გიწვევთ პროფესიულ სემინარზე, რომელიც მიეძღვნება სექსუალობასთან მუშაობის საკითხებს გეშტალტ თერაპიის ფარგლებში.
სემინარი განკუთვნილია:
• პრაქტიკოსი გეშტალტ თერაპევტებისთვის
• გეშტალტ თერაპიის პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის
📝 სემინარის პროგრამა:
• გეშტალტ მიდგომა და სექსუალური ორიენტაციის საკითხები.
• ეროტოფობიის (გენოფობიის) გაგება და მასთან მუშაობის სტრატეგიები გეშტალტ-მიდგომაში. მოდიფიკაციის მექანიზმების სპეციფიკა კონტაქტის ციკლში და მათთან მუშაობის ექსპერიმენტები.
• სხეულის დისმორფული აშლილობის (სხეულის შერცხვენა) დამუშავება ინტერპერსონალური და სექსუალური ურთიერთობების კონტექსტში გეშტალტ-თერაპიის პოზიციებიდან. გინგერის პენტაგრამის და სხვა გეშტალტ ინსტრუმენტების გამოყენება.
🗓️ სემინარის ჩატარების ფორმატი:
• ლექციების, პრაქტიკული სავარჯიშოების, ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის კომბინაცია.
• კლინიკური შემთხვევების განხილვა და სუპერვიზია.
• უნარ-ჩვევების პრაქტიკა მცირე ჯგუფებში.
👤 სემინარის წამყვანი: ევგენი რიაბოი (უკრაინა)
• ფსიქოლოგიის მაგისტრი, ლექტორი, საერთაშორისო ტრენერი (EAGT, EAP).
• ავტორი წიგნისა „კლინიკური გეშტალტ თერაპია“. ("სტატუსის" გამომცემლობა, 2023 წელი, უკრაინულად და აშშ-ში "The Gestalt Journal Press"-ის გამომცემლობა, 2025 წელი, ინგლისურ ენაზე).
• საერთო სამუშაო გამოცდილება ინდივიდუალურ, წყვილთა და ჯგუფურ ფსიქოთერაპიაში - 16 წელი.
• მან შეისწავლა სექსოთერაპია გეშტალტ მიდგომით ბრიჯიტ მარტელთან, მარტინ მასონთან და ჟან-ფრანსუა გერვესთან.
💰 სემინარის ღირებულება: 290 ევრო
📅 ჩატარების თარიღი: 31 ოქტომბერი, 1, 2 ნოემბერი
📞 დეტალებისთვის: დარეკეთ 555330177 ან მოგვწერეთ პირადი შეტყობინება.
You may also like the following events from Tbilisi Gestalt Institute: