საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ზღვარზეა. საქართველოს მოქალაქეები ვკარგავთ უმნიშვნელოვანეს სიკეთეს, სუსტდება და რუსეთის ტყვეობაში ექცევა საქართველო, ჩვენი ოჯახები.
ამ ყველაფერში ერთადერთი დამნაშავე ივანიშვილის რუსული რეჟიმია, რომელიც ყველაფერს აკეთებს უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მომავლის გასაუქმებლად.
ცხადია, რომ ივანიშვილის რუსული რეჟიმი შეუთავსებელია საქართველოს ევროპულ გზასთან. ჩვენს წინაშე საერთო ეროვნული ამოცანაა - არ დავთმოთ საქართველოს მოქალაქეებისთვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანი მონაპოვარი, დავასრულოთ რუსული რეჟიმი და ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზას დავუბრუნოთ.
მოგმართავთ ყველას, განურჩევლად პოლიტიკური გემოვნებისა, ვისთვისაც საქართველოს მოქალაქეობა, ქართული პასპორტი და ქართული ოჯახის კეთილდღეობა ძვირფასია და ვინც პატივს სცემთ საქართველოს მოქალაქეების უფლებას ისწრაფოდნენ ბედნიერებისკენ, 13 სექტემბერს შევიკრიბოთ ძალიან ბევრნი იმის სადემონსტრაციოდ, რომ ივანიშვილის ბოროტმოქმედთა ბანდფორმირება საქართველოს და ქართველ ხალხს არ წარმოადგენს.
13 სექტემბერს, 19 საათზე, ვიკრიბებით თსუ-ს პირველ კორპუსთან, საიდანაც შედგება საპროტესტო მსვლელობა პარლამენტის შენობისკენ.
ჩვენ ვართ უმრავლესობა და ვიბრძვით გამარჯვებამდე.
#არარუსულრეჟიმს
#დაიცავიუვიზო
#დაიცავიდამოუკიდებლობა