🎬 კინოჩვენება და დებატები — სამართლისა და სინდისის ზღვარზე! 📣📣
📚 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის საზოგოებასთან ურთიერთობისა და კულტურის დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება პროექტი „კინოჩვენება“ — ინიციატივა, რომელიც აკადემიურ სივრცეში აერთიანებს კინოს, სამართალსა და დისკუსიას.
📌 ფილმი: Shattered Island
ეს დრამატული და ინტელექტუალური ფილმი გვთავაზობს რთულ სამართლებრივ დილემას:
„სამართლიანობა არ შეიძლება მიღწეულ იქნას ტყუილზე აგებული რეალობით.“
ფილმი ასახავს იურიდიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების როგორც ძლიერ, ასევე პრობლემურ მხარეებს — და სწორედ ამაზე დაიწყება მსჯელობა კინოჩვენების შემდეგ.
🌟 ფილმის დასრულების შემდეგ გაიმართება დებატები, სადაც სტუდენტები დაიყოფიან ორ ჯგუფად. თითოეულ ჯგუფს მიეცემა 10 წუთი, რათა არგუმენტებით ან მხარი დაუჭირონ ფილმის ძირითად იდეას, ან კი დაუპირისპირდნენ მას.
⚖️ ნაფიცი მსაჯულები — დებატების შეფასება და საბოლოო გადაწყვეტილების მიღება დაევალებათ ნაფიც მსაჯულთა ჯგუფს, რომელიც შემთხვევითობის პრინციპით შეირჩევა წინასწარ დარეგისტრირებული 60 მონაწილე. ისინი მოისმენენ ორივე მხარის არგუმენტებს და მხარს დაუჭერენ იმ პოზიციას, რომელიც მათთვის უფრო დამაჯერებელი და სამართლიანია.
არჩეულ ნაფიცმსაჯულებს ინფორმაცია მეილზე გაეგზავნებათ.
🎓 დებატებში მონაწილე სტუდენტები მიიღებენ სერთიფიკატს, რაც მათი აქტიური ჩართულობისა და ანალიტიკური უნარების აღიარება იქნება.
📝 მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ქვემოთ მოცემული ფორმა 👇
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdpcz03e8Ht6PFJN3aVpZAtMJH-u3g9mAvnK8DlJSmDjTpjpA/viewform?usp=header
ფორმა გაიხსნება 22 ოქტომბერს, 18:00ზე. ადგილები შეზღუდულია.
📍 ადგილმდებარეობა: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, 211-ე აუდიტორია (ფდა).
🗓️ თარიღი: 2025 წლის 24 ოქტომბერი, 19:00 საათზე.
📢 გელოდებით! ეს არის შესაძლებლობა, გამოხატო შენი აზრი, განავითარო არგუმენტაციის უნარი და ჩაერთო სამართლისა და ეთიკის შესახებ ღრმა დისკუსიაში.