Green Zebra: გომისმთა - ტბიყელის ტბა, 15 August | Event in Mtskheta

Green Zebra: გომისმთა - ტბიყელის ტბა

Green Zebra • მწვანე ზებრა

Highlights

Fri, 15 Aug, 2025 at 06:30 am

აჭარა

Advertisement

Date & Location

Fri, 15 Aug, 2025 at 06:30 am - Sun, 17 Aug, 2025 at 10:00 pm (GET)

აჭარა

გიორგი ბრწყინვალის ქუჩა 30, თბილისი, საქართველო, Mtskheta, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

Green Zebra: გომისმთა - ტბიყელის ტბა
სიაში ჩასაწერად აუცილებელია, მოგვწეროთ Green Zebra • მწვანე ზებრას პირად შეტყობინებაში.

იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:
1. ტურს ხელმძღვანელობს გიდი;
2. ტურის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ყველასთვის თანაბრად კომფორტულ გარემოში წარიმართოს ტური;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. დაუშვებელია ნებისმიერი სახის/რაოდენობის ალკოჰოლის წამოღება/მოხმარება;
5. მარშირებისას დაუშვებელია ყურსასმენების გამოყენება.
6. საკვებს შევექცევით ყველა ერთად;
7. ნარჩენებს არ ვტოვებთ;
9. პაპიროზის მოწევა ტრანსპორტში არ შეიძლება 😉 ;
10. ლაშქრობისას დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად იზღუდება საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
11. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა;
12. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.


ფეხით გასავლელი მანძილი და რელიეფი:
• დღე I: 9 კმ. ალპური ბილიკები.
• დღე II: 14 კმ. ალპური ბილიკები.
• დღე III: 15 კმ. ალპური ბილიკები.

• საწყისი სიმაღლე ზღვის დონიდან - 2100მ;
• მაქსიმალური სიმაღლე 2500მ;
• სასრული სიმაღლე 2100მ.

ტურის საერთო სირთულე:
★★★★★ - (რთული)
საშუალოზე რთული რელიეფი, საშუალო მანძილი, მძიმე წონის ბარგი, ღამენათევობა.

გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა(აუცილებელი/სასურველი):
აუცილებელი:
• სალაშქრო ზურგჩანთა (მინიმუმ 50-55 ლიტრიანი)
• კარავი, საძილე ტომარა, საგებელი;
• მზის სათვალე, მზისგან დამცავი საშუალებები;
• ფანარი;
• პირადი აფთიაქი;
• წყალგაუმტარი სალაშქრო ფეხსაცმელი;
• თბილი მოსაცმელი
• გამოსაცვლელი ფეხსაცმელი და წინდები;

სასურველი:
• სალაშქრო ჯოხები;
• გასაბერი საგებელი;
• სალაშქრო გაზქურა;

კვება:
თან უნდა იქონიოთ 3 დღის სამყოფი საკვები. მოიმარაგეთ წინასწარ;
წყალი მინიმუმ 1-1.5 ლიტრი, მარშრუტზე შევსების შესაძლებლობა იქნება;
არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი.

ჯანმრთელობა:
თუ გაქვთ რაიმე სახის ქრონიკული დაავადება (ასთმა, ალერგია, შაკიკი და ა.შ.) აუცილებლად წინასწარ უნდა გვაცნობოთ!
სასურველია თან იქონიოთ ინდივიდუალური აფთიაქი.

რისკები/საფრთხეები:
• აუცილებელი სალაშქრო აღჭურვილობის გარეშე შეკრების ადგილზე მოსული მონაწილე არ დაიშვება ტურზე;
• წინა დღეებში არანორმალურად დიდი ნალექის მოსვლის შემთხვევაში ტური არ შედგება.

ღამისთევა:
კარვებში

ფორსმაჟორი:
ფორსმაჟორულ სიტუაციებში გასვლის ხელმძღვანელი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

შეკრების ადგილი და დრო:
M დიდუბე (ზედა ამოსასვლელი)
15.08.2025
06:00
გასვლის დრო - 06:30. (დაგვიანებულები დარჩებიან დედაქალაქში).

ღირსშესანიშნაობანი:
გომისმთა;
მთა ხინო;
მთა ნარუსალა;
ტბიყელის ტბა;
ხედები აჭარასა და გურიაზე;
ხედები კინტრიშის ხეობაზე;

ფასი:
225 ლარი
მიმღები: შპს „გრინ ზებრა"
GE64TB7346836020100003
დანიშნულება: ტბიყელი

ფასში შედის:
• ტრანსპორტირება;
• საფეხმავლო გამყოლი;
• ღამისთევისათვის საჭირო აღჭურვილობა - კარავი, საძილე, საგებელი (ვისაც არ აქვს);

ფასში არ შედის:
• კვება;


გაითვალისწინეთ, რომ გასვლამდე 5 დღით ადრე სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან ვერ ბრუნდება

• ყველა მონაწილისათვის მეორე გასვლაზე იმოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება;
• მეხუთე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" თეთრი მაისური;
• მეთოთხმეტე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" ცისფერი მაისური;
• ოცდამეორე გასვლაზე საჩუქრად გერგებათ "მწვანე ზებრას" მწვანე მაისური;
• ფასდაკლებით სარგებლობისთვის ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოთ წინასწარ , თანხის ჩარიცხვამდე.

სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა


You may also like the following events from Green Zebra • მწვანე ზებრა:

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

აჭარა, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა 30, თბილისი, საქართველო, Mtskheta, Georgia
Get updates and reminders
Advertisement
Green Zebra: გომისმთა - ტბიყელის ტბა, 15 August | Event in Mtskheta
Green Zebra: გომისმთა - ტბიყელის ტბა
Fri, 15 Aug, 2025 at 06:30 am