28 სექტემბერი მეზობლობის საერთაშორისო დღეა 🎉
ეს დღესასწაული კი საქართველოში, უკვე მეორედ, სითიქომთან ერთად აღინიშნება 🫂
მეზობლობის საერთაშორისო დღეს თბილისში, წითელ ბაღში შეგიძლია შენს მეზობლებთან, მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად გაატარო, მხარი დაუჭირო შენს უბანს და ისიამოვნო🌟
მეზობლობის დღე წითელ ბაღში აქტივობებით სავსე იქნება, შენ შეძლებ ⤵️
◽️ ისიამოვნო ჯგუფი "არას" კონცერტით
◽️ დააგემოვნო გემრიელი კერძები & სასმელი
◽️ ააშენო შენი უბნის მაკეტი შენს უბნელებთან ერთად
◽️ ითამაშო ძველი ეზოს თამაშები პატარა მეზობლებთან ერთად
◽️ ჩაერთო პარტნიორი კომპანიების აქტივობებში და მიიღო სიურპრიზები
◽️ გადაიღო სამახსოვრო ფოტოები
✨ ღონისძიების წამყვანები თბილისის მთავარი მეზობლები - თამუნა ნიკოლაძე და თათული ედიშერაშვილი იქნებიან
გელოდებით 28 სექტემბერს წითელ ბაღში, ერთად ვიზეიმოთ მეზობლობა 🫧