მწვანე ზებრა 10 წლისაა.
მოვიდა დრო ზოლიანების დიდი შეკრების და მწვანე ზებრას 10 წლის იუბილის ერთად აღნიშვნის 👣🎵⛺
🔸 შეკრების ადგილი და დრო:
M ისანი
21.06.2025
07:30
გასვლის დრო - 08:00
🔸 ღონისძიების მდებარეობა:
გასვლა იქნება 2 დღიანი, მთაში, წყლის პირას, კოცონით, ბანაკით, საინტერესო აქტივობებით და რაც მთავარია - ზოლიანების დიდი შეკრებით 💚
🔸 სხვა დანარჩენი დეტალები ეტაპობრივად დაემატება ღონისძიების აღწერას.
ტურზე იმოქმედებს მწვანე ზებრას სტანდარტული წესები:
იმისათვის, რომ თქვენი თავგადასავალი იყოს მოწესრიგებული და ორგანიზებული, შევიმუშავეთ ლაშქრობის რეგულაციათა ჩამონათვალი, რომელთა შესრულებაც ყველა მონაწილის ვალია:
1. ტურს ხელმძღვანელობს გიდი თან 8 😎;
2. ტურის მიმდინარეობისას გასვლის ყველა მონაწილე ემორჩილება ტურის ხელმძღვანელს და ასრულებს მის მითითებებს რათა მაქსიმალურად უსაფრთხოდ, ორგანიზებულად და ყველასთვის თანაბრად კომფორტულ გარემოში წარიმართოს ტური;
3. შეკრების ადგილზე არავინ მოდის ნასვამი;
4. ნარჩენებს არ ვტოვებთ;
5. სიგარეტის მოწევა ტრანსპორტში აკრძალულია;
6. დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და ასევე ინდივიდუალური განტვირთვისათვის, შეზღუდულია საუბარი:
ა) პოლიტიკაზე;
ბ) ფეხბურთზე;
გ) რელიგიაზე.
7. შეზღუდულია ლაშქრობაში ცხოველებისა და ფრინველების წამოყვანა;
8. "მწვანე ზებრა" უფლებას იტოვებს ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეცვალოს ტურის მიმდინარეობა.
გასვლაზე საჭირო აღჭურვილობა:
• ზურგჩანთა პირადი ნივთებისთვის;
• კარავი, საძილე, საგებელი (არ ქონის შემთხვევაში ვუზრუნველყოფთ);
• პირადი აფთიაქი;
• თბილი მოსაცმელი;
• არაერთჯერადი მოხმარების პირადი ჭურჭელი;
ადგილმდებარეობა:
ქვაბისხევი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი
გასავლელი მანძილი 2 კმ (ცალი გზა)
ღირებულება:
140 ლარი
ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გიდი (7)
საკარვის ღირებულება
მწვადი
ტორტის ნაჭერი
ბარბექიუსთვის საჭირო საკვები
1ლ ლუდი.
10 წლის სამახსოვრო მაისური
10 წლის სამახსოვრო პინი
კარავი (სურვილისამებრ)
საძილე (სურვილისამებრ)
საგებელი (სურვილისაბერ)
რა აქტივობები იქნება ადგილზე:
ავალონი !
სპორტული აქტივობები (ფეხბურთი, ფრენბურთი, ბადბინტონი, ფრიზბი)
მხიარული გუნდური შეჯიბრაბანი
საღამოს გემრიელი კოცონი
ტორტის ჩაქრობის ცერემონია
მწვადის შეწვა ან დაწვა
უერთიერთმეგობრობის გაცვლა
ჭორაობა
რა არ იქნება ადგილზე:
მწყერზე ნადირობა
თევზაობა
ირემთან სურათები
კარიესის მკურნალობა
ხელშეკრულების გაფორმება ორ ან მეტ პირს შორის
ბრეკეტების შესწორება
სისხლის ჯგუფის დადგენა
შარდის ანალიზზე პასუხი
ცივად ამოყვანა და "ზაზორებში" დასმა
დავარცხნა
სიაში ჩასაწერად მოგვწერეთ "მწვანე ზებრა"-ს შეტყობინებებში
დამატებითი კითხვებისთვის საკონტაქტო პირნი:
598 84 36 50 დავითაუ
558 10 26 16 ირინა
598 36 23 39 ლეონი
You may also like the following events from Green Zebra • მწვანე ზებრა: