„კვარტეტი“ (ანუ მხოლოდ შეყვარებულნი დარჩნენ ცოცხალნი, ანუ იდუმალი ოთახი შინ) 2025 წლის ივნისში თეატრალურ კომპანია ჰარაკში გახსნილი ბერსერკების ღია ლაბორატორიის ფარგლებში დაიბადა, ახლა კი დამოუკიდებლად განაგრძობს არსებობას.
გელით 21-22 ოქტომბერს, 20:00 საათზე.
🎟️ბილეთები:
https://tinyurl.com/heiner-muller
„კვარტეტი“ ეს არის რეფლექსია ტერორიზმის პრობლემაზე, ისეთი მასალით, რომელსაც ზედაპირულად ამასთან არანაირი კავშირი არ აქვს... ვცადე სქესთა შორის ურთიერთობის ფუნდამენტში ჩამალული ძალადობის არსი გამეხსნა და დამერღვია ერთი, ჭეშმარიტი მორალის კლიშე.“ ასე ახასიათებს ჰაინერ მიულერი, თავის 1981 წელს დასავლეთ გერმანიის ჟურნალ „ფილმკრიტიკში“ გამოქვეყნებულ პიესა „კვარტეტს“.
„მიულერი ზოგჯერ საკუთარი თავისაგან უნდა დავიცვათ“ ასე განმარტა გდრ-ის პარტიულმა ნომენკლატურამ დოიჩეს თეატრში ამავე წელს თითქმის უკვე დადგმული სპექტაკლის აკრძალვა
სხვა გდრ-ში აკრძალული პიესების მსგავსად „კვარტეტიც“ პირველად დასავლეთ გერმანიაში ბოხუმის თეატრში დაიდგა და დღეს იგი დასავლურ ევროპული და განსაკუთრებით გერმანულენოვანი თეატრის ერთ-ერთ ყველაზე რეპერტუარულ პიესად ითვლება.
• მონაწილეობენ: ნატალია გაბისონია, გიორგი წერეთელი, შალვა დევდარიანი
• მთარგმნელი და რეჟისორი: გიორგი ჯამბურია
• მხატვარი: თამარა მაღლაფერიძე
• მუსიკა: სანდრო თედიაშვილი, ზურაბ ბაბუნაშვილი
• კამერა: დენოლა გუგავა
• პროექცია: შიო ხიდაშელი
• განათება: შიო ხიდაშელი, აჩი არგანაშვილი
• პროდიუსერი: მარიამ პაიჭაძე
• წარწერა: ნინი ბუკია, გიორგი კარტოზია
კარი იხსნება: 19:30
დასაწყისი: 20:00
ხანგრძლივობა: 1 საათი
You may also like the following events from ჰარაკი • Haraki: