აქ დაგხვდებათ საგანმანათლებლო, შემოქმედებითი და ინტერაქციული აქტივობები, რომლის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გარემოს დაცვისკენ ქმედითი ნაბიჯების გადასადგმელად. ღონისძიება ასევე ეძღვნება გლობალურ კამპანიას – „მწვანე დიპლომატიის კვირეულს".

🚴‍♀️ ველომსვლელობა #ertad – მდგრადი გადაადგილების ხელშეწყობა
🕛 თარიღი: 24 ოქტომბერი | დრო: 12:00
📌 ადგილმდებარეობა: ნიუპორტის ქუჩა №1
📝 რეგისტრაცია 22 ოქტომბრის ჩათვლით: https://forms.gle/3Rn8e2xQrZECqtDu8

ველომსვლელობა გააერთიანებს ველოსიპედის მოყვარულებს, რათა გაიზარდოს ცნობიერება ეკომეგობრული ტრანსპორტის ალტერნატივების შესახებ.

📖 #კოსმორჩევები – საბავშვო კითხვის საათი
წიგნი: „სად გაქრა დედამიწა?“ – ია გაბუნიასგან
🕛 თარიღი: 25 ოქტომბერი | დრო: 13:00
📌 ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ. №20 ( ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“ )

საბავშვო მწერალი და ილუსტრატორი - ია გაბუნია წაიკითხავს წიგნს “სად გაქრა დედამიწა?”, რომელიც ბავშვებს ადრეული ასაკიდან ასწავლის, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდნენ ბუნებასა და გარემოს. წიგნის პერსონაჟები ოლივერი და რეტი ბავშვებს დედამიწის გადარჩენის ‘კოსმორჩევებს’ გაუზიარებენ. კითხვის შემდეგ, პატარები სპეციალურ კედელზე წიგნის პერსონაჟებს გააფერადებენ.

🪴 ურბანული სივრცეების გამწვანება – ინტერაქციული ვორქშოპი
წამყვანი: არჩილ ღოღობერიძე
🕛 თარიღი: 25 ოქტომბერი | დრო: 13:00
📌 ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ. №20 (ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“)

ფლორისტი და სტარტაპის დამფუძნებელი არჩილ ღოღობერიძე გაუძღვება ინტერაქციულ ვორქშოპს, რომელიც მონაწილეებს ასწავლის ურბანული გამწვანების მარტივ და შემოქმედებით მეთოდს - ‘Seed Bomb’-ის ტექნიკას. ვორქშოპის მონაწილეები თავად შექმნიან მცირე ზომის ნიადაგის ბურთულებს, რომელშიც მოთავსებულია სხვადასხვა ყვავილის თესლი. შექმნილი ბურთულები მათ ქალაქის მიტოვებულ სივრცეებში უნდა გაფანტონ, რომ მეტი სიმწვანე შეიტანონ ურბანულ გარემოში. მონაწილეები ასევე მიიღებენ სიმბოლურ ეკომეგობრულ სუვენირებს.

🍃 „ჰაერის ხარისხი საქართველოში: რა ვიცით, რას ვგრძნობთ, რას ვაკეთებთ“ - კვლევის შედეგების წარდგენა
🕛 თარიღი: 25 ოქტომბერი | დრო: 14:30
📌 ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ. №20 (ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“)

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში ჰაერის ხარისხის მიმართ საზოგადოების აღქმებისა და დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებული ბოლო კვლევის შედეგები. მონაწილეები გაიგებენ, თუ რას ფიქრობენ საქართველოში ადამიანები ჰაერის დაბინძურებაზე, როგორ აღიქვამენ რისკებს, რა დამცავ ზომებს იღებენ, რა უბიძგებთ ქმედებისკენ და რა ნაბიჯები იგეგმება ევროკავშირის და გაეროს მხარდაჭერით ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით.

🧒 თოჯინების წარმოდგენა კლიმატზე და მეგობრობაზე
ორგანიზებულია GIZ-ის მიერ EU4ClimateResilience პროექტის ფარგლებში
🕛 თარიღი: 25 ოქტომბერი | დრო: 15:00
📌 ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ. №20 (ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“)

თოჯინების ცოცხალი წარმოდგენა გააერთიანებს თხრობასა და მუსიკალურ ელემენტებს. მხიარული სიუჟეტი მოიცავს კლიმატის ცვლილების შესახებ მნიშვნელოვან გზავნილებს:
• კლიმატის ცვლილებები მნიშვნელობა და მისი საფრთხეები;
• კლიმატის გავლენა ადამიანებზე, ცხოველებსა და გარემოზე;
• როგორ შეუძლიათ ბავშვებს მარტივი ქმედებებით- წყლისა და ენერგიის დაზოგვა, ხეების დარგვა და ბუნებაზე ზრუნვა.

👕 სოციალური საწარმო VINTYLATOR - ის მწვანე მოდის ვორქშოპი
🕛 თარიღი: 25 ოქტომბერი | დრო: 15:30
📌 ადგილმდებარეობა: დავით აღმაშენებლის გამზ. №20 (ქართულ-ამერიკული საერთაშორისო სკოლა „პროგრესი“)

ვორქშოპის მონაწილეები დაზიანებულ მაისურებს ხელნაკეთი კლიშეების საშუალებით შეაკეთებენ. კლიშეებს კი ყოველდღიური ნარჩენებისგან დაამზადებენ. ვორქშოპის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან, როგორ გადააქციონ ტექსტილის ნარჩენები ცხოველების სათამაშოებად, გასაღების საკიდებად ან უნიკალურ დეკორატიულ ნივთებად. ვორქშოპის მიზანია ნარჩენებისგან შექმნას ხელნაკეთი ნივთები და გადამუშავებული მასალების გამოყენებისა და მდგრადი მოდის მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი.

***
🇪🇺🌱The Green Corner at Kutaisi EU Days will showcase EU-supported environment-related projects in a single space, highlighting the EU’s commitment to promoting sustainability, climate awareness and greener urban living. The Green Corner aims to educate, engage and inspire citizens to take meaningful action for environmental protection and mark the global Green Diplomacy Weeks campaign.

🚴‍♀️ Cycling Tour – Promoting Sustainable Mobility
🕛 Date: October 24 | Time: 12:00
📌 Location: 1 Newport Street
📝 Register by October 22: https://forms.gle/3Rn8e2xQrZECqtDu8

The tour will bring together cycling enthusiasts to raise awareness about eco-friendly transportation alternatives.

📖 #CosmoTips – Book Reading for Kids
Book: Where Did the Earth Go? by Ia Gabunia
🕛 Date: October 25 | Time: 13:00
📌 Location: 20 Davit Agmashenebeli Ave. (Georgian-American International School “Progress”)

Children’s writer and illustrator - Ia Gabunia will read the book “Where Did the Earth Go?”, which teaches children from an early age how to take care of nature and the environment. The book’s characters, Oliver and Retti, will share #cosmictips with the children on how to save the Earth. After the reading session, children will color the book’s characters on a dedicated art wall.

🪴 Spreading Green in Urban Spaces – Interactive Workshop
Led by Archil Ghogoberidze
🕛 Date: October 25 | Time: 13:00
📌 Location: 20 Davit Agmashenebeli Ave. (Georgian-American International School “Progress”)

Led by florist and start-up entrepreneur Archil Ghogoberidze, this activity will teach participants about urban greening through Seed Bombing. This involves creating small soil balls containing flower seeds, encouraging participants to bring more greenery to neglected city spaces. Participants will also receive eco-friendly souvenirs.

🍃 Air Quality in Georgia: Understanding. Feeling. Acting. Presentation of Study Findings
Led by: UNDP/WHO expert
🕛 Date: October 25 | Time: 14:30
📌 Location: 20 Davit Agmashenebeli Ave. (Georgian-American International School “Progress”)

This activity will present the results of a recent survey on public perceptions of air quality inGeorgia, conducted under the EU-funded project “Improving Air Quality for Better Citizens’ Health”. Participants will learn about what people in Georgia think about air pollution, how they perceive the risks, what protective measures they take, what motivates or prevents them from acting, and what steps are being taken with EU and UN support to address the issue.

🧒 Puppet Show on Climate Awareness and Friendship
Organized by GIZ under the EU4ClimateResilience project
🕛 Date: October 25 | Time: 15:00
📌 Location: 20 Davit Agmashenebeli Ave. (Georgian-American International School “Progress”)

A lively puppet show combining storytelling and musical elements. The storyline weaves in key climate change messages:
• Why climate change matters and why it’s dangerous.
• Its impact on people, animals, and the environment.
• Simple actions children can take, such as saving water and energy, planting trees and caring for nature.


👕 VINTYLATOR’s Green Fashion Workshop
🕛 Date: October 25 | Time: 15:30
📌 Location: 20 Davit Agmashenebeli Ave. (Georgian-American International School “Progress”)

Workshop participants will repair damaged shirts using handmade stamps crafted from everyday waste materials. Participants will learn how to transform textile waste into animal toys, keychains or unique decorative items. The workshop aims to create handmade products from waste and raise awareness about the use of recycled materials and sustainable fashion.

#EUGreenDiplomacyWeeks #ForOurPlanet #GreenTransition


You may also like the following events from European Union in Georgia:

Also check out other Arts events in PotI, Kids events & activities in PotI, Workshops in PotI.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

Tickets for მწვანე კუთხე ევროპის დღეზე ქუთაისში / Green Corner at Europe Day Kutaisi can be booked here.

Nearby Hotels

Georgian-American International School Progress • Kutaisi, ქართულ-ამერიკული სკოლის წინსვლა, ქუთაისი, საქართველო, Poti, Georgia
Reserve your spot
Ask AI if this event suits you

Host Details

European Union in Georgia

European Union in Georgia

Are you the host? Claim Event

მწვანე კუთხე ევროპის დღეზე ქუთაისში / Green Corner at Europe Day Kutaisi, 24 October
მწვანე კუთხე ევროპის დღეზე ქუთაისში / Green Corner at Europe Day Kutaisi
Fri, 24 Oct, 2025 at 12:00 pm