📚14 ნოემბერს Tbilisi Book Days 2025-ის ფარგლებში გაიმართება აზროვნების აკადემიის გამომცემლობის ახალი წიგნის - „გახსოვდეს გამოკვებო შენი ზღვის ცხენი“ - პრეზენტაცია.
✍️ამ წიგნში ბავშვთა ფსიქოლოგი შარლოტე ბიერეგაარდი და ფიზიოთერაპევტი პერნილე თომსენი გვიზიარებენ თავიანთ მრავალწლიან გამოცდილებას სტრესით დაზარალებული ბავშვებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერის სფეროში. ისინი გვთავაზობენ პრაქტიკულ რჩევებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც დაგეხმარებათ დატვირთული ყოველდღიურობის გაუმჯობესებაში.
სამყარო ხმაურობს, დღევანდელი ცხოვრების რიტმი სწრაფია, მოთხოვნები დიდია და ეს ხშირად მოუსვენრობასა და სტრესს იწვევს როგორც ტვინში, ისე სხეულში. რა ხდება სინამდვილეში ტვინში, როდესაც სტრესს განვიცდით? როგორ აისახება ჩვენს სხეულზე და როგორ შეგვიძლია ამ მდგომარეობის შემსუბუქება?
ზღვის ცხენი ანუ ჰიპოკამპუსი ტვინის ის ნაწილია, რომელიც სტრესის დროს იკუმშება და განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. ეს წიგნი დაგეხმარებათ გაიგოთ, როგორ გამოკვებოთ და გააძლიეროთ თქვენი ზღვის ცხენი.
🟢წიგნი გამოიცა დანიის კულტურის ინსტიტუტის თანაპარტნიორობით.
წიგნს წარადგენენ:
გვანცა მგალობლიშვილი, მარიამ ტურძილაძე (აზროვნების აკადემიის გამომცემლობა) და თამარ კაკუბავა (დანიის კულტურის ინსტიტუტი).
🕒 პრეზენტაცია დაიწყება 15:00 საათზე
📍 მისამართი: ექსპო ჯორჯია, წერეთლის გამზირი 118
✅ პრეზენტაციაზე დასწრება თავისუფალია
You may also like the following events from აზროვნების აკადემიის გამომცემლობა: