"ჩვენი სივრცე" იწყებს ახალ სასწავლო კურსს "BP4C -- სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპია წყვილებისთვის".
ტრენერი: გაბრიელ შირაზი
დეტალებისა და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/sPnUvtzK898ABohb9
***
ტრენინგ-კურსი განკუთვნილია ფსიქოთერაპევტებისა და სხვადასხვა სფეროს თერაპევტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან წყვილებთან მუშაობით და სურთ თერაპიულ პროცესში წყვილის ურთიერთობის თემაში ჩაღრმავება. ტრენინგში გამოყენებულია სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ისეთი ინსტრუმენტები, როგორებიცაა მაინდფულნესის ტექნიკები, კომუნიკაციის მეთოდები, მოძრაობა, შეხება და სუნთქვის პრაქტიკა.
კურსი მიზნად ისახავს პროფესიული უნარების უწყვეტ განვითარებას. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ დიპლომს და CPD (პროფესიული განვითარების) სერტიფიკატს.
სწავლის პროცესში თერაპევტები გამოიმუშავებენ წყვილებთან მუშაობის უნარებს, განავითარებენ პიროვნულ ძალასა და გაიფართოებენ თერაპიულ არსენალსა და ხელთ არსებულ ტექნიკებს.
ჩვენი პრაქტიკული და თეორიული მოგზაურობის პროცესში გავეცნობით წყვილების თერაპიის კომპლექსურობას, რაც ჩვენგან „ოთხი სუბიექტის“ ერთდროულად დატევას მოითხოვს თერაპიის ოთახში: თითოეულ პარტნიორს ცალ-ცალკე, მათ ურთიერთობასა და თერაპევტს, ასევე, მათ შორის არსებულ
ურთიერთობებს.
🔖ტრენინგი წარიმართება ინგლისურ ენაზე და უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი.
⏱️ტრენინგის სრული ხანგრძლივობა 120 საათია:
🔸54 საათი პირისპირ ტრენინგი, თბილისში
🔸48 საათი ონლაინ ტრენინგი
🔸18 საათი დაეთმობა სუპერვიზიას
ტრენინგს გაუძღვება გაბრიელ შირაზი - 1999 წლიდან არის სხეულის ბიოდინამიკურ ფსიქოთერაპიაში ინდივიდუალური, წყვილების და ჯგუფის ფსიქოთერაპევტი, ტრენერი და სუპერვაიზორი.
2001-2008 წლებში რეიდმანის კოლეჯში (ისრაელი) დააფუძნა და მართავდა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის პროგრამას. ამჟამად არის წამყვანი ტრენერი ისრაელისა და ევროპის რამდენიმე ინსტიტუტში. მათ შორის, University of Haifa (ისრაელი) და LSBP (დიდი ბრიტანეთი). მისი სასწავლო კურსები მოიცავს სხეულზე ორიენტირებულ ფსიქოთერაპიის, წყვილების თერაპიისა და სუპერვიზიის ჯგუფების სწავლებას.
🗓️ თარიღი: ოქტომბერი, 2025 - აპრილი, 2026
🕖 ხანგრძლივობა: 120 საათი
🔖სამუშაო ენა: ინგლისური, უზრუნველყოფილია ქართული თარგმანი
📍 ფორმატი: ჰიბრიდული, პირისპირ და ონალინ ZOOM შეხვედრები
დეტალებისა და რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე:
https://forms.gle/sPnUvtzK898ABohb9