⭐ 24 ოქტომბერს, პარასკევს ლუმოსში გეპატიჟებით ხმით კურნების სესიაზე, რომელიც გამოირჩევა ღრმა ტრანსფორმაციული ვიბრაციებით.
შეხვედრას გაუძღვება მუსიკოსი და ხმით ვიბრაციული თერაპიის პრაქტიკოსი, სანდრო (ბიბიჩა) კვაჭაძე, რომელიც შექმნის და ცოცხლად შეასრულებს მედიტაციურ აკაპელა მუსიკას.
💫 სესია მაკურნებელი, გამწმენდი და თერაპიული პროცესია, სადაც სანდროს ხმის ვიბრაციები ღრმად აღწევს სხეულსა თუ ქვეცნობიერში და ამოგზაურებს იმ ადგილებში, სადაც იმ მომენტში ყოფნა სჭირდება: მიტოვებული ნაწილების გახსენებით, დაუცველობიდან ღვთაებრივ შეგრძნებამდე, სადაც სამყაროსთან გაერთიანებით უაღრესად დიდი, უანგარო სიყვარული შემოდის.
შეხვედრის ხანგრძლივობაა 1:30 საათი.
რა გველის ხმით კურნების სესიაზე?
✨ ერთმანეთის გაცნობა;
✨ სინქრონიზაცია: კანის ქსოვილის მანევრები, სუნთქვითი პრაქტიკა, დაფერთხვა, ე.წ. თეფინგი, სხეულისა და გონების ცენტრირება.
✨ სიმღერით მისალმება: სიმღერით გიდირების გზით ღრმა მოდუნება.
✨ კეთილხმოვანება: სამყარო, სადაც სიმშვიდე და ჰარმონია სუფევს, სადაც არ არსებობს შეფასება.
✨ ხმით წმენდა: ჩრდილებთან შეხვედრა, მათი მიღება და გაშვება.
✨ უანგარო სიყვარულის სიმღერა: ადგილი, სადაც მიღებული ხარ და უყვარხარ ისეთი, როგორიც ხარ.
✨ სიმღერით გამოღვიძება: სიმღერა, რომელიც საშუალებას აძლევს მონაწილეებს, ნელ-ნელა დაუბრუნდნენ არამედიტაციურ მდგომარეობას.
✨ შეგრძნებების გაზიარება;
სესია უნიკალურია იმით, რომ არ არსებობს წინასწარ მომზადებული პროგრამა - პროცესი ცოცხალი და სპონტანური ხელოვნების ფორმაა.
შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ყველას და ამისათვის რაიმე სახის გამოცდილება ან წინასწარი ცოდნა არაა აუცილებელი.
რა გავითვალისწინოთ ხმით კურნების სესიამდე?
🌠 ჩაიცვით მოხერხებული სამოსი.
🌠 შეეცადეთ, არ იკვებოთ სესიამდე 2 საათით ადრე.
🌠 შეეცადეთ, შეამციროთ წვდომა გარე ინფორმაციასთან სესიამდე 1 საათით ადრე.
💦 სესიაზე დასწრების ღირებულებაა: 75 ლარი.
🌱 რეგისტრაცია გულისხმობს პრაქტიკაზე დასწრების ღირებულების მთლიანად გადახდას,
21 ოქტომბრის შემდეგ თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.
⭐ On Friday, October 24, you are warmly invited to Lumos for a Sound Healing Session — a journey of deep, transformative vibrations.
The session will be guided by Sandro (Bibicha) Kvachadze, a musician and practitioner of vocal vibrational therapy, who will create and perform live meditative a cappella music.
💫 This healing and purifying experience allows Sandro’s vocal vibrations to reach deep into the body and subconscious — guiding you to the inner places that need attention. It’s a journey from forgotten parts of the self, through vulnerability, toward the divine feeling of unity and unconditional love.
Session duration: 1 hour 30 minutes
What to expect:
✨ Gentle introduction and connection with the group
✨ Synchronization: skin-tissue movement, breathwork, light tapping, and centering of body and mind
✨ Singing welcome: deep relaxation through vocal guidance
✨ Harmonic space: a world of peace and balance, free of judgment
✨ Vocal cleansing: meeting, embracing, and releasing your shadows
✨ Song of unconditional love: a space where you are fully seen and loved as you are
✨ Awakening song: a gradual return to everyday awareness through sound
✨ Sharing circle
The session is unique — no pre-arranged program exists. The process unfolds as a spontaneous, living form of art.
Open to everyone — no prior experience or knowledge is needed.
Before you come:
🌠 Wear comfortable clothing
🌠 Avoid eating 2 hours before the session
🌠 Limit external stimulation (news, phone, etc.) for at least 1 hour before
💦 Participation fee: 75 GEL
🌱 Registration requires full prepayment.
Please note: after October 21, payments are non-refundable.
You may also like the following events from Lumos • ლუმოს:
Also check out other
Meetups in Tbilisi,
Music events in Tbilisi,
Arts events in Tbilisi.