ვაშლოვანი-პანტიშარა, სამუხის ველი, მიჯნისყურე, ტახისწყალი  1/2  ნოემბერი., 1 November

ვაშლოვანი-პანტიშარა, სამუხის ველი, მიჯნისყურე, ტახისწყალი 1/2 ნოემბერი.

მოგზაურთა კლუბი "Travel house"

Highlights

Sat, 01 Nov, 2025 at 06:00 am

ვაშლოვანი • Vashlovani

Advertisement

Date & Location

Sat, 01 Nov, 2025 at 06:00 am - Sun, 02 Nov, 2025 at 10:00 pm (GET)

ვაშლოვანი • Vashlovani

Vashlovani, Akhalgori, Mtskheta, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

ვაშლოვანი-პანტიშარა, სამუხის ველი, მიჯნისყურე, ტახისწყალი 1/2 ნოემბერი.
⭕️შემოდგომის ვაშლოვანი.🍁🍂🍁🍂🍁🍂🍂 წამოგვყევით.

⭕️ტური გაიმართება 9/10 ნოემბერს.

☝️ გასვლას ექნება ჯიპ-ტურის სახე.

☝️ იმოგზაურებთ სრულიად განსაკუთრებულ და განსხვავებულ გარემოში, რომლის მსგავსი საქართველოს არცერთ კუთხეში არ გხვდება. მიიღებთ უამრავ დაუვიწყარ ემოციას, დატკბებით ბუნების სილამაზით . ორი დღით იმოგზაურებთ ველურ გარემოში.

⭕️რეგიონი: კახეთი

⭕️ხანგრძლივობა: 2 დღე (ღამისთევა კარვებში) ( ვისაც სურვილი აქვს კოტეჯში დამატებითი საფასურის გადახდით)

‼️ღირშესანიშნაობები:

✨️. შემოდგომის შირაქის ველი

✨️. ვაშლოვანის გადასახედი" - გადასახედი ვაშლოვანის ნაკრძალზე

✨️. იუკების პლანტაცია - "ქართული მექსიკა"

✨️. პანტიშარას ხეობა და პანტიშარას ალესილები.

✨️. მერცხლების ქალაქი

✨️. დათვის ხევი, სადაც გვხდება ნამარხი მოლუსკები.

✨️. ულამაზესი საკმლის ხის ნათელი ტყე - ქართული სავანა

✨️ სამუხის (ელდარის) ველი, სადაც ბინადრობენ ქურციკები და ხედების სამუხის ქედზე.

✨️. ბუღა მოედნის გადასახედი საოცარი ხედებით

✨️. უსახელოს ( დევის) გადასახედი მიჯნისყურეზე.

✨️. მიჯნის ყურე - ბუნების შედევრი.

✨️ტახისწყალი

✨️. ულამაზესი პანორამული ხედები ალესილებზე და კავკასიონზე, ალაზნის ჭალებზე.

‼️ ვაშლოვანი სანახაობაა. ეს უნდა ნახოს ყველა ადამიანმა.

ტურის ღირებულებაა 190 ლარი

⭕️ფასში შედის:
🔹️ტრანსპორტის მომსახურება (ყველგანმავალი),
🔹️ნაკრძალში შესვლის მოსაკრებელი,
🔹️ასევე ნაკრძალის ტერიტორიაზე ავტომობილის შესვლის და საკარვე ადგილზე კარვის გაშლის გადასახადი.
🔹️ გიდის მომსახურება. აღჭურვილობის ნაწილობრივ, ვისაც არ გაქვთ.
🌟კოტეჯში ღამისთევის ემატება 30 ლარი.
გაითვალისწინეთ მივდივართ ტყეში და იმედია აქ არ მოითხოვთ კომფორტს. სველი წერტილი იქნება ბუნებაში. საკარვე ადგილას არის საპირფარეშოც და წყალიც..😀❤️
აბანო შეგიძლიათ ერთი დღით დაივიწყოთ. იქონიეთ თბილი პლედებიც.

⭕️ამინდი: სავარაუდოდ მზიანი.

⭕️ტურის მოკლე აღწერილობა: პირველ დღეს გავემართებით კახეთის მიმართულებით, კერძოდ დედოფლისწყაროს რაიონში, ვიზიტორთა ცენტრში გავივლით რეგისტრაციას, და გეზს ავიღებთ პანტიშარას ხეობისკენ, გავივლით იუკნარს, "ვაშლოვანის გადასახედს", პანტიშარას ხეობას, დათვისხევს, მერცხლების ქალაქს პანტიშარას ალესილებს. მისი მონახულების შემდეგ დავუყვებით გზას აღმოსავლეთით, სამუხის ველს(ელდარის),სადაც ბინადრობენ ქურციკები. შემდეგ ბუღა მოედნის გავლით შევალთ მიჯნის ყურის გზაზე. ვნახავთ უსახელოს გადასახედს, საიდანაც განსაკუთრებული ხედი იშლება ალესილებზე, ჩავალთ მიჯნის ყურეში. აქვე გაიშლება კარვები, ღამეს გავათევთ ალაზნის პირას. მეორე დღეს მოვინახულებთ მიჯნის ყურის მიდამოებს. ასე რომ გელით დიდი შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობა აბსოლიტურად განსხვავებულ გარემოში.

⭕️ვიკრიბებით 05:30, მეტრო დიდუბის ზედა მხარეს. გასვლა 6-00 საათზე.

🔹️ტურზე წამომსვლელთათვის აუცილებელი აღჭურვილობა და ნივთები:

‼️- ტურზე რეგისტრაცია ხდება გასვლამდე მინიმუ ერთი კვირით ადრე, რადგან საშვების დამზადებას ჭირდება 4-5 დღიანი პროცედურა.

1.პირველ რიგში აუცილებლად თან იქონიეთ პირადობის მოწმობა . მის გარეშე ვერ გაივლით რეგისტრაციას.

2..საძილე ტომარა, პარალონი, კარავი. (აღჭურვილობა გვაქ შეზღუდული რაოდენობით და ამიტომ სასურველი თქვენი იქონიოთ)

3.სალაშქრო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, 2 დღის საკვები, წყალი, წყლის ჭურჭელი. სათადარიგო ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საწვიმარი ყოველშემთხვევისთვის - ზურგჩანთა, პირადი მოხმარების ნივთები.

სასურველია თან იქონიოთ ფანარი,
სალაშქრო ჯოხები. ინდივიდუალური აფთიაქი.

‼️გაფრთხილება:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამი, კატეგორიულად იკრძალება ტრანსპორტში მოწევა და ალკოჰოლის მიღება, არ ვყრით ნაგავს, არ ვბილწსიტყვაობთ. დაუშვებელია მოძრაობისას ალკოჰოლის დალევა და მარშუტიდან თვითნებური გადახვევა და გაჩერება, ცალკე -ცალკე ჯგუფებად სიარული , ყურსასმენებით მოძრაობა. საკვებად და შესასვენებლად ვრჩერდებით ყველა ერთად.
ვემორჩილებით ორგანიზატორს. ყოველი მისი გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს ყველასთვის. ასევე კატეგორული გაფრთხილებაა - არავინ ვაგვინაბებთ! - წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს მოიხსნას ყოველგვარი პასუხისმგებლობა თქვენზე.

⭕️ფორსმაჟორული სიტუაცია: ასეთ შემთხვევაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

‼️ ადგილების დაჯავშნა უკვე დაიწყო. სიაში ჩაწერის ბოლო დღე 25 ოქტომბერია. თანხა ირიცხება წინასწარ. მხოლოდ თანხის გადახდის შემდეგ ჩაეწერებით წამომსვლელთა სიაში.

⭕️გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 1 კვირით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!

⭕️დამატებითი დეტალებისთვის მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ:
📞599 96 78 96 ეკატერინე
📞593 50 22 70


You may also like the following events from მოგზაურთა კლუბი "Travel house":

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

ვაშლოვანი • Vashlovani, Vashlovani,Akhalgori, Mtskheta, Georgia

Just a heads up!

We have gathered all the information for you in one convenient spot, but please keep in mind that these are subject to change. We do our best to keep everything updated, but something might be out of sync. For the latest updates, always check the official event details by clicking the "Find Tickets" button.

Get updates and reminders
Advertisement
ვაშლოვანი-პანტიშარა, სამუხის ველი, მიჯნისყურე, ტახისწყალი  1/2  ნოემბერი., 1 November
ვაშლოვანი-პანტიშარა, სამუხის ველი, მიჯნისყურე, ტახისწყალი 1/2 ნოემბერი.
Sat, 01 Nov, 2025 at 06:00 am