აჭარის ინტელექტ-კლუბი წარმოგიდგენთ:
საქართველოს მეცამეტე ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში “ბრეინ-რინგი”, ბათუმი, 26-27 ივლისი 2025 წელი
------------------------------------------------------
ბატონებო და ქალბატონებო,
ა.წ. 26-27 ივლისს ბათუმი კვლავ უმასპინძლებს საქართველოს (ამჯერად უკვე მეცამეტე) ჩემპიონატს ინტელექტუალურ თამაშში “ბრეინ-რინგი” (ქართულ ენაზე).
ფესტივალის პროგრამაშია:
1. ბრეინ-რინგი - ჯგუფური ტურნირი და პლეი-ოფი (ბათუმელი ავტორები)
ჩატარდება 27 ივლისს 11:00 საათზე (ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლე)
2. რა?სად?როდის? - ავტორი: გარსევან ჯორბენაძე. რედაქტორი: გარსევან ჯორბენაძე, ჩატარდება 26 ივლისს 14:00 სააათზე, ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლე!
3. რა?სად?როდის? - ,,ბათუმის 48 ცათამბჯენი" - ავტორები: შალვა ბოჭორიშვილი, ბექა ზივზივაძე, ზაალ ხონელიძე. რედაქტორი: ზაალ ხონელიძე, ჩატარდება 27 ივლისს 14:00 სააათზე, ბათუმის მუხრან ვახტანგაძის სახელობის სპორტის სასახლე!
4. ჯეპარდი - (ავტორები: გარსევან ჯორბენაძე, ნიკო ჭყონია)
ჩატარდება 26 ივლისი 20:00 საათზე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ნინოშვილის 34)
გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე :
https://forms.gle/jf94DpGgGr6kDsqu9
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 15 ივლისი!!
მონაწილეობა ჯეპარდში - 10 ლარი
მონაწილეობა 26 ივლისი რა?სად?როდის?-ში 60 ლარი
მონაწილეობა 27 ივლისი რა?სად?როდის?-ში 60 ლარი
ბრეინ-რინგი უფასოა !!
გისურვებთ წარმატებებს!