27 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის ეზოში შევიკრიბებით და ახალგაზრდული მსვლელობით პარლამენტთან გადავინაცვლებთ.
უწყვეტი წინააღმდეგობის 395-ე დღეს ყველას კვლავ დავანახებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ახალგაზრდების ჩართულობას ქვეყნის დასაცავად ბრძოლაში.
ეს არ იქნება უბრალო აქცია, რადგან საშუალება გექნებათ:
• მოუსმინოთ სინდისის პატიმრების წერილებს;
• მიიღოთ სიმბოლური საჩუქრები;
• მოიტანოთ საჩუქრები, წვლილი შეიტანოთ და წინასაახალწლოდ გაახაროთ მზრუნველობა მოკლებული ბავშვები;
• გაუგზავნოთ წერილები სინდისის პატიმრებს.
სხვა თავგადასავლებზე აქ არ მოგიყვებით, წინასაახალწლო სიურპრიზად დავტოვებთ... 💫
გპირდებით, ამ დღეს ქუჩაში იქნება ახალგაზრდული ენერგია, გულწრფელობა და რწმენა, რომ ცვლილებები ჩვენგან და ჩვენით იწყება.
ბრძოლა ბოლომდე, რადგან
,,ჩემო კარგო ქვეყანავ,
მომავალი ჩვენია!”💥