მთიანი აჭარა, 15 August | Event in Batumi | AllEvents

მთიანი აჭარა

Georgian Travelers

Highlights

Fri, 15 Aug, 2025 at 10:00 am

ხულო, აჭარა

Advertisement

Date & Location

Fri, 15 Aug, 2025 at 10:00 am - Sun, 17 Aug, 2025 at 11:00 pm (GET)

ხულო, აჭარა

Hotel Anna Palace, შოთა შოთა რუსთაველის ქუჩა, ხულო, საქართველო, Batumi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

მთიანი აჭარა
თავგადასავლები აჭარის მთებში, 3 დღე GT-მეგობრებთან ერთად.

⛰️აჭარის მთების სილამაზე ამოუწურავია. საქართველოს არც ერთ კუთხეში არ მოიძებნება ის სილამაზე, რაც აჭარაშია. აჭარა საქართველოს ყველა კუთხისგან განსხვავდება თავისი სილამაზით, ხალხით, კულტურით და კერძებით.
🏔️ამჯერად გავემგზავრებით თავგადასავლებისთვის, განსაკუთრებული და უცხო სილამაზეების აღმოსაჩენად, ჯიპ-ტურით. ძალიან საინტერესო და შთამბეჭდავი ტური გამოვა.
2025 წლის ეს გასვლა უნდა იყოს დაუვიწყარი

ერთად ვიმოგზაუროთ წარსულსა და აწყმოში. ჩვენთან არ მოიწყენთ, შემოგვიერთდით მხიარული გოგო-ბიჭები.

ხიხანის ციხე:
ეს არის საქართველოში ყველაზე ლამაზი ადგილი, რომელიც საკუთარი თვალით უნდა ნახო. ხიხანის ციხის საოცარი ხედები, ფერები, პეიზაჟები: შეუდარებელია.
-ეს არის საოცრება, ყველაზე ლამაზი ადგილი, რაც კი მინახავს.

ხიხანის ციხის მიმართულებით დაგეგმილი სხვა ტურები, ძირითადად მოიცავს ფეხით 20 კილომეტრამდე მანძილის გავლას, ბარგით, ციხის საბანაკემდე.
ჯიპ ტურის უპირატესობაა, რომ ჩვენ ამ გზას გავივლით მანქანით.

ფეხით სავალი მანძილი, მხოლოდ ციხეზე 2 - 2 კმ. ხიხანის ციხეზე. (ბარგის გარეშე)

⏯️ ჩვენ რამოდენიმეჯერ ვართ ნამყოფი ციხეზე, ვიცით გზაც, კვალიც, სირთულეც, სილამაზეც და გასათვალისწინებელი დეტალები.

⏯️ტურის ძირითადი გეგმა ასეთია:
1 დღე:
თბილისიდან გამგზავრება.
*ახალციხე
*ადიგენი
*ზარზმის მონასტერი
*გოდერძის უღელტეხილი
*მწვანე ტბა
* საბანელას ტბა
* ბეშუმი-დაკოს უღელტეხილი.
* შუამთის ულამაზესი ტბები.
* ხიხანის ციხის ულამაზესი ხედები.
* სოფელი ხიხაძირი. (ღამისთევა საოჯახო სასტუმროში)

2. დღე
*ხიხანის ციხე.
*ბაკოს ჩანჩქერი
*ყარაგიოლის ტბები
დაბრუნება სასტუმროში.

3 დღე

*დაბრუნება თბილისში სხვა გზით, სხალთის ხეობით.
* სხალთის მონასტერი
* თამარის, ქვის თაღიანი ხიდი.
* ვფიქრობ სიურპრიზად განახოთ ერთი უცნობი და ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი.
* ხულო
* სოფელი თაგო. ( საბაგირო 1720 მეტრი საყრდენების გარეშე. ამ წუთას რემონტშია და არ მუშაობს)
* ბეშუმი
*თბილისში ჩამოსვლა 23:00- საათზე (თუ გზად არ შევფერხდით).

🛄ანუ ასე დავიწყებთ ტურს: გამგზავრება თბილისიდან ახალციხის მიმართულებით, საიდანაც გადავდივართ ადიგენის რაიონში.
ზარზმის მონასტრის გავლით, დავიწყებთ ასვლას გოდერძის უღელტეხილზე.
გოდერძის უღელტეხილის გზა არის გამწვანებული, ფოთლოვან და წიწვოვან ტყეში ჩაფლული. ამ ტყის გავლის შემდეგ ავდივართ ალპურ ზონაში, სადაც უკვე ხეები თითქმის აღარ გვხვდება.
გოდერძის უღელტეხილიდან გადავუხვევთ სამი მიმართულებით: მარჯვნივ მწვანე ტბაა, მარცხნივ ბეშუმი.
ფოტო სესიის შემდეგ გზას გავაგრძელებთ მესამე მიმართულებით, ხიხაძირისკენ, ალპური მთის გადავლით და ჩავალთ შუამთის ტბებთან.

ეს გზა არის საკმაოდ ლამაზი და შთამბეჭდავი. ამ გზას გავივლით დელიკით.

ციხეზე სავალი გზა არ აღემატება 2 კილომეტრს. აქედან ერთ კილომეტრზე მეტი არის ციცაბო აღმართი, რომელზეც მოწყობილი არის ზიგზაგურად ბილიკი.
პირველივე შემხვედრ კოშკთან ყველა გავჩერდებით, დაველოდებით ერთმანეთს და მთავარ, დედა ციხეზე ავალთ ყველა ერთად.

კომპლექსი შედგება რამოდენიმე კოშკისგან, ეკლესიის, მარანის, საცხოვრებელი ოთახების ნანგრევებისგან.
სავარაუდოდ იქ გავჩერდებით ერთი საათი, და საშუალება გვექნება ათასი ფოტოს გადასაღებად. ტურის ყველა მონაწილე ორგანიზებულად დავიწყებთ ციხიდან ჩამოსვლას. დაბლა ვისადილებთ.

✝️სხალთის მონასტერი ძალიან მომწონს. აჭარის რეგიონში ასეთი სახით შემორჩენილი ეკლესია სხვა არ გვხვდება. ურჯულო მტერმა, აჭარაში მთლიანად დაანგრია ქრისტიანული ტაძრები. ქრისტიანთა უმრავლესობა დახოცა, ზოგი გაამუსულმანა და ზოგმაც თავი შეაფარა საქართველოს სხვა კუთხეებს.

სხალთის მონასტრის შემდეგ გზად ვნახავთ თამარის ხიდს და ავალთ ხულოში.
🚡ხულოში არის საინტერესო საბაგირო, რომლის სიგრძეც არის 1720 მეტრი, სიგრძით მეორეა მთელს ევროპაში. საბაგიროდან გადაშლილი ხედები და სანახაობა უჩვეულოა. ეს არის ციდან დანახული ხულოს სოფლები.
ეფექტურია და დასამახსოვრებელი. 🚠
(ამჟამად დაკეტილია)

თბილისისკენ მომავალი გზა არის გრძელი, დამღლელი. აჭარიდან გამოვალთ დროულად, რომ თბილისში ჩამოსვლისას არ გადავაცილოთ 23:00 საათს.

❇️ჩვენი მოგზაურობა რომ იყო საინტერესო, უსაფრთხო, მხიარული და ყველასთვის სასიამოვნო, ამისთვის არ ვაწესებთ არანაირ წესებს, კანონებს და შეზღუდვებს. ყველა ვემორჩილებით საერთო ადამიანურ ზნეობას, წესებს და ურთიერთგაგებას.

👫ნებისმიერ საკითხში და გასაჭირში "ყველა ერთისთვის, ერთი ყველასათვის" ვმოქმედებთ. ეს გასვლა გვჭირდება გახარებისთვის, სულიერი სიმშვიდისათვის, მაქსიმალური სიამოვნებისათვის და საუკეთესო მეგობრების შეძენისათვის.

გასათვალისწინებელია: ხიხანის ციხეზე არ არის სასმელი წყალი🥛. წყაროზე ყველა აავსებს ერთ ბოთლ წყალს და წამოიღებს თან.
ციხის ბილიკი არის ტყიანი, მზე ძალიან არ შეგვაწუხებს, თუმცა ხიხანის ციხეზე მზე 🌞მაგრად იკბინება, გაითვალისწინეთ.
ტურზე აუცილებად იქონიეთ
❗საწვიმარი,
ფანარი,
თბილი ქურთუკი,
მზის ქუდი,
სათვალე,
მზის დამწვრობისგან დამცავი მაზი.
ბოტასები ან სალაშქრო ბათინკი.
პლედი

⚠️ ციხეზე ავდივართ ბარგის გარეშე, მსუბუქად. მხოლოდ წყალი და ფოტო აპარატები.
ბარგი ზურგით სათრევი არ გვაქვს არსად.

საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად.
იმისათვის, რომ უაზროდ არ დავკარგოთ დრო, არ გავაჩერებთ ტრანსპორტს სუპერმარკეტებში.
ყველა პროდუქტი იყიდეთ წინა დღეებში!!!

⚠️ტრანსპორტი გაჩერდება მხოლოდ ლამაზ ადგილებში ფოტოების გადასაღებად.
(ტურებზე, გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ აფერხებენ ჯგუფის წევრებს მაღაზიაში გადასული არაპუნქტუალური ადამიანები.)

❗აუცილებლად იქონიეთ პირადობის მოწმობები. უნდა გავიაროთ სასაზღვრო კონტროლი და მოგვცენ ნებართვა ქართველმა მესაზღვრეებმა, ხიხანის ციხეზე ასასვლელად.
ხიხანის ციხე არის თურქეთის საზღვრის პირას.

ტურის ღირებულება არის 190 ლარი, რომელშიც შედის ორი ღამე სასტუმრო.
სასტუმროში შეგიძლიათ შეუკვეთოთ კვება, თანხის დამატების შემთხვევაში.

შეკრების ადგილი:
ველოსიპედთან.
შეკრების დრო: 15 აგვისტო პარასკევი 10:00 სთ.

უკან დაბრუნების დრო: 17 აგვისტო, კვირა. 23:00 სთ.

🏕️შემოგვიერთდით, მოიწვიერთ მეგობრები.

დამატებითი ინფორმაციისათვის მომწერეთ აქ, ან დამირეკეთ 595 90 70 33
GT-მეგობრები.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

To stay informed about ticket information or to know if tickets are not required, click the 'Notify me' button below.

Advertisement

Nearby Hotels

ხულო, აჭარა, Hotel Anna Palace, შოთა შოთა რუსთაველის ქუჩა, ხულო, საქართველო, Batumi, Georgia
Get updates and reminders

Host Details

Georgian Travelers

Georgian Travelers

Are you the host? Claim Event

Advertisement
მთიანი აჭარა, 15 August | Event in Batumi | AllEvents
მთიანი აჭარა
Fri, 15 Aug, 2025 at 10:00 am