‼️მოგზაურთა კლუბი Travel house ️გთავაზობთ ოთხ დღიან დღიან ტურს სვანეთში 🎄🌲🎄🌲✨❄️✨❄️☃️❄️⛄✨☃️❄️⛄
❄️ 31 დეკემბერი, 1/2/3 იანვარი
💢ერთად შევხდეთ ახალ წელს ზღაპრულ გარემოში..
☃️ერთად მოვიწყოთ განსხვავებული ტური სვანეთში .
☝️სრიალის და საბაგიროების მოყვარულებო ეს ადგილი თქვენთვისაა..თეთნულდის ტრასა ერთ-ერთი გამორჩეულია ევროპაში.
თქვენ კი ვისაც არ გიყვართ სრიალი ისეც შეგიძლიათ გაერთოთ. .შეიძლება ისეთი ადგილების მონახულება რაც აქამდე არ გვინახავს.
☝️ან თუნდაც უბრალოდ თუ გაქვთ სურვილი ნახოთ ზამთრის სვანეთი შემოგვიერთდით.
☝️გაითვალისწინეთ ტურზე ადგილების რაოდენობა შეზღუდულია.
♻️რატომ ოთხი დღე?
თბილისიდან მესტიამდე გზა საკმაოდ შორი და დამღლელია..თოვლიანი საფარიც გზას კიდევ მეტად აგრძელებს. სამ დღიან ტურში ორი დღე ფაქტიურად გზაში ხართ. გამოიყენეთ ეს შანსი და შემოუერთდი ჩვენს კლუბს.
‼️‼️მაშ ასე:
‼️31 დეკემბერი,1.2.3 იანვარი
⭕ვისაც გიყვართ სიახლეები.გართობა,ბევრი თოვლი ეს ტური თქვენთვისაა.
ერთად დავგეგმოთ ახალი 2026 წელი.
‼️ჩვენი სასტუმრო მდებარეობს მესტიის ცენტში. სუფთა, კომფორტული, მოწესრიგებული. სასტუმროს ყველა ნომერს გააჩნია ინდივიდუალური სველი წერტილები.განთავსება მოხდება 2 ადგილიან ნომრებში.
✨ტურის ღირებულება 290 ლარი..( მარშუტკით)
პირველი დღე: თბილისი-მესტია.
05:00 გასვლა თბილისიდან მესტიის მიმართულებით
✅️ენგურის კაშხალი
✅️ჰაწვალის საბაგირო, ხედები უშბაზე, თეთნულდზე, მთელ მესტიაზე.( კარგი ამინდის შემთხვევაში)
✅️სასტუმროში დაბინავება
✅️ხერგიანის მუზეუმი
✅ეთნოგრაფიული მუზეუმი
✅️ბეთქილის მჟავე წყალი
✅თავისუფალი დრო
✅️შეგიძლიათ დაათვალიეროთ ღამის მესტია
✅️მზადება ახალი წლისათვის. შეგვიძლია დავჯავშნოთ რესტორანიც ან ავღნიშნოთ სასტუმროში.
მეორე დღე:
✅️სასტუმროდან გასვლა 09:00 საათზე უშგულის მიმართულებით( დელიკით) ✅️სიყვარულის კოშკი
✅️ უშგული
✅️სოფელი წვირმი
✅️ წვირმის ეკლესია
✅️თავისუფალი დრო
მესამე დღე:
✅️გასვლა თეთნულდის მიმართულებით.(დელიკით)
მსურველები ისრიალებენ.ნაწილი საბაგიროებით ავალთ და დავტკბებით ულამაზესი ხედებით.
✅️Ჰეშკილის ქოხები
✅️ჰეშკილის ქოხების ცნობილი საქანელა.
თეთნულდიდან გამოვდივართ 4 საათზე.( კარგი ამინდის შემთხვევაში) 4-ის ნახევარზე ვიკრიბებით ყველანი დელიკებთან.
მეოთხე დღე:
✅️მესტიის საკათედრო ტაძარი
✅გამომგზავრება თბილისის მიმართულებით.
🔴შესვენება ზუგდიდში.
ღირებულებაში შედის:
1. ტრანსპორტირება კომფორტული მიკროავტობუსით
2. განთავსება საოჯახო სასტუმროში(2 -3 ადგილიან ნომრებში)
3. მეგზური
4.ფოტო გადაღება.(ჯგუფური)
5. ტკბილეული. ყავა. ჩაი.
✔️გვყავს გამართული და კომფორტული მიკროავტობუსი, გამოცდილი მძღოლით. რადგან ხშირად გვეკითხებით დავწერთ რომ მიკროავტობუსს გავლილი აქვს ტექდათვალიერება.
აღჭურვილია ზამთრის საბურავებით და ტრანსპორტში არის გათბობაც. არის wi-fi.(სადაც მობილური დაიჭერს)
‼️ღირებულებაში არ შედის დელიკების.მუზეუმების,საბაგიროების თანხები. კვება. კვების საკითხს ვაგვარებთ ყველა ერთად.
(ხერგიანის მუზეუმი 5 ლარი, ეთნოგრაფიული მუზეუმი 10 ლარი. ( მოსწავლე, პენსიონერი, სტუდენტი 5 ლარი) ენგურზე შესვლა 4 ლარი.( მოსწავლე, სტუდენტი 1 ლარი) უშგულში ასასვლელი დელიკა 35-40 ლარი,( გააჩნია ვიზიტორთა რაოდენობას)
თეთნულდზე ასასვლელი დელიკა 35-40 ლარი.
ჰაწვალის ორივე საბაგირო 20 ლარი)(ეს ყველაფერი სურვილისამებრ)
✔️თუ არ გენდომებათ უშგულში ასვლა შევცვლით სხვა ლოკაციით.
‼️ადგილები იჯავშნება წინასწარ. ჯავშნის თანხა 50 ლარის ჩარიცხვის შემდეგ მოხდება თქვენი სიაში ჩაწერა.
ტურზე ნებისმიერ დროს უარის თქმის შემთხვევაში ჯავშნის თანხა უკან არ ბრუნდება..
სრული თანხა უნდა ჩაირიცხოს ტურის გამართვამდე 7 დღით ადრე.
☝️წამოიღეთ თბილი ტანსაცმელი..გამოსაცვლელი ფეხსაცმელები..შეიმოსეთ ზამთრის შესაბამისად.
‼️არ განვიხილავთ შემდეგ პრეტენზიებს. "რატომ ცივა ასე ძალიან" .. "რატომ თოვს" .. "რატომ დავსველდით" ..😀❤️ "რატომ არ თოვს", არ ვწუწუნებთ და არ ვუქმნით ერთმანეთს დისკომფორტს.
არ ვსვავთ კითხვას "მალე ჩავალთ" ? თუ შემთხვევით თოვლზე ფეხი დაგიცურდათ, გიდს ნუ უსაყვედურებთ.😀❤️
მივდივართ რათა ახალ წელს შევხდეთ ხალისიან და თოვლიან გარემოში. ბევრი გავერთოთ და ვიმხიარულოთ. უჟმური განწყობა დავტოვოთ თბილისში😊.
✨️არ გამოვთქვავთ პრეტენზიებს მუსიკებზე, თუ არ მოგწონთ შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ თქვენი "ფლეი ლისთიც".
✨️ტური არის ჯგუფური ამიტომ ვითვალისწინებთ ერთმანეთის ინტერესებს.
✨️ვერთობით ყველა ერთად. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ.❤️❤️
⭕️ ვიკრიბებით მეტრო დიდუბის ზედა გამოსასვლელთან. 04:30 წუთიდან. გავდივართ 05:00 საათზე. შეიძლება გასვლი დრო შეიცვალოს. წინასწარ შეგატყობინებთ.
⭕ ხუთი დღით ადრე ტურზე უარის თქმის შემთხვევაში თანხა უკან არ ბრუნდება, რათა ტური არ ჩავარდეს და თქვენს გამო სხვაც არ დაზარალდეს.
☎️599 96 78 96 ეკატერინე
☎️593 50 22 70
სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ.💜
You may also like the following events from მოგზაურთა კლუბი "Travel house":
- This Thursday, 14th August, 02:00 am, სვანეთის ოთხი დღე.( 14/17 აგვისტო) in Nal'chik
- This Thursday, 14th August, 03:00 am, თუშეთის ოთხი დღე.(14/17 აგვისტო) in T'elavi
- This Sunday, 17th August, 07:00 am, შატილი, მუცო, ანატორის აკლდამები.(17აგვისტო) in Vladikavkaz