სიმშვიდის რითრითი მზეთამზეში + TM სარეზიდენტო კურსი, 1 November

სიმშვიდის რითრითი მზეთამზეში + TM სარეზიდენტო კურსი

სიმშვიდის რითრითი

Highlights

Sat, 01 Nov, 2025 at 08:15 am

მზეთამზე - კურორტი

Advertisement

Date & Location

Sat, 01 Nov, 2025 at 08:15 am - Wed, 05 Nov, 2025 at 04:15 pm (GET)

მზეთამზე - კურორტი

Mtskheta, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

სიმშვიდის რითრითი მზეთამზეში + TM სარეზიდენტო კურსი
სიმშვიდის რითრითი მზეთამზეში + TM სარეზიდენტო კურსი ალექსი გოგოლაძესა და ალექსანდრე ჯორჯიკიასთან ერთად 🤍

არტ და ბგერით თერაპიას კი, არაჩვეულებრივი თეა ბერაძე გაუძღვება 🤍☀️

მზეთამზე სოფელია ბორჯომის მუნიციპალიტეტში, წაღვერის თემში... რა მშვენიერია, არა?! მაგრამ თავად სანამ არ შედგამ ფეხს ამ საოცრებაში, მანამდე რთულია, დაიჯერო, რომ ვერაფერი სხვა ვერ ერქმეოდა ამ ადგილს, გარდა ირმის ნახტომის ერთ-ერთი ვარსკვლავისა. იმიტომ, რომ ეგაა, მზეთა მზე!

Eco Hotel Mzetamze კი, მრავალი რითრითის მასპინძელი, კეთილშობილი ხალხით მოკაზმული, მარადმწვანე ხეებში ჩაფლული სასტუმროა... დილით, აივანზე გადმოკიდებულს, შენისლული მთები თუ ძროხების ზარის წკარუნი რომ გაგახსენებს, რა მარტივია, იყო მშვიდი, ბედნიერი...

ასე რომ:

☀️ 1-5 ნოემბერი დროა შენთვის – დასვენებისთვის, საკუთარ თავთან დაბრუნებისა და შინაგანი სიმშვიდის პოვნისთვის.

🪴 მზეთამზეში დაგხვდებათ სიყვარულითა და ზრუნვით სავსე გარემო, სუფთა ჰაერი... აქ და ახლა მყოფობისთვის შესაბამისი ატმოსფერო...


რა გელოდება?

– იოგა და პრანაიამა (სუნთქვითი ვარჯიშები)

მსუბუქი და მარტივი იოგა ასანები, რომელიც სხეულს სტრესების დამუშავებაში ეხმარება და პრანაიამა - სუნთქვის, ასევე, ძალიან მარტივი და ეფექტური ვარჯიშები.


– მედიტაციები და ღრმა სიჩუმის სესიები

მშვიდი გარემო და შესაბამისი ველი ძალიან გაამარტივებს მედიტაციურ მდგომარეობაში მოხვედრას, ზედმეტი კონცენტრაციისა და ძალისხმევის გარეშე.


– ლექციები, საუბრები და კითხვა-პასუხის სივრცე


– ბგერითი თერაპია – გონების ჰარმონიზაციისთვის

ხმა, როგორც კოსმოსური არქიტექტურა: „ხმა პირველია. ფორმა მის შემდგომ მოდის!. მომღერალი თასების ვიბრაცია აკონტაქტებს სხეულსა და ცნობიერებას ღრმა დონეზე. ეს არ არის, უბრალოდ, ხმა — ეს ენერგიის ძველი ენაა, რომელიც რეზონირებს თქვენს შიგნით გაღვიძებულ არქეტიპებთან.
* ჩაკრებზე მუშაობა: ყოველი ხმა მკაფიოდ ეხმიანება კონკრეტულ ენერგეტიკულ ცენტრს სესიისას. ხმა არა მხოლოდ გვესმის — მას ვგრძნობთ, როგორც შინაგან რხევას, რომელიც ჩარჩენილ ენერგიას ათავისუფლებს.

