📣8 ივლისს, 19:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებითა და კომპანია ბაუმერის მხარდაჭერით გაიმართება სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა CUnicorn -ის დასკვნითი ღონისძიება - დემო დღე (მეხუთე ნაკადი/Batch 5).
სტარტაპ პრე-აქსელერაციის პროგრამა მიზნად ისახავს ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარების ხელშეწყობას უნივერსიტეტში. პროგრამის მონაწილე სტარტაპ გუნდებმა გაიარეს ათ კვირიანი ინტენსიური ტრენინგ-სესიები, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ სტარტაპის შექმნის ყველა ძირითად პრინციპს.
პროგრამის მენტორებთან ერთად, მეხუთე ნაკადის სესიებს უძღვებოდნენ საქართველოს ანგელოზ ინვესტორთა ქსელის (Axel) საინვესტიციო საბჭოს წევრები და ანგელოზი ინვესტორები.
დემო დღე არის პრე-აქსელერაციის პროგრამის დასკვინითი ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც პროგრამის მონაწილე სტარტაპები წარადგენენ საკუთარი იდეების პრეზენტაციებს ინდუსტრიის ექსპერტების, ინვესტორების, პოტენციური პარტნიორების და სტუმრების წინაშე.
დემო დღეზე წარმოდგენილნი იქნებიან შემდეგი სტარტაპები:
🔹EcoShade - ვირტუალური აგრონომი, რომელიც ფერმერს სთავაზობს პერსონალიზებულ გეგმას ფერმაში არსებული მცენარეების UV რადიაციისგან, ექსტრემალური ამინდისგან, დაავადებებისგან და პარაზიტებისგან დასაცავად, ოპტიმალური პრეპარატების შერჩევის და მონიტორინგის საშუალებით;
🔹Shieldify - სტარტაპი მომხმარებელს სთავაზობს ვებ აპლიკაციების უსაფრთხოების სისტემას, რომელიც ორიენტირებულია კიბერ თავდასხმების სწრაფად და მარტივად მოგერიებაზე, მინიმალური სერვერული რესურსით;
🔹GreenPoint - ელექტრომობილებისთვის შექმნილი ეკოსისტემა, დაფუძნებული საზიარო ეკონომიკის პრინციპებზე, უზრუნველყოფს ხელმისაწვდომ და საზოგადოებრივ კეთილდღეობაზე ორიენტირებულ დამუხტვას დეცენტრალიზებული სისტემის მეშვეობით დააკავშირებს მძღოლებს სპეციალიზებულ EV სერვის ცენტრებთან;
🔹BalanceBuddy - პლატფორმა, სადაც მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომია სერტიფიცირებული ფიტნეს მწვრთნელების, ნუტრიციოლოგების და ფსიქოლოგების პერსონალიზირებადი სერვისები სასურველ დროსა და ლოკაციაზე, რათა დაეხმაროს მათ ცხოვრების დაბალანსებაში;
🔹TeamBuilder - პლატფორმა, რომელიც ეხმარება HR მენეჯერებს და Team Building-ის სერვისებს, უფრო ეფექტურად დაგეგმონ და მართონ თიმ ბილდინგის ღონისძიებები. ის ამარტივებს დაგეგმვის პროცესს, რომელიც შეიცავს განრიგის შედგენას, კომუნიკაციას, შესრულების მონიტორინგს და ინტერაქტიულ ვირტუალურ game room-ებს როგორც ფიზიკური, ისე ვირტუალური ღონისძიებებისთვის.
🔹News Tracker არის პლატფორმა, რომელიც აგროვებს ახალ ამბებს საინფორმაციო წყაროებიდან რეალურ დროში და აზიარებს მობილურ აპლიკაციის დახმარებით;
🔹VITA - მომხმარებელზე მორგებული ვებ-პლატფორმა, შექმნილი სკოლის მოსწავლეებისთვის. შემუშავებული ალგორითმი ეხმარება მომხმარებლებს აღმოაჩინონ პროფესიები, რომლებიც საუკეთესოდ შეესაბამება მათ პიროვნულ თვისებებს, რომ იპოვონ უნივერსიტეტები, რომლებიც მაქსიმალურად პასუხობს მათ მოთხოვნებსა და მიზნებს.
ჟიურის წევრები:
● კახა შენგელია - კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი;
● ავთანდილ კასრაძე - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე;
● ლევან ყირიმლიშვილი - Infinity Venture Holding - ის დირექტორი და კომპანია ბაუმერის დამფუძნებელი;
● გიორგი სიმონგულაშვილი - EBAN - European Business Angel Network - ის დირექტორთა საბჭოს წევრი, აქსელის ანგელოზი ინვესტორი და საინვესტიციო საბჭოს წევრი;
● სოფო ჭყოიძე - Pulsar AI - ის თანადამფუძნებელი და COO.
ღონისძიების დღის წესრიგი (სამუშაო ენა - ქართული/ ინგლისური):
რეგისტრაცია და ნეთვორქინგი - 19:00 სთ;
გახსნა და მისასალმებელი სიტყვა - 19:30 სთ;
სპიკერის სესია - 19:30 სთ - 19:50 სთ;
Pitching - 20:00 სთ - 21:00 სთ;
დაჯილდოების ცერემონია - 21:15 სთ - 21:30 სთ;
ნეთვორქინგი - 21:30 სთ - 22:00 სთ.
📍ღონისძიება გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის გარე სცენის სივრცეში. არაფორმალურ და მეგობრულ გარემოში.
გელოდებათ სასიამოვნო მუსიკა, მსუბუქი სასმელები და ინსპირაციული ატმოსფერო
პრე-აქსელერაციის პროგრამის მეხუთე ნაკადის გენერალური სპონსორია კომპანია ბაუმერი.
🤝ღონისძიებას მხარს უჭერენ: აქსელი,საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ოფისი, სანდორა.
📩 დასწრების მსურველებმა, გთხოვთ რეგისტრაცია გაიაროთ ბმულზე:
https://shorturl.at/pQEsx
📣On July 8, at 19:00, at Caucasus University, organized by the Innovation and Entrepreneurship Center and supported by Baumer, the final event – Demo Day – of the startup pre-acceleration program CUnicorn (Batch 5) will be held.
Startup pre-acceleration program aims to support the development of technological startups at the university. The participating startup teams have undergone a ten-week intensive training program, during which they had the opportunity to learn all the basic principles of building a startup.
Together with the program's mentors, the sessions of the fifth batch were also led by members of the investment board and angel investors from Axel – Georgian Business Angel Network.
Demo Day is the final event of the pre-acceleration program, during which the participating startups will present their ideas to industry experts, investors, potential partners, and guests.
The following startups will be presented on Demo Day:
🔹EcoShade — A virtual agronomist that offers a farmer a personalized plan to protect your farm’s crops from UV radiation, extreme weather, diseases, and pests, by selecting optimal treatments and providing ongoing monitoring.
🔹Shieldify - Startup offers a web application firewall focused on repelling cyber attacks quickly and efficiently, with minimal server resources.
🔹GreenPoint - The ecosystem for electric vehicles, based on sharing economy principles, driving accessible and sustainable charging through a decentralized system and connecting drivers to dedicated EV service centers.
🔹BalanceBuddy - A platform where personalized services from certified fitness coaches, nutritionists, and psychologists are accessible to users at their preferred time and location, to help them achieve life balance.
🔹TeamBuilder - is a platform that helps HR managers and team-building service providers organize and manage team-building events more effectively. It makes planning easier with tools for scheduling, communication, and performance tracking for in-person and virtual events, including interactive virtual game rooms.
🔹News Tracker - is a platform that collects news from information sources in real time and delivers it through a mobile application.
🔹VITA - A startup that offers a mobile-friendly application designed for pupils. The app helps users identify the professions that best match their personalities, guiding them to find and apply to the most suitable universities.
Jury members:
● Kakha Shengelia – President of Caucasus University
● Avtandil Kasradze – Chairman of Georgia’s Innovation and Technology Agency
● Levan Kirimlishvili – Director of Infinity Venture Holding and Founder of Baumer
● Giorgi Simongulashvili – Board Member of EBAN – European Business Angel Network, angel investor of Axel, and investment board member
● Sopho Chkoidze – Co-founder and COO of Pulsar AI
Event Agenda (Working language – Georgian/ English):
Registration & Networking – 19:00;
Opening and Welcome Speech – 19:30;
Speaker Session – 19:30 – 19:50;
Pitching – 20:00 – 21:00;
Award Ceremony – 21:15 – 21:30;
Networking – 21:30 – 22:00.
📍The event will be held at Caucasus University's outdoor stage, in an informal and friendly atmosphere.
Pleasant music, light drinks, and an inspirational ambiance await you.
The general sponsor of the fifth batch of the pre-acceleration program is Baumer.
🤝The event is supported by: Axel, Georgia’s Innovation and Technology Agency, George Washington University Innovation and Entrepreneurship Office, and Sandora.
📩 If you wish to attend, please register via the link:
https://shorturl.at/pQEsx
You may also like the following events from კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University:
Also check out other
Business events in Tbilisi,
Workshops in Tbilisi.