საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემია GNAEB 15 ნოემბერს ახორციელებს მასწავლებელთა ეროვნული კონფერენციას ქალაქ ქუთაისში.
საკონფერენციო თემა : “ საკლუბო მუშაობა – სკოლაში ლიდერობისა და თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბების პრაქტიკული ინსტრუმენტი”.
✅ ეროვნული კონფერენცია ჩატარდება 15 ნოემბერს - ქუთაისში - სასტუმრო - "Kutaisi Inn" - ში. (კონფერენცია ითვალისწინებს ყავის შესვენებას).
✅ კონფერენციის მომხსენებლებისა და დამსწრეების შესახებ საიმიჯო ბანერი გამოქვეყნდება წინასწარ. (რა თქმა უნდა , მონაწილეების თანხმობის საფუძველზე ).
✅ ეროვნული კონფერენცია ხორციელდება მასწავლებლების პროფესიული წინსვლის პროგრამის ფარგლებში.
✅ კონფერენციაში ჩართვის უფლება აქვს ყველა სტატუსის მქონე პედაგოგს საქართველოს მასშტაბით.
✅ კონფერენციის პრეზენტატორები და დამსწრე მონაწილეები მიიღებენ ორენოვან - ქართულ-ინგლისურ სერტიფიკატებს.
✅ კონფერენციის ორგანიზატორები :
🔹მარია გეთიაშვილი - საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.
🔹ცირა ქობულაძე - სსიპ ქალაქ ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის დირექტორი; საქართველოს განათლებისა და ბიზნესის ეროვნული აკადემიის საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზატორი .
🔹 კონფერენციის სამუშაო ენა : ქართული.
✅ კონფერენციაზე მოწვეულნი იქნებიან საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები /ხელმძღვანელები; ცნობილი ტრენერები, სკოლის დირექტორები და უნივერსიტეტებიდან მოწვეული ლექტორები.
⭕✅დამსწრეებისთვის გაიცემა დასწრების ორენოვანი სერტიფიკატი , ხოლო მომხსენებლებისთვის , მომხსენებლის ორენოვანი სერტიფიკატი.
⭕ დამსწრე ლექტორებისთვის და პედაგოგებისთვის / დაინტერესებული პირებისთვის დასწრების საფასური შეადგენს 55 ლარს.
(კონფერენცია მოიცავს ყავის შესვენებას).
✅დამსწრეებს რეგისტრაცია შეუძლიათ განახორციელონ 4 ოქტომბრის 00:00 საათის ჩათვლით.
✅ იხილეთ სარეგიტრაციო ბმული -
https://docs.google.com/forms/d/1KGQG5i8moPJ-T3QYYXgDVs-fxoVZ819XfsafHgL51pc/edit
⭕ რეგისტრაციის შემდგომ , დამსწრეებს გაეგზავნებათ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გადახდის რეკვიზიტები.
🔷 კონფერენცია განხორციელდება - 10:00 -15:00 საათის ჩათვლით. (შუალედში გათვალისწინებულია ყავის შესვენება).
✅ კონფერენციის პრიორიტეტული საკითხები :
I. საკლუბო მუშაობის საფუძვლები და სტრატეგიული მნიშვნელობა
„საკლუბო მუშაობის მიზნები და მისი ადგილი სასკოლო ცხოვრებაში“
„რატომ არის კლუბური საქმიანობა საჭირო თანამედროვე სკოლაში?“
„კლუბები, როგორც არაფორმალური განათლების გაძლიერების ინსტრუმენტი“
II. კლუბების შექმნისა და მართვის პრაქტიკული გამოცდილება
„კლუბის დაარსების ეტაპები: იდეიდან განხორციელებამდე“
„კლუბის საქმიანობის დაგეგმვა: მიზნები, რესურსები და დროის მართვა“
„კლუბის მდგრადი ფუნქციონირების უზრუნველყოფა: გამოწვევები და გადაწყვეტილებები“
III. კლუბური საქმიანობის გავლენა მოსწავლეთა განვითარებაზე
„კლუბური მუშაობა - მოსწავლეთა ლიდერული უნარების განვითარების სივრცე“
„თანამშრომლობის, გუნდურობისა და სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება საკლუბო მუშაობით“
„კლუბური საქმიანობა და მოსწავლეთა თვითგამოხატვის შესაძლებლობები“
IV. ინოვაციური პრაქტიკები და წარმატებული მაგალითები
„კლუბური მუშაობის საუკეთესო პრაქტიკები საქართველოში“
„საერთაშორისო გამოცდილება – რას ვსწავლობთ სხვა ქვეყნების საკლუბო პრაქტიკიდან?“
„ტექნოლოგიების ინტეგრაცია საკლუბო საქმიანობაში“
V. პედაგოგის როლი საკლუბო საქმიანობაში
„მასწავლებელი, როგორც კლუბის მენტორი და ლიდერი“
„პედაგოგის თანამშრომლობა მოსწავლეებთან და მშობლებთან საკლუბო მუშაობის პროცესში“
„კლუბის ხელმძღვანელის სირთულეები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობები“
VI. მომავლის ხედვა – ახალი კლუბების შექმნის პერსპექტივები
„რა ტიპის კლუბებია საჭირო თანამედროვე სკოლაში?“
„ინოვაციური იდეები ახალი კლუბების დაარსებისთვის“
„კლუბური მუშაობის გაძლიერება, როგორც სკოლის განვითარების სტრატეგია“
🔹 კონფერენციის ეტაპები მომხსენებლებისთვის:
1 ) მომხსენებლებმა უნდა წარმოადგინოს შერჩეული თემა და შესაბამისი მოხსენება ვორდის დოკუმენტით, პრეზენტაციასთან (Power Point) ერთად , დოკუმენტების გამოგზავნასთან ერთად უნდა მოგვწეროს საკონტაქტო ნომერი. რეგისტრაციის შემდეგ რამდენიმე დღეში, საკონფერენციო თემა შეფასდება სპეციალურად მოწვეული კომისიის მიერ . შეფასების შემდეგ, დაკავშირება მოხდება შერჩეულ მონაწილეებთან, კონკურსში გამოიკვეთება საუკეთესო ნაშრომები,რომელთა პრეზენტაციების წარმოდგენაც მოხდება 15 ნოემბერს.
პრეზენტაციის და ვორდის დოკუმენტის გამოგზავნის დედლაინია 10 ოქტომბერი - 00:00 საათი,
ჩვენს ოფიციალურ ელ-ფოსტაზე :
aW5mbyAhIG5hdGlvbmFsICEgYWNhZGVteTQgfCBnbWFpbCAhIGNvbQ==
გაითვალისწინეთ, კომისიის მიერ ხდება საუკეთესო ნაშრომების გამოვლენა., დაკავშირება ხდება მხოლოდ შერჩეულ მონაწილეებთან.
სლაიდების რაოდენობა - 15-20 სლაიდი; ვორდის დოკუმეტი - მინიმუმ 4 გვერდი - (თავფურცელის ჩათვლით).
ერთი მომხსენებლისთვის განკუთვნილი დრო. - 10 წუთი (2 წუთი კითხვა-პასუხი).
მომხსენებლებისთვის და დამსწრეებისთვის მონაწილეობა არის ფასიანი, ღირებულება შეადგენს 55 ლარს.
✅ პროექტის პარტნიორები არიან : განათლების საერთაშორისო აკადემია IAE და ინკლუზიური განათლების ინსტიტუტი.
✅კონფერენცია ეტაპობრივად პირდაპირ ეთერში გაშუქდება პლატფორმა ფეისბუქის საშუალებით.
✅ მასწავლებელთა სასკოლო კონფერეცნიის ბოლოს გათვალისწინებულია დაჯილდოების ცერემონიალი და დაგეგმილია საიმიჯო ფოტოსესია.
✅ ყველა საიმიჯო ფოტო და ვიდეო აიტვირთება ორგანიზაციის გვერდზე. .
✅ იხილეთ ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროგრამების ფოტო-ალბომები შემდეგ ლინკზე :
https://www.facebook.com/profile.php?id=100063480851798&sk=photos_albums
GNAEB თითოეულ მასწავლებელს უსურვებს წარმატებას და კარიერულ წინსვლას!
⬇ დამატებითი კითხვების შემთ ხვევაში დაგვიკავშირდით
📞 598 50 39 93
დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის შემდეგ გამოგეგზავნებათ ელ-ფოსტაზე.