🌸🌸🌸 25 ოქტომბერს 2025 წ , ქუთაისის ცენტრალურ პარკში შევიკრიბებით ვარდისფერ მარათონზე სიცოცხლის გადასარჩენად.
🌸აქცია ითვალისწინებს საგანმანათლებლო სესიას, უფასო სკრინინგს და ცოცხალ ჯაჭვს, რის შემდეგაც, სიცოცხლის მარშით, როგორც სიყვარულის, სოლიდარობისა და მხარდაჭერის სიმბოლო ყველასთვის, ვინც ამ ბრძოლაში მარტო არ არის, გავემართებით და ავავარდისფრებთ თეთრ ხიდს! 🌸
🌸ვარდისფერი ოქტომბერი გვახსენებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეს: დროული სკრინინგი და ექიმთან რეგულარული ვიზიტი ძალიან ბევრ ლამაზ დღეს გვჩუქნის !
🌸 ძუძუს კიბო, აღმოჩენილი ადრეულ ეტაპზე, უმეტეს შემთხვევაში სრულად განკურნებადია !
🌸 თარიღი: 25 ოქტომბერი 2025 დრო: 12:00–14:00 🌸 ადგილმდებარეობა: ქუთაისის ცენტრალური პარკი → თეთრი ხიდი.
🌸 მოდით, ერთად ვაჩვენოთ, რომ პრევენცია და სოლიდარობა ცვლის ცხოვრებას.
🌸🌸🌸 გელოდებით ყველას ღიმილით, სითბოთი და ვარდისფერი გულით ! 🌸🌸🌸
#ვარდისფერიოქტომბერი
#BreastCancerAwarenessMonth
#სოლიდარობა
#იმედი
#ქუთაისი
#ცოცხალიმარში
#სკრინინგი
#პრევენცია
#ერთადვძლიერდებით