26 ივლისს - ლადო მესხიშვილის დრამატული თეატრში - აკორდი წარმოგიდგენთ,
მსოფლიო დონის იტალიელ ვარსკვლავს, ბანდონეონისტს, მარიო სტეფანო პიეტროდარკის უნიკალურ საღამოს,
მოწვეულ მუსიკოსს აკომპანიმენტს გაუწევს, კ.ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი.( პირველი ვიოლინო კონსტანტინე გოცირიძე) და კამერული ორკესტრი,
მარიო სტეფანო პიეტროდარკის შესახებ :
2009 წლის 25 მაისს უკრავდა კოლოსეოში (რომი) M° ანდრეა ბოჩელის, ანგელა გეორგიუს, ანდრეა გრიმინელისა და აბრუცოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.
ღონისძიება ,,L'alba separa dalla luce l'ombra''. იგი ექსკლუზიურად გადაიცემოდა მთელ მსოფლიოში RAI 1-ზე და RAI SAT-ზე.
2010 წლის 25 დეკემბერს, მან შეასრულა Giovanile Italiana-ს ორკესტრთან ერთად Concerto per la Vita e per la Pace (კონცერტი სიცოცხლისა და მშვიდობისთვის), რომელიც მთელ მსოფლიოში მაუწყებლობდა RAI-ს მიერ. ერვინ შროტთან და ანა ნეტრებკოსთან ერთად ის 2012 წელს წარსდგა გერმანიის, ინგლისისა და დანიის ყველაზე მნიშვნელოვან ქალაქებში. იმავე წელს მან ჩაწერა DVD ,,Live in Portofino'' სტუმრად ანდრეა ბოჩელისთან ერთად.
2018 წელს ჩაწერა ,,ტანგოს სეზონები'' Sony Records-ისთვის, ანდრეს გაბეტასთან ერთად, რომელიც ხელმძღვანელობს ფანტასტიკურ ბაროკოს ანსამბლ Cappella Gabetta-ს.
იტალიაში ხშირად გამოსვლის გარდა, ის კონცერტებს ატარებს ინგლისში, საფრანგეთში, ბელგიაში, დანიაში, ხორვატიაში, სერბეთში, გერმანიაში, აშშ-ში, პოლონეთში, პორტუგალიაში, ფინეთში, შვეიცარიაში, უნგრეთში, კანადაში, სომხეთში, ისრაელში, ბოსნია ჰერცეგოვინაში, ბულგარეთში, თურქეთში, უკრაინაში, ურუგვაიში, ყაზახეთსა და ჩინეთში.
საქართველოში ბოლო კონცერტი მარიო სტეფანო პიეტროდარკიმ, 12 აპრილს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართა, პროგრამით ‘’მსოფლიოს საუკეთესო კინონამუშევრები’’ და ქართველი მსმენელის არნახული აპლოდისმენტები დაიმსახურა.
პროგრამა :
E. MORRICONE: WESTERN MEDLEY
N. ROTA: OMAGGIO A FEDERICO FELLINI
R. DI MARINO: MEDITATION
R. DI MARINO: EOLIA
A. PIAZZOLLA: SOLEDAD
A. PIAZZOLLA: SUR
C. GARDEL: POR UNA CABEZA
A. PIAZZOLLA: VERANO PORTENO
A. PIAZZOLLA: LE GRAND TANGO
A. PIAZZOLLA: LIBERTANGO
Y. SHAKEYEV: SOUL
* გაითვალისწინეთ, პროგრამა ექვემდებარება ცვლილებას
----------------
კარი გაიხსნება - 19:00 საათზე
კონცერტის დასაწყისი - 20:00 საათზე
----------------
You may also like the following events from CHORD • აკორდი :
Also check out other
Concerts in PotI,
Health & Wellness events in PotI.