2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ. გორი, როგორც სტრატეგიული ქალაქი, არაერთხელ დაიბომბა რუსული ავიაციის მიერ. მშვიდობიანი მოქალაქეები და ჟურნალისტები დაიღუპნენ. ომის შემდეგ დღეებში, რუსეთის შეიარაღებული ძალები შევიდნენ გორში და გარკვეული პერიოდი აკონტროლებდნენ ქალაქსა და მის შემოგარენს.
ნაომარი ქალაქის ცენტრში, 2024 წლის 14 სექტემბერს, საქართველოს ხელისუფლების არაფორმალურმა ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ "ჩვენ ბოდიში უნდა მოვუხადოთ ოს სეპარატისტებს". ეს სიტყვები შეურაცხმყოფელია ჩვენი გმირებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის და ჩვენი ღირსებისთვის.
7 აგვისტოს, აგვისტოს ომის 17 წლისთავზე, შევიკრიბებით გორის ცენტრში, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან და კვლავ ამაყად ვიტყვით, რომ ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის, საქართველო აუცილებლად აღადგენს თავის ტერიტორიულ მთლიანობას და მტერს განდევნის თავისი საზღვრებიდან.
პროტესტზე დასწრების მსურველები თბილისში, 7 აგვისტოს, 11:00 საათზე შეიკრიბებიან სპორტის სასახლესთან, საიდანაც ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ერთობა". დღის ბოლოს გორის პროტესტი შეუერთდება თბილისში დაგეგმილ აქციას გმირთა მოედანზე.
ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს "ერთობა" . 6 აგვისტოს 12:00 ამდე დარეგისტრირდით მსურველები მოცემული ბმულის საშუალებით.
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScp-JR-VgSeEPJLYjOCf8VZILP3q4SGRRJcrDaNnAgTFlQmAg/viewform?usp=dialog