📣 აზროვნების აკადემიაში მიმდინარეობს რეგისტრაცია სალონური საუბრების ციკლზე: მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფია
👉 „აზროვნება არის ჩუმი საუბარი ღმერთთან წარსული შეხვედრების შესახებ. ანუ ეს არის სიტუაცია, როდესაც რაღაც ხელახლა იბადება, თავისი თავის იგივეობრივი, მაგრამ განახლებული, აღორძინებული. აღორძინება, გაცოცხლება ხდება ფორმების სამყაროში.“
— მერაბ მამარდაშვილი
📚 ციკლის მიმდინარეობისას განვიხილავთ:
🔸 მერაბ მამარდაშვილის ცხოვრების გზას, ფილოსოფიურ ხედვებსა და იმ გავლენას, რომელიც მან მოახდინა ქართულ ცნობიერებასა და ფილოსოფიურ აზროვნებაზე;
🔸 სამყაროს შემეცნების ფილოსოფიურ პერსპექტივებს;
🔸 მამარდაშვილის პირადი ჩანაწერების მიხედვით ფილოსოფიის თავისებურებებს;
🔸 ცნობიერების, ყოფიერებისა და დროის საკითხებს მამარდაშვილის ფილოსოფიური პრიზმით.
📚 ციკლში შემავალი თემები:
🔹 ანა ქირია — „ფილოსოფია, როგორც მოქმედება და ცხოვრებისეული მოვლენა“
🔹 მირიან ებანოიძე — „სამყაროს შემეცნების ფილოსოფიური პერსპექტივები მერაბ მამარდაშვილის ფილოსოფიურ პრიზმაში“
🔹 ანდრო დგებუაძე — „ვიცი, გარდა იმისა, რაც ვიცი“
🔹 ლაშა ხარაზი — „ფილოსოფიის თავისებურება მამარდაშვილის პირადი ჩანაწერების მიხედვით“
🔹 თეიმურაზ თათარიშვილი — მამარდაშვილის ლექციები პრუსტზე ( ცნობიერების ტოპოლოგია)
📅 დაწყების თარიღი: 1 ოქტომბერი
📅 შეხვედრები გაიმართება: ოთხშაბათობით, 20:00 საათზე
⌛ შეხვედრის ხანგრძლივობა – 2 საათი
💻 დასწრება შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ ფორმატშიც
🔖 მოსწავლეებისთვის და ბაკალავრის სტუდენტებისთვის (22 წლის ჩათვლით) მოქმედებს 25%-იანი ფასდაკლება
🔖 ციკლის ღირებულება – 185₾
🍰 შეხვედრაზე დაგხვდებათ ფურშეტი და სასიამოვნო გარემო
📍 მისამართი: იოსებიძის 57
✅ რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
https://cutt.ly/vrVmGxVB
☎ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 0322 15 15 40
You may also like the following events from აზროვნების აკადემია / The Thinking Academy: