📣 ტურისტული კომპანია Dgl Tours | დი ჯი ელი
გთავაზობთ ერთდღიან პილიგრიმულ ტურს
🕊 1 ნოემბერს – 45 ლარად!
ეს არის სულიერი და ისტორიული მოგზაურობა, რომელიც აერთიანებს რწმენას, ტრადიციებსა და საქართველოს უძველეს სიწმინდეებს. 🌿
გზად გავივლით და მოვინახულებთ:
✔️ შავნაბადას წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი – XII საუკუნის სიწმინდე
ლეგენდის თანახმად, ღამით ამ ადგილას ჩნდებოდა შავი ნაბადით მოსხმული მხედარი – წმინდა გიორგი, რომელიც თეთრ რაშზე ამხედრებული მტერს მუსრს ავლებდა. სწორედ ამ სასწაულის გამო უწოდეს მონასტერს „შავნაბადა“.
✔️ კოდის წმინდა ნინოს დარბაზული ეკლესია (1879 წ.) – XIX საუკუნის ულამაზესი არქიტექტურული ნიმუში და მადლით სავსე სალოცავი.
✔️ მუხათი – ანა ბაჯის საფლავი – ქალი, რომელიც ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე ძლიერი ქართველი მოჭიდავე, ვისი ძალაც ვერც ერთმა მამაკაცმა ვერ დაამარცხა. იგი სიმტკიცისა და შეუპოვრობის სიმბოლოდ იქცა.
✔️ მუხათის ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ტაძრები – სულიერი სიმშვიდის ადგილები.
✔️ სოფ. წერაქვი – მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმი – ქართველი მწერლის ცხოვრებისა და შემოქმედების სახლ-მუზეუმი.
✔️ ქვემო წერაქვის სამონასტრო კომპლექსი – შუა საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია, XII–XIII საუკუნეების ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, სამრეკლო, მარანი და გალავანი.
⭕️ გთხოვთ, გაითვალისწინოთ შემდეგი პირობები:
➡️ არ ვაბინძურებთ გარემოს და ტრანსპორტს ♻️
➡️ არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტრანსპორტში 🚫
➡️ არ ვიკვებებით ტრანსპორტში – კვებისთვის იქნება გაჩერება 🍞
➡️ არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე
➡️ ჩავიცვათ ტურისთვის შესაფერისად: კომფორტული ფეხსაცმელი და საწვიმარი ☔️
➡️ ვემორჩილებით გიდს!
🛑 აღნიშნული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, გიდი იხსნის პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე.
⭕️ ტურის საფასურში შედის:
• მგზავრობა კომფორტული 20-ადგილიანი მიკროავტობუსით
• პროფესიონალი გიდის მომსახურება
❌ ღირებულებაში არ შედის:
• კვება (მოგვაქვს 1 დღის საკვები)
🕗 გასვლის დრო:
08:00 სთ. დილა
📍 გასვლის ადგილი: თბილისი, სასტუმრო „რედისონი“ – ველოსიპედის ძეგლი
➡️ადგილების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით წინასწარ!
გაგიგზავნით საბანკო ანგარიშის ნომრებს ტურის საფასურის ჩასარიცხად.
💳 ჩარიცხვისას მიუთითეთ: სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი.
🛑 თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას, თანხა არ ბრუნდება!
(თანხა ბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ტური გაუქმდება ფორსმაჟორული მიზეზით.)
➡️ დაგვიკავშირდით:
📞 597 537 979 – თამარი (WhatsApp)
📞 598 181 972 – თამარი (Viber)
⭕️შემოგვიერთდით და ერთად აღმოვაჩინოთ რწმენისა და გმირობის გზები!
#dgltours #discovergeorgialand #პილიგრიმულიტური #შავნაბადა #მუხათი #წერაქვი #კოდა #წერაქვი
You may also like the following events from Dgl Tours:
- Next Thursday, 23rd October, 04:00 am, სტამბოლი, პრინცების კუნძულები; ბუიუკ ადა და კინალიადა ოთხდღიანი ტური in Istanbul
- This month, 28th October, 08:30 am, კახეთი და ქიზიყი, ნინოწმინდის მონასტერი, სიღნაღი, ბოდბე ერთდღიანი ტური in T'elavi
- Next month, 18th November, 03:00 am, სტამბოლი და პრინცების კუნძულები, ოთხდღიანი ტური in Istanbul