💭გაინტერესებს, როგორ იქმნება წარმატებული სტუდენტური პროექტი?
როგორ ჩამოაყალიბოთ იდეა, განსაზღვროთ მიზნები, დაგეგმოთ ბიუჯეტი და მოამზადოთ სრულფასოვანი განაცხადი სტუდენტური პროექტების დაფინანსების საუნივერსიტეტო პროგრამისთვის?
🎓მაშინ შემოგვიერთდი ვორქშოპზე „პროექტის წერის ხელოვნება“, რომელიც სპეციალურად თსუ-ის სტუდენტებისთვის ტარდება.
📣 თსუ-ს სტუდენტური გაერთიანება „სხივი“, უნივერსიტეტის სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით, გიწვევთ ერთდღიან ვორქშოპზე „პროექტის წერის ხელოვნება“ - შეხვედრაზე, რომელიც დაგეხმარება შენი იდეის გარდაქმნაში რეალურ, განხორციელებად პროექტად.
📝ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან პროექტის შექმნის სრულ პროცესს:
👉როგორ იქმნება იდეიდან განაცხადამდე სრულყოფილი პროექტი;
👉როგორ ფორმულირდება მიზანი, ამოცანები;
👉როგორ იწერება სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი;
👉როგორ წარადგინო შენი პროექტი სტუდენტური პროექტების დაფინანსების კომისიის წინაშე.
🔵გარდა თეორიული ნაწილისა, შეხვედრა მოიცავს პრაქტიკულ ჯგუფურ ნაწილს, რომლის დროსაც სტუდენტები თავად იმუშავებენ მცირე პროექტის კონცეფციაზე და ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნიან მის სტრუქტურას.
🎓ვორქშოპს გაუძღვება სტუდენტური პროექტების დაფინანსების კომისიის თავმჯდომარე, სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი, გიორგი გრიგოლაშვილი, რაც მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, მოისმინონ რჩევები ადამიანისგან, რომელსაც პირდაპირი შეხება აქვს სტუდენტური პროექტების შეფასებასთან.
📅 თარიღი: 6 დეკემბერი
🕒 დრო: 12:00
📍 ადგილმდებარეობა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
👥 მონაწილეობა შეუძლია თსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერ სტუდენტს.
🎓 შეხვედრის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
❗მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია, ამიტომ იჩქარე, შეავსე ფორმა.
📆რეგისტრაცია გრძელდება 20 ნოემბრის ჩათვლით.
📝სარეგისტრაციო ფორმა:
https://forms.gle/7CVNPY2mLcJzNbaX8
You may also like the following events from სხივი • Skhivi: