👑ორგანიზატორი: მოგზაურთა და მოლაშქრეთა კლუბი "მზერა" / Travelers and Hiking Club "Mzera"
🌐რეგიონი: მცხეთა-მთიანეთი, ხევსურეთი, არხოტი
⏳️ხანგრძლივობა: 2 დღე, ღამისთევა კარვებით
⚧️კატეგორია: ჯიპ ტური, მცირედ საფეხმავლოც
👌სირთულე: მარტივი
👣ფეხით გასავლელი მანძილი:
✅️პირველი დღე - დაახ. 5 კმ. - სწორი გზა, ბარგის გარეშე
✅️მეორე დღე - 4კმ ბარგის ტარების გარეშე
🎉ღირშესანიშნაობები:
🟢არხოტის უღელტეხილი, ყველაზე მაღალი საავტომობილო უღელტეხილი საქართველოში (2973მ),
🟢არხოტის უძველესი სოფლები - ახიელი, ამღა, ჭიმღა
კოშკებით და სალოცავებით.
🟢არხოტის ულამაზესი ბუნება და ხედები კავკასიონზე და მის პარალელურ ქედებზე.
🟢მდინარე ასას ხეობა
💰ფასი:
170 ლარი (ღამისთევა კარავში)
↪️ფასში შედის: ტრანსპორტირება დელიკებით, გიდის მომსახურება, აღჭურვილობის ნაწილი, ვისაც არ აქვს. ( კარავში ღამისთევისთვის)
❌️ფასში არ შედის :
საკვები, მოგვაქვს ინდივიდუალურად.
საოჯახო სასტუმრო ( ვისაც სურვილი აქვს სასტუმროში ღამისთევის) -
70 ლარი ( ღამისთევა საოჯახო სასტუმროში)
90 ლარი ( სასტუმრო საუზმით)
130 ლარი ( სასტუმრო ორჯერადი კვებით)
👉შენიშვნა - ტურზე ადგილის დასაჯავშნად აუცილებელია წინასწარ ბეს სახით 50 ლარის დარციხვა. დანარჩენი თანხა ირიცხება ქვემოთ მოცემულ ვადაში.
⛅️ამინდი: შედგება იმ შემთხვევაში, თუ არ იქნება ამინდის მკვეთრი გაუარესება და საფრთხე არ შეექმნება უსაფრთხო გადაადგილებას.
🕧გასვლის დრო და ადგილი:
რუსთავი - სუპერმარკეტი "მადაგონი" (შარტავაზე) - 06:00,
თბილისი - სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია, სპარის გვერდით - 07:00
🙏ტურზე წამომსვლელთათვის აუცილებელი აღჭურვილობა:
კარავში ღამისთევისთვის - კარავი, საძილე, პარალონი
ვიცმევთ სალაშქროდ და მსუბუქად. თან იქონიეთ თბილი სამოსი, ღამით საკმაოდ ეციება
ასევე - საწვიმარი, ქუდი, თბილი მოსაცმელი, მზის საცხი, სათვალე. გამოსაცვლელი სამოსი და პირადი მოხმარების ნივთები.
👍სასურველია თან იქონიოთ სალაშქრო ჯოხები, ფანარი,
ინდივიდუალური აფთიაქი.
☝️გაფრთიხლება:
🚫არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამი
❌️კატეგორიულად იკრძალება ტრანსპორტში მოწევა და ალკოჰოლის მიღება
❌️არ ვყრით ნაგავს, არ ვბილწსიტყვაობთ.
❌️არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე. რელიგიაზე
🚫დაუშვებელია მარშირებისას ალკოჰოლის დალევა და მარშუტიდან თვითნებური გადახვევა და გაჩერება, ცალკე -ცალკე ჯგუფებად სიარული.
✳️საკვებად და შესასვენებლად ვჩერდებით ყველა ერთად.
👉ვემორჩილებით ორგანიზატორს, რომელიც წარმოადგენს უზენაეს და პასუხისმგებელ პირს. ყოველი მისი გადაწყვეტილება მისაღები უნდა იყოს ყველასთვის.
⚠️⚠️⚠️☝️☝️☝️კატეგორული გაფრთხილებაა - არავინ ვაგვიანებთ!!!! - წინააღმდეგ შემთხვევაში ორგანიზატორი უფლებას იტოვებს მოიხსნას ყოველგვარი პასუხისმგებლობა ნებისმიერ დამრღვევზე
🙏ფორსმაჟორული სიტუაცია:
ასეთ შემთხვევაში ტურის ორგანიზატორი იტოვებს უფლებას წინასწარი შეთანხმების გარეშე შეცვალოს მარშრუტის მიმდინარეობა ან სულაც შეწყვიტოს გასვლა თუ რომელიმე მონაწილის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
✴️გადახდა:
🔸️თანხის გადახდა ხდება ბარათზე დარიცხვით ,“საქართველოს ბანკი“, ანგარიშის ნომერზე: GE92BG0000000101180145 .
მიმღები თ. კეკენაძე.
ტურზე ადგილის დასაჯავშნად აუცილებელია წინასწარ ბეს სახით 50 ლარის დარციხვა. დანარჩენი თანხა ირიცხება ქვემოთ მოცემულ ვადაში.
ჩარიცხვის შემთხვევაში მოგვწერეთ შეტყობინება მითითებულ ნომერზე ან “მზერას“ ფეისბუქ გვერდზე. ტურის წინ კი წამოადგინეთ ქვითარი ან მისი სქრინი. ჩარიცხვის ბოლო ვადაა 30.07.25
ტურის საბოლოო სიაში ჩაიწერებით მხოლოდ გადახდის შემდეგ.
☝️გაითვალისწინეთ, რომ სიიდან ამოწერის შემთხვევაში გადახდილი თანხა უკან არ ბრუნდება!
☎️ტელ: 555 27 54 79, 599 96 89 51, 574 00 55 16
You may also like the following events from მოგზაურთა და მოლაშქრეთა კლუბი "მზერა" / Travelers and Hiking Club "Mzera":
Also check out other
Trips & Adventurous Activities in Vladikavkaz.