AI ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის
ბიზნეს 360˚-ის შეხვედრების სერიის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 19 ნოემბერს გიწვევთ ნინო გორგაძის ვორქშოპზე, სადაც გაიგებთ, თუ რა როლი აქვს AI-ს ბიზნესის ტრანსფორმაციაში.
ვორქშოპზე გაიგებთ:
- როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ბიზნესის მართვას და გადაწყვეტილებების მიღებას
- როგორ შეგიძლიათ დაზოგოთ კვირაში 10 საათამდე AI ინსტრუმენტებისა და ავტომატიზაციის მეშვეობით
- როგორ იქცეს ხელოვნური ინტელექტი თქვენს ბიზნესის ასისტენტად და გამარტივოს ყოველდღიური პროცესები
- როგორ მუშაობენ ChatGPT, Gemini და Claude რეალურ ბიზნეს სცენარებში
- როგორ იყენებენ კომპანიები სამუშაოს მართვის პლატფორმებს და კონექტორე აპლიკაციებს (make.com ) სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისთვის
შეხვედრა ჩატარდება ინტერაქციული ფორმატით — სპიკერი გაჩვენებთ რეალურ AI დემოებს, ბიზნესის ყოველდღიური ამოცანების მაგალითზე.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიაში, დასვან კითხვები და გაიგონ, როგორ გადადის თანამედროვე მენეჯმენტი “ხელით მუშაობიდან” AI-თან თანამშრომლობაზე - შედეგის, დროისა და ეფექტიანობის გასაზრდელად.
გელოდებით საქართველოს ბანკის 4B ფილიალში, ალექსანდრე ყაზბეგის N 15
ვორქშოპის დეტალები:
თარიღი: 19 ნოემბერი
დრო: 17:00
ხანგრძლივობა: 2 საათი
შეხვედრაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:
https://go.bog.ge/4nIc9aC