Mind Game ფეხბურთი - გონების თამაში, 23 June | Event in Tbilisi

Mind Game ფეხბურთი - გონების თამაში

OT Sportmanagement

Highlights

Mon, 23 Jun, 2025 at 11:00 am

The Biltmore Hotel Tbilisi

Advertisement

Date & Location

Mon, 23 Jun, 2025 at 11:00 am - Wed, 25 Jun, 2025 at 07:00 pm (GET)

The Biltmore Hotel Tbilisi

Xeme Bar, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Save location for easier access

Only get lost while having fun, not on the road!

About the event

Mind Game ფეხბურთი - გონების თამაში
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება

23-25 ივნისს სასტუმრო ბილტმორ თბილისი მასშტაბურ საფეხბურთო ფორუმს “Mind Game, ფეხბურთი გონების თამაში” უმასპინძლებს. სამდღიანი ღონისძიება პანელურ დისკუსიებს, პრეზენტაციებსა და დამოუკიდებელ ლექციებს მოიცავს.

ფორუმი გიორგი ქოჩორაშვილისა და საფეხბურთო სააგენტოს “OT Sportmanagement”-ის მიერააა ორგანიზებული, მისი მიზანი საქართველოში, პროფესიულ ფეხბურთში თანამედროვე ცოდნის დანერგვაა. ღონისძიების ფარგლებში განხილული საკითხები, თანაბრად სასარგებლო იქნება ახალგაზრდა და პროფესიონალი ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელების, ფიზ. მომზადების მწვრთნელების, ნუტრიციოლოგების, სპორტის მეცნიერების, სპორტული მენეჯერებისა და სპორტსმენების მშობლებისათვის.

ფორუმის მთავარი სპიკერი გიორგი ქოჩორაშვილი პანელური დისკუსიის ფარგლებში სტუმრებს საკუთარ პროფესიულ გამოცდილებას გაუზიარებს. ღონისძიებისთვის სპეციალურად მოწვეული ექსპერტები დეტალურად განიხილავენ იმ 4 მთავარ მიმართულებას, რომლითაც ფასდება ფეხბურთელი: ტაქტიკური, ტექნიკური, ფიზიკური და მენტალური.

დაგეგმილია 2 დამოუკიდებელი ლექცია: ქალი ფეხბურთელებისა და მწვრთნელებისთვის.

გაიმართება პირველი, ქართულ-ინგლისური საფეხბურთო წიგნის ,,გზამკვლევი’’ პრეზენტაცია, რომელიც შედგება 15 სხვადასხვა თავისგან და მკითხველს ინფორმაციას აწვდის სპორტსმენის განვითარების ეტაპზე, ფიზ. მომზადებაზე, კვებაზე, ძილის მნიშვნელობაზე, დატვირთვის მართვაზე, ფეხბურთის ისტორიასა და თანამედროვე ტენდენციებზე. წიგნი განკუთვნილია ნებისმიერი ადამიანისთვის, ვისაც ფეხბურთი აინტერესებს, განსაკუთრებით ახალგაზრდა ფეხბურთელების, მათი მშობლების, მწვრთნელებისთვის.

ფორუმის სამაუწყებლო და კონტენტ პარტნიორია Setanta Sports. მედია პარტნიორი - პალიტრა მედია. პარტნიორები: TKT.ge, მთის წყალი, ალდაგი, Cherry's Fitness.



ფორუმის საკითხები

“ფეხბურთელის ფიზიკური მომზადება”

სპიკერი: ხავი ნავარო - ლევანტეს აკადემიის მეთოდოლოგიისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

“კვების როლის მნიშვნელობა ფეხბურთელების სათამაშო ხარისხის გაუმჯობესებისთვის”

სპიკერი: სტელა მირიჩი - პერფორმანს ნუტრიციოლოგი

“სავარჯიშო და სათამაშო დატვირთვების მართვა”

სპიკერი: ჯეიმს მელოუნი - ლივერპულის და ევერტონის პირველი გუნდის ყოფილი სპორტის მეცნიერი. ლივერპულის უნივერსიტეტის პროფესორი.

,,ვიდეო ანალიტიკის როლი ფეხბურთელის ტაქტიკური განსწავლულობის განვითარებაში’’

სპიკერი: ჩავი კამპსი - ვიდეო ანალიტიკოსი, სკაუტი

“მენტალური ჯანმრთელობა და წნეხის მართვის ტექნიკები”

სპიკერი: საბა ეფრემიძე - სპორტული ფსიქოლოგი

„ფეხბურთი, როგორც სოციალური მოწყობის მოდელი“

სპიკერი: ზურაბ ორაგველიძე - OT Sportmanagement-ის დამფუძნებელი

“ინგლისური ენის მნიშვნელობა სპორტსმენებისთვის”

სპიკერი: ანა ვაწაძე - საფეხბურთო ინგლისურის კურსის მასწავლებელი.

ასაკობრივი შეზღუდვა: 12+

რეგისტრაციის დაწყების დრო 09:30. ფორუმის დასაწყისი 11:00


Also check out other Sports events in Tbilisi.

interested
Stay in the loop for updates and never miss a thing. Are you interested?
Yes
No

Ticket Info

Tickets for Mind Game ფეხბურთი - გონების თამაში can be booked here.

Advertisement

Nearby Hotels

The Biltmore Hotel Tbilisi, Xeme Bar, თბილისი, საქართველო, Tbilisi, Georgia

Just a heads up!

We have gathered all the information for you in one convenient spot, but please keep in mind that these are subject to change. We do our best to keep everything updated, but something might be out of sync. For the latest updates, always check the official event details by clicking the "Find Tickets" button.

Reserve your spot

Host Details

OT Sportmanagement

OT Sportmanagement

Are you the host? Claim Event

Advertisement
Mind Game ფეხბურთი - გონების თამაში, 23 June | Event in Tbilisi
Mind Game ფეხბურთი - გონების თამაში
Mon, 23 Jun, 2025 at 11:00 am