– არტ თერაპია – გამოხატვისა და გათავისუფლებისთვის

ნებით შესრულებული შინაგანი ალქიმია. „თერაპია ნიშნავს მზრუნველობას — Art ნიშნავს გამოხატვას“. არტ თერაპია რითრითზე წარმოდგენილი იქნება, როგორც ინტეგრირებული პრაქტიკა, რომელიც აერთიანებს სპონტანურ ხატვას, სიმბოლოების ენასა და პროცესზე დაფუძნებულ ვიზუალიზაციას.
* არაცნობიერის გახსნა ფერებით * სიმბოლოს ენა, როგორც სულიერი კომპასის კოდი * ხელოვნების პროცესის მეშვეობით მე-ს ხელახლა აღმოჩენა.


– ტრანსცედენტული მედიტაციის სარეზიდენტო კურსი

რითრითის მონაწილეებს, სურვილის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ 4 დღიანი ტრანსცედენტული მედიტაციის შემსწავლელი კურსი სერტიფიცირებულ მასწავლებელთან 🤍


– პირადი კონსულტაციები და საუბრები

ალექსი გოგოლაძესა და ალექსანდრე ჯორჯიკისთან


შინ თუ გარეთ, ძალიან საინტერესო და ინტენსიური მოგზაურობა გელით ✨ ვინაიდან მენტალური, ემოციური, ფიზიკური და ენერგეტიკული სხეულის გაერთიანება = სულიერ ჯანმრთელობას 🪷❤️


ღირებულებაში შედის:
✅ ტრანსპორტირება;
✅ 3-ჯერადი ჯანსაღი კვება;
✅ სასტუმროს ხარჯები;
✅ პროგრამით გათვალისწინებული აქტივობები/


📅 3 დღიანი (2 ღამე 3 დღე), 1-3 ნოემბერი:
ღირებულება შეადგენს - 490 ლარს 🙏

📅 5 დღიანი (4 ღამე 5 დღე), 1-5 ნოემბერი:
ღირებულება შეადგენს - 790 ლარს 🙏

🪷 ტრანსცედენტული მედიტაციის სარეზიდენტო კურსის გავლის შემთხვევაში, TM კურსი + რითრითის ღრებულება, ჯამში, შეადგენს - 1290 ლარს 🙏


📌 ლოკაცია: მზეთამზე

სასტუმრო: Eco Hotel Mzetamze ❤️

https://maps.app.goo.gl/bNDDJp1sZJuuAwcL7


🧘‍♀️ ადგილები შეზღუდულია – წინასწარი რეგისტრაცია აუცილებელია

❗️რეგისტრაციის ბოლო ვადაა 28 ოქტომბერი.
რეგისტრაცია დასრულებულად მიიჩნევა თანხის გადახდის შემდეგ 🙏

საქართველო - #GE06BG0000000609778786
მიმღები: ალექსანდრე ჯორჯიკია

❗️❗️ სასტუმროს ნომერში განთავსდება 2 ადამიანი, თუ გაქვთ სურვილი, რომ ნომერში თქვენთვის სასურველ პიროვნებასთან ერთად იყოთ, გთხოვთ, რეგისტრაციისას მიუთითოთ მისი სახელი და გვარი, თუ არადა, თავისუფალი დატოვეთ და ჩვენ დავაორგანიზებთ ❤️

სარწგისტრაციოდ ეწვიეთ ამ ბმულს:

https://forms.gle/aLDmCTxgcvhfpFA28

❗️ რეგისტრაცია დასრულებულად ითვლება თანხის ჩარიცხვის შემდეგ 🙏🏻


Also check out other Arts events in Mtskheta.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

მზეთამზე - კურორტი, Mtskheta, Georgia
Get updates and reminders
Ask AI if this event suits you
Advertisement
სიმშვიდის რითრითი მზეთამზეში + TM სარეზიდენტო კურსი, 1 November
სიმშვიდის რითრითი მზეთამზეში + TM სარეზიდენტო კურსი
Sat, 01 Nov, 2025 at 08:15 am