გაინტერესებს ადამიანის გონება, გრძნობები და ქცევა? გსურს ფსიქოლოგიის საფუძვლების შესწავლა ინტერაქტიულად და პრაქტიკული გამოცდილებით? ეს კურსი შენთვისაა!
🎯 ვისთვის არის კურსი?
• ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანისთვის, ვინც ფსიქოლოგიით არის დაინტერესებული;
• მათთვის, ვისაც სურს პროფესიის შეცვლა ფსიქოლოგიით და არ იცის საიდან დაიწყოს ცოდნის მიღება;
• თბილისის გეშტალტ ინსტიტუტისა და ფსიქოთერაპიის რომელიმე მიმართულების ინსტიტუტის სტუდენტთათვის და მომავალი სტუდენტებისთვის, რომლებიც ისწრაფვიან ზოგადი ფსიქოლოგიური განათლების მიღებისა და სამაგისტრო საფეხურისთვის მომზადებისკენ
რატომ უნდა აირჩიონ სტუდენტებმა ეს კურსი?
ეს კურსი უნიკალური შანსია მათთვის, ვისაც სურს არა მხოლოდ თეორიის მოსმენა, არამედ პირადი გამოცდილებისა და პრაქტიკული აქტივობების საშუალებით ფსიქოლოგიის სწავლა. სწავლების პროცესში გამოყენებულია ინტერაქტიული მეთოდები: როლური თამაშები, ჯგუფური დისკუსიები, ქეისების ანალიზი, სიმულაციები და მინი-კვლევები, რაც ხელს უწყობს ცოდნის ღრმად ათვისებას და რეალურ ცხოვრებაში გამოყენებას.
💡 რატომ არის კურსი უნიკალური?
ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ხშირია ზედაპირული ან ერთმხრივი კურსები. ჩვენი კურსის გავლის შემდეგ სტუდენტი:
• გაეცნობა ფსიქოლოგიის ისტორიულ განვითარებას, ძირითად თეორიებსა და თანამედროვე მიმართულებებს;
• შეძლებს ადამიანის ტვინისა და ნერვული სისტემის სტრუქტურებისა და ფუნქციების ახსნას და მათ ქცევასა და ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებას;
• გაითავისებს პიროვნების, კოგნიტური, ემოციური და სოციალური განვითარების ძირითად მოდელებს;
• ახსნის სწავლების, მეხსიერებისა და მოტივაციის პროცესებს და შეძლებს მათი დაკავშირებას ყოველდღიურ ქცევასთან;
• ამოიცნობს სოციალური გავლენის, ჯგუფური დინამიკისა და სტრესის როლს ინდივიდისა და საზოგადოების ცხოვრებაში;
• გაეცნობა ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოპათოლოგიის ძირითად ცნებებს და DSM-5-ICD-11 კლასიფიკაციებს, შეძლებს ძირითადი აშლილობების ამოცნობასა და აღწერას;
• დაეუფლება ფსიქოლოგიური კვლევის ძირითადი მეთოდების გამოყენებასა და ეთიკური სტანდარტების გათვალისწინებას.
👩🏫 ლექტორები:
ლანა რუაძე – კლინიკური ფსიქოლოგი, პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი
მარიამ მაჭავარიანი – ფსიქოლოგი, თბილისის სამედიცინო აკადემიის მოწვეული ლექტორი, პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტი
🕒 ხანგრძლივობა: 11 თვე (თვეში 1 მოდული)
📅 კურსის დაწყების თარიღი: 24 იანვარი, 2026
⏰ გრაფიკი: შაბათ-კვირას, 3–4 საათი თითო შეხვედრა
💲ფასი: 2400 ლარი, გადახდის მოქნილი გრაფიკით
👩🎓კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი
🔗კურსის დეტალური აღწერა:
https://tbilisigestalt.ge/wp-content/uploads/2025/10/Introduction-to-Psychology.pdf
📄რეგისტრაცია:
https://forms.gle/bH9VkSxppwrtVTi17
📞 დამატებითი დეტალებისთვის: მოგვწერეთ პირადი შეტყობინება
You may also like the following events from Tbilisi Gestalt Institute: