კვირას, 16 ნოემბერს, 15:30 საათზე კავკასიის უნივერსიტეტში გაიმართება საავტორო ტურნირი — "Twilight Zone".
ტურნირი წარმოადგენს დიდი სლემის გათამაშების ეტაპს და მინიჭებული აქვს "მასტერს-75" კატეგორია.
რეგისტრაცია დაიწყება 15:00-ზე.
კითხვების ავტორები (36 შეკითხვა): ირაკლი ლორთქიფანიძე, დავით ჟორჟოლიანი, თინათინ კუპრაშვილი, სიმონ ნატრაძე.
წამყვანი: დავით ჟორჟოლიანი
რეგისტრაციის ფორმა ივსება 14 ნოემბრის 23:59-მდე:
https://forms.gle/DA4igqfAbDX9ARoW7
მონაწილეობის გუნდური შესატანია 72 ლარი.
გუნდებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ 16 ნოემბრის ორივე საავტორო ტურნირში, ჯამური შესატანი იქნება 120 ლარი (60+60).
ანგარიშსწორება მოხდება ტურნირის დაწყების წინ ქეშით ან წინასწარ გადარიცხვით ანგარიშზე:
თიბისი: GE66TB0600000050467403
საქართველოს ბანკი: GE55BG0000000953775